კი არ წავიდა გაიქცა თავქუმოგლეჯილი

ეგეთი სერიოზული ბანკი რო ქვეყნიდან გარბის _ ეგ ძალიან ცუდი მაჩვენებელია ყველა კუთხით.
ქართუს რაც შეეხება:
ოვერდრაფტებს გასცემდნენ თავიანთ სახელფასო კლიენტებზე,
ასევე იშვიათად მაგრამ გასცემდნენ იპოთეკურ სესხებს ბინის გარანტიით.
რამდენადაც ვიცი ქონდათ გაცემული მსხვილი კორპოტარიული სესხები ორგანიზაციებზე.
ემსახურებოდნენ მსხვილ ორგანიზაციებს სახელფასო პროექტებში, მაგალითად პსპ_ს დონის ფირმებს,
რომლებმაც რა თქმა უნდა მალევე დატოვეს ქართუ, ყველასათვის გასაგებ მიზეზთა გამო.
საკრედიტო ბარათები და სხვა ბანკების მსგავსი ფართო არჩევანი კრედიტებში არასდროს ქონიათ,
არც რეკლამებით შეუძულებიათ ხალხისთვის თავი და ეს ბოლო ორი ფაქტორი თუ ზოგისთვის
ავტომატურად მხოლოდ "ერთი კაცის სალაროობას ნიშნავს" და მეტს არაფერს _
ვისურვებდი ბიზნესსა და საბანკო სექტორში მისნაირად ჩახედული ხალხი უმრავლოს ღმერთმა ჩვენ მტერს.
და თუნდაც მასე იყოს და ბიბის თავისი ფინანსების უკეთ სამართავად ჩამოეყალიბებინა ბანკი _
ამაში საკითხვისნიშნო რა არის ვერ ხვდები... თუ კი ყველაფერი კანონის ფარგლებშია რა თქმა უნდა
(და იყო კიდეც წლების მანძილზე კანონიერი; ნუ ახლა გახდა "უკანონო" თორე...)
ასე რომ ამ თემის გახსნით ახალი ველოსიპედის აღმოჩენის მუღამს ვერ ჩავწვდი.
თუ ჩაგვაწვდენს გაგებული ხალხი _ მადლობელი