რადგანაც უკვე გადავედით სტრუქტურის მშენებლობაზე, თავმჯდომარის ნებართვით, იქმმნება უშიშროების კომიტეტი, რომლის ჩამოყალიბების პროცესის კურირებასაც თქვენი მონამორჩილი გასწევს.
დაინტერესებულმა პირებმა 2012 წლის 26 ივლისის 19:00 საათამდე ამავე თემაში უნდა გამოხატონ სურვილი კომიტეტში გაწევრიანებისა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად პარტიაში გაწევრიანება ეფუძნებოდა საყოველთაოდ ღია კარის პრინციპს, აღნიშნული კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე მისი წევრობა მოითხოვს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია კანდიდატს მოგროვებული ჰქონდეს 769 პოსტზე მეტი, რომლის სულ მცირე 76,98 % პოლიტიკის განყოფილებაშია განთავსებული;
- კანდიდატი ზედმიწევნით კარგად უნდა იცნობდეს საქართველოს ერთადერთ ავთენტურ 1921 წლის კონსტიტუციას;
- კანდიდატმა უნდა შეგვატყობინოს მაიერს-ბრიგსის ფსიქოტიპთა ინდიკაციის მეთოდით შედგენილი ტესტის შედეგები. კითხვარის შესავსებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს -
http://www.humanmetrics.com/cgi-win/JTypes2.asp .
გისურვებთ წარმატებას!