საქართველოში არანაირ კვლევებს, და მით უმეტეს მათზე დაყრდნობით რაიმე დასკვნების გაკეთებას არავითარი აზრი არა აქვს.
ხალხის დიდი ნაწილი ზომბირებულ და გულგრილ ბიომასად არის გადაქცეული, და ამასთანავე პანიკური შიშითაა შეპყრობილი.
პარალელურად ქვეყანაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესები სრულად იმართება და კონტროლდება ამერიკელების - როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების - მიერ.
სააკაშვილს მართავენ რესპუბლიკელები(უმრავლესობა კონგრესში).
ივანიშვილს მართავენ დემოკრატები(თეთრი სახლი).
არის პრორუსული ძალა - ბურჯანაძე/წინააღმდეგობის მოძრაობა - მეორეხარისხოვანი ”რეზერვი” (გადატვირთვის ჭრილში).
ეროვნული პოლიტიკური ძალა წინა პლანზე საერთოდ აღარ ფიგურირებს დიდი ხანია - მის ჩაძირვაზე ერთობლივად მუშაობენ პო/ოპო-დ გაყოფილი ”პოლიტსპექტრი” და მასმედია.
რა შედეგი იქნება შემოდგომაზე, მთლიანად არის დამოკიდებული არა იმაზე, თუ რა უნდა ქართველ ხალხს, არამედ თუ როგორი იქნება წინასაარჩევნო სიტუაცია ამერიკაში - დღეს საქართველოზე(და ახლო აღმოსავლეთზე) გადის ამერიკული წინასაარჩევნო კამპანიის მეორე ფრონტის მოწინავე ხაზი.
გამოიკვეთება ობამას უპირატესობა? (ჯერჯერობით ასეა) - ივანიშვილი გახდება პრემიერ-მინისტრი.
გაუჩნდება შანსი რომნის? (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში დაიწყება(დაიწყებენ) ფართომასშტაბიანი არეულობა) - სააკაშვილს მიეცემა საშუალება დარჩეს ხელისუფლებაში.
დიდი დრო აღარ უნდა ლოდინს - ტრაგიკომედიის ”მელისყურა არწივი-ოცნება” (პრემიერა 1991წ. 22 დეკემბერი) მორიგი ”ახალი” მოქმედების პრემიერა უკვე ოქტომბრის ბოლოს შედგება.
p.s. თეატრალების საყურადღებოდ: წვრილი შრიფტით დაბეჭდილი წარწერა პროგრამის ბოლო გვერდზე - სცენარის ორივე ვარიანტის განვითარების კვალდაკვალ უაზრო მსხვერპლს საჭიროების-და მიხედვით გაიღებს ისევ და მხოლოდ ქართველი ხალხი!