ვანოს კლიპი იყო რუსთავის რომელიღაც ახლომახლო სოფლიდან. ვიშვიშებს ხალხი ეს არ გვაქვს ის არ გვაქვს. ეს გვინდა, ის გვინდა... ვანო: ჰო, შევეცდებით ხმა მივაწვდინოთ, დაგეხმაროთ.... ცოტა დაუფიქრდებიან და: აა, მარტო ეგ არა, მარტო ეგ რას გვეყოფა ისიც გვინდააა და კიდევ ისიიიც, აბა!

წაიყვანენ ვანოს, რომ ანახონ მთავრობის ხალხისადმი უმაგალითო "ფეხებზემკიდია" დამოკიდებულების თვალსაჩინო მაგალითი. ჰო, უმაგალითო მაგალითი, რა!

მიიყვანენ ერთ დაჭაობებულ ხევთან. არა, ხევიც არ ეთქმოდა. აი, ჭანჭურის კურკა რო გადააფურთხო მეორე მხარეს დაეცემა. ხევუკა, რა! სიგანეში 4-5 მეტრი და სიღრმითაც იმდენივე, მარა ძაან ატალახებული. ადრე, 20-ოდე წლის წინ იმ ხევზე ბოგირი ყოფილა თურმე(პომპეუსის გადებული!) და ხალხი არხეინად გადადიოდ-გადმოდიოდა. მერე წვიმების დროს ღვარცოფს ბოგირი წაუღია, მთავრობას ლითონის კონსტრუქციები მოუზიდია ახალი ბოგირის გასადებად, დაუყრია იქვე და აორთქლებულა. (ეჰ, პომპეუსი ასეთ ქცევას არ იკადრებდა!) მას მერე იმ კონსტრუქციებს ჟანგი ჭამს. ხალხი მთავრობას ელოდება ჯიუტად. იმედს არ კარგავს რომ კეთილს ინებებს მიშა, ჩამოვა და გადებს იმ კონსტრუქციებს ერთი ნაპირიდან მეორეზე, ჟანგებს "გაშკურკავს", განსაკუთრებული მდგრადობის საღებავით შეღებავს და ფიცრულსაც რა თქმა უნდა საკუთარი ხელით დააგებს! მიშა ჩამოსვლას არ ჩქარობს, ეტყობა ჯერ სხვა რაიონებში ვერ მორჩა ბოგირების ღებვას, (იმ წლს მაგარი ღვარცოფები ყოფილა!)მარა ხალხს ამდენი შეგნება არა აქვს, "ფეხებზემკიდიაობაში" ადანაშაულებს და რბილად რომ ვთქვათ აუგად იხსენიებს. ჰოდა სანამ ბოგირი არ გაუდია მთავრობას, მოსხლეობამ თვითონ ნახა გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან: ანუ...ჩებორტყდებიან ხევში და ტალახში ამოზინზლულები მეორე მხარეს ამობორტყდებიან. გახედავენ ჟანგიან ლითონის კონსტრუქციებს, მიშას კეთილ... ეე, მიშას "კეთილი" სიტყვით მოიხსენიებენ ხალხის ბედზე ფიქრით უძილო ღამეების გამო და სველი კალოშების ჭყაპა-ჭყუპით ბილიკს გაუყვებიან...

ვინ არის დამნაშავე? ჰმ, ვინ არის დამნაშავე!!! კითხულობენ! მიშა! რა თქმა უნდა, მიშა!
This post has been edited by Георгий Орлов on 24 Jul 2012, 16:40