განვიხილოთ, ჩავასწოროთ, შევამოკლოთ ვთარგმნოთ და გავუგზავნოთ!
ვაჟას დაუნდიქტეიშენი....
შალიკოსი არ ვარგოდაო
-----------------------------------------------------
საქართველოს ემიგრაციული მთავრობის და საქართველოს ახალი რესპუბლიკური მოძრაობის
საპროტესტო ნოტა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამასადმი
სერ!
საქართველო ამერიკის მეგობარი ქვეყანაა და ამიტომ ჩვენ გული სისხლით გვევსება როცა იძულებული ვართ საპროტესტო ნოტით მოგმართოთ. ამისი მიზეზი არის თქვენი ადმინისტრაციის ბოროტი ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში და კერძოდ 2012 წლის პირველ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში.
ბოროტებას შეიძლება ჰქონდეს მრავალი მიზეზი და ამ შემთხვევაში თქვენი ადმინისტრაციის ასეთი მოქმედების მიზეზებია ამაზრზენი რამე თუ ეს მიზეზი არის ძალიან მძიმე შედეგების გამომწვევი გულგრილი აროგანტური სისულელე.
სერ!
გამართლებული ბოროტება იყო როცა ამერიკამ 1945 წელს ატომური ბომბები ჩამოყარა იაპონიაში, მაგრამ წარმოიდგინეთ როგორი რეაქცია ექნებოდა უისტონ ჩერჩილს რუზველტს რომ ის ატომური ბომბები შეცდომით იაპონიის კუნძილების ნაცვლად დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე ჩამოეყარა. სწორედ ამ დონის შეცდომა დაუშვა ამერიკის წინა ადმინისტრაციებმა საქართველოს მიმართ და თქვენი ადმინისტრაციაც ამ საზარელ შეცდომას ისევ და ისევ იმეორებს. ამიტომ ჩვენს ასეთ ტონს საწყენად ნუკი მიიღებთ არამედ გთხოვთ გადამჭრელი ზომები მიიღოთ ქვემოთ მოყვანილი პრობლემის დაუყოვნებლივი გამოსწორებისათვის.
როგორც მოგეხსენებათ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა ე. წ. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და წლების განმავლობაში მას დემოკრატიის შუქურად აცხადებდა. ჯორჯ ბუშის ასეთი მოქმედება გამოწვეული იყო იმით, რომ მანამდის 1992 წელს მამამისმა დაუჭირა მხარი ასევე ვითომდა დემოკრატიის შუქურას ედუარდ შევარდნაძეს, რაც საბოლოოდ გამოჩნდა რომ დიდი შეცდომა გახლდათ. ჯორჯ ბუშმა იუნიორმა როგორც იქნა გაიაზრა მამამისის შეცდომა და ამ შეცდომის გამოსწორების და პრეზიდენტ შევარდნაძის ჩამოგდების მიზნით 2003 წელს მხარი დაუჭირა ვარდების რევოლუციას რომლის სათავეშიც სწორედ ამერიკაში ნასწავლი მიხეილ სააკაშვილი ედგა. ეს იყო ჯორჯ ბუშ იუნიორის შემდგომი ამაზრზენი შეცდომა.
ის რომ ვიღაცამ ამერიკაში მიიღო განათლება არ შეიძლება მიღებული იქნეს ამომწურავ არგუმენტად. იმ იაპონელ ადმირალმაც რომელმაც 1941 წელს პერლ ჰარდებერი დაბომბა ამერიკაში მიიღო განათლება. პრობლემა ის არის რომ ისევე როგორც შევარდნაძე ასევე სააკაშვილიც საბჭოთა შპიონები არიან და საქართველოს პრეზიდენტებად მათი გაყვანა ქართველი ხალხის მიერ ჩადენილი უდიდესი ბორატება გახლდათ.
აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ მამა ჯორჯ ბუშის მთელი პრეზიდენტობის განმავლობაში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მოსკოვის საწინააღმდეგო კონტრდაზვერვის უფროსი ოლდრიხ ამესიც კაგებეს აგენტი გამოდგა და ახლაც სამუდამო პატიმრობაში გყავთ. ამიტომაც უნდა გაითვალისწინოთ ის გარემოება რომ ამ შემთხვევაში საქმე გაქვთ ამაზრზენი შეცდომების კასკადთან.
როგორც მოგეხსენებათ რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ყოფილი საბჭოთა აგენტია და ეს ნორმალურ ამბად არის დღეს მიჩნეული. ოღონდ საქმე ის არის რომ კაგებე ანუ საბჭოთა აგენტურა მუშაობდა საქართველოს წინააღმდეგ და რუსეთის სასარგებლოდ. ამიტომ თუ ყოფილი საბჭოთა აგენტის რუსეთის პრეზიდენტობა ნორმალური მოვლენაა იგივე ანუ ყოფილი საბჭოთა აგენტების საქართველოს პრეზიდენტებად დასმა ისეთივე ბოროტებაა ვინმეს ბინ ლადინის მსგავსი ტერორისტი რომ დაესვა ამერიკის პრეზიდენტად.
რა თქმა უნდა ჩვენ არა ვართ პირველნი ვინც მიხეილ სააკაშვილს უარყოფითად ახასიათებს. თქვენ მრავალი სხვა წყაროებიდანაც უდავოდ მიღებული გექნებათ უამრავი სხვა საჩივრებით, მაგრამ ჩვენი საპროტესტო ნოტა ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული და ამიტომ მოგიწდებთ რომ მას ექსკლუზიური ყურადღებითაც მოეკიდოთ. ეს არის ძალიან ვრცელი თემა და რა თქმა უნდა ამ საპროტესტო ნოტაში ვერ შევიტანთ მთელ ამბავს. ამიტომ თქვენ ყურადღებას ამჯერად მხოლოდ მთავარ ასპექტებზე გავამახვილებთ.
უპირველესყოვლისა რაც ჩვენ ზემოთ მოგახსენეთ იმდენად უდავოა რომ ნურც შეეცდებით სააკაშვილის რეჟიმის დაცვას და თქვენი ადმინისტრაციის მართლებას. ბოროტი შეცდომა ჩადენილი გაქვთ და ამიტომ ჩვენ კი არ უნდა ვიკამათოთ არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ გამოასწოროთ ეს ამაზრზენი დანაშული.
ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში სამართლიანობა დამყარებული უნდა იქნას ისე, რომ ამით ჩადენილი არ იქნას კიდევ უფრო უარესი ახალი დანაშული და ჩვენი საპოტესტო ნოტის საფუძველიც ის გახლავთ რომ ამისი აშკარა საშიშროება არსებობს. მიხეილ სააკაშვილის და მით უმეტეს ედუარდ შევარდნაძის დანაშულებები იმდენად მძიმეს, რომ ისინი სასჯელის ზომად სიკვდილით დასჯას ან სამუდამო პატიმრობას იმსახურებენ. ოღონდ მათი გასამართლება არის ქართველი ერის პრეროგატივა და თქვენ ამ საკითხში ცხვირის ჩაყოფის უფლება არა აქვს. ასევე არა აქვს ამ საკითხში ცხვირის ჩაყოფის უფლება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც უკვე დიდი ხნის წინ განაცხადა რომ იგი „სააკაშვილს ყვერებით დაკიდავს“ (პუტინის სიტყვების ციტირება).
ასეთ შემთხვევებში სამართალი უნდა იყოს მოქნილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკამ ნიურბერგის პროცესის შემდეგ სიკვდილით დასაჯა გერმანიის მთავრობის წევრები და ასევე შემდეგ იაპონიის მთავრობის წევრები. ოღონდ გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით სასჯელს გადაურჩა იაპონიის იმპერატორი. ასევე არავის აზრად არ მოსვლია იმისი თქმა ჰიტლერი ცუდი იყო, ამიტომ ახლა მოდით გერმანიის კანცლერად ბორმანი დავნიშნოთო და გერმანიას ევროპაში ტერიტორიები დავუმტკიცოთ 1941 წლის საზღვრებშიო.
სამართალი უნდა განხორციელდეს მთავარი დაზარალებულის სასარგებლოდ ასეთი მთავარი დაზარალებული კი საქართველოა და არა ამერიკა ან რუსეთი. იმდენად რამდენადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცის სიკვდილმა რუსეთიც დაზარალა, რუსეთიც ერთგვარად დაზარალებული მხარეა, მაგრამ არა მთავარი. რუსეთი და ამერიკაც ამ შემთხვევაში დამნაშავენი და ამ დანაშაულის თანამონაწილენი არიან.
როგორც ამერიკამ ასევე რუსეთმაც ეს დანაშაულები უმეტესწილად შეცდომათა გამო ჩაიდინეს, მაგრამ ამავე დროს ორივეს ჰქონდათ ამ დანაშაულთა მოტივაცია. მიუხედავად იმისა რომ საქართველო პატარა ქვეყანაა ჩვენ იძულებულნი ვართ ასეთი გლობალური მასშტაბებით ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ამ დანაშაულებებს აქვს გლობალური საფუძველი და ყუველივე ეს საფუძველს იღებს 1989 წელს კომუნიზმის დაცემიდან.
მოსკოვის მხრიდან საქართველოს მიმართ დანაშაულებათა ჩადენის მოტივაცია თავიდან ანუ საბჭოთა პერიოდში გახლდათ ის რომ მოსკოვი სსრ კავშირის შენარჩუნებას ცდილობდა და საქართველოს დამოუკიდებლობას ასეთი ხერხებით ებრძოდა. 1992 წლიდან რუსეთი უკვე ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას და ამდენად რუსეთ-საქართველოს პრობლემები უკვე მოგვარებადია. ეს აქამდე იმიტომ არ მოხერხდა, რომ საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოქცეული იყვნენ ამერიკის და თვით რუსეთის მიხრიდან მხარდაჭერილი საბჭოთა აგენტები ჯერ შევარდნაძე და მერე სააკაშვილი.
ამერიკის მოტივაცია ამ შემთხვევაში იყო რამდენიმე.
ა. 1989-91 წლებში ამერიკა მხარს უჭერდა სსრ კავშირის მთლიანობის შენარჩუნებას და გორბაჩოვ-შევარდნაძესთან სოლიდარობის მიზეზით ამერიკამ აწარმოა საქართველოს მიმართ მტრული პოლიტიკა. 1989 წელს ცივი ომი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლით მოიგო საქართველომ და არა ამერიკამ ან ნატოს ქვეყნებმა. რონალდ რეიგანი და ამერიკის საიდუმლო სამსახურების მაშინდელი ხელმძღვანელები კი აღიარებენ იმას რომ ცივი ომი მათ არ მოუგიათ, მაგრამ ჯორჯ ბუშ მამის ადმინისტრაციას პროპაგანდისტული მიზნებით ჰქონდათ იმისი ამბიცია რომ ეთქვათ ცივი ომი ჩვენ მოვიგეთო. ამით ისარგებლა კაგებემ და ამერიკას დემოკრატიის გმირებად საბჭოთა აგენტები შეაჩეჩა ხელში.
იმის ნაცვლად რომ თბილისის 1989 წლის 9 აპრილის მასაკრის სისხლიანი ჯალათი გორბაჩოვი გასამართლებულიყო, ჯირჯ ბუშის ადმინისტრაციამ იგი დემოკრატიის გმირად გამოაცხადა და ნობელის მშვიდობის პრემიის მიღებაშიც კი შეუწყო ხელი. ჯორჯ ბუშმა ასევე დენგსიოპინგს აპატია პეკინის 1989 წლის 4 ინვნისის მასაკრი. აი ასეთი მოტივები დევს მთელი ამ საქმის სათავეებში. აქ არ შეგვიძლია ისევ არ აღვნიშნოთ რომ ამ მომენტებმა გადამწყვეტი გავლენა იქონიეს 2008 წლის აგვისტოს ომზე.
საქართველო 1989 წლიდან აყენებს ნატოში ინტეგრაციის საკითხს, მაგრამ საქართველო არამცთუ დღემდე არ არის ნატოში მიღებული, არამედ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა გახდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამწვავების მიზეზი. დღემდე რუსეთის მიერაა ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი. საქართველო-რუსეთს შორის არსებული ყველა პრობლემა ადვილად მოგვარებადია, მაგრამ არა იმ პირობებში როცა ამერიკას საქართველოს ხელისუფლებაში მოჰყავს საბჭოთა აგენტები. რუსეთსა და დასავლეთს შორის ცივი ომი 23 წლის წინ დამთავრდა, მაგრამ საქართველოში ეს ომი დღემდე ცხელი ფორმით გრძელდება.
საბჭოთა აგენტმა ე. წ. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ აფხაზეთში გააღვივა ეთნიური კონფლიქტი, საქართველოს შეიყვანა დსთში და საქართველოსთვის მოწყვეტილ ორ სეპარატისტულ რეგიონში რუსეთს გაეროს მშვიდობისმყოფელთა მანდატი დაუმტკიცა. ეს მდგომარეობა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც შეუცვლელი იყო 2008 წლის აგვისტოშიც. ასე რომ საქართველო უკვე თავიდანვე დენთის კასრზე იჯდა.
ამერიკა კი ამბობს რომ იგი არ ცნობს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი არგუმენტი მაშინ როცა ამერიკას თვით საქართველოს ხელისუფლებაში საბჭოთა აგენტები მოჰყავს და ისინი საქართველოს სახელმწიფოებრიობას აყალბებენ. ამერიკა კი ამას საქართველოში დემოკრატიის ტრიუმფად აცხადებს. აქ ხაზი უნდა გავუსვა იმას რომ საქართველოს აქვს ამერიკაზე ბევრად უკეთესი 1921 წლის მუდმივი დემოკრატიული კონსტიტუცია. ასე რომ ამ მხრივათაც საქართველო ერთ-ერთი ისეთი გამონაკლისი ქვეყანაა, რომელსაც ამერიკა დემოკრატიას ვერ ასწავლის. საქართველო მისი კონსტიტუციით უნდა იყოს დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკა და საქართველოსთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ მართლსაწინააღმდეგოა.
ეს რა მანერა აქვს ამერიკას როცა თავისი მოკავშირე დემოკრატიული ქვეყნების არჩევნებში ერევა? ნუთუ ამერიკა ასევე თავხედურად ერევა კანადის ავსტრალიის ან დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებშიც?!
საქართველოში ხან თვითონ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იუნიორი ჩამოდიოდა და ქართულ ეროვნულ ცეკვებს ცეკვავდა ხან კი ბაიდენი თუ თქვენი სახელმწიფო მდივანი ქალბატონი ჰილარი კლინტონი გვასწავლიან დემოკრატიას. თანაც როგორც წესი მათ ურთიერთობა მხოლოდ საბჭოთა აგენტებთან აქვთ და ქართველი ერი ყოველთვის იგნორირებულია. ამერიკის ასეთი ემისარები ჩვეულებრივ მაგიდასთან მოისვავენ ხოლმე ერთის მხრიდა საქართველოს ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებას და მეორეს მხრიდან კი კაგებეს ყოფილი აგენტებით წარმოდგენილ ვითომდა დემოკრატიულ ოპოზიციას.
აქ მე თავს უფლებას ვაძლევ მოგიწოდოთ: გრცხვენოდეს შენ ზანგო! არა ჩვენ არა ვართ რასისტები და თქვენს რასას ხაზს იმიტომ ვუსვავ რომ ეს თქვენ ამერიკელები იყავით რასისტები და არა ქართველები. ჩვენი კონსტიტუცია დღესაც ბევრად უფრო დემოკრატიულია ვიდრე თქვენი და თქვენ არავითარი უფლება არა გაქვთ ჩვენ ასე გვასწავლოთ დემოკრატია! თქვენ როგორ უნდა დაამყაროთ დემოკრატია ერაყსა და ავღანეთში, როცა თქვენი სულელური რეცეპტებოთ დემოკრატია საქართველოში თითქმის მთლიანად მოსპეთ?!
რატომ მოგმართავთ ასეთი ტონით?
ასეთი ტონით იმიტომ მოგმართავთ რომ სწორედ ახლა 2012 წლის 1 აგვისტოს არჩევნებში აპირებთ ქართველი ერის მიმართ ყველაზე უფრო მძიმე დანაშაულების ჩადენას. ამას უკვე აღარავითარი მოტივაცია არა აქვს თქვენი მხრიდან და ამას სჩადიხართ მხოლოდ და მხოლოდ გულგრილი იგნორანტული და აროგანტული სისულელის მიზეზით! თანაც ამჯერად ეს უკვე გონიერების ყველა ზღვარს სცილდება.
ამერიკა უწყობდა ხელს ე. წ. ფერად რევოლუციებს რომელის ნიმუშიც საქართველოს ვარდების რევოლუცია იყო, რომლებსაც თითქოს დემოკრატია უნდა დაემყარებინა შუა აზიაში და უკრაინაშიც. რა თქმა უნდა ამან რუსეთი გააღიზიანა და ყველაზე მეტად გააღიზიანა სწორედ საქართველოს მისამართით. ეს ფერადი რევოლუციები აბსოლუტური კრახით დამთავრდა. შუა აზიურ სისხლის ზღვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინაში სამარცხვინოდ დაეცა ე. წ. ნარინჯის რევოლუციით მოსული იუშჩენკოს პროდასავლური ხელისუფლება და იქ პრორუსული რეჟიმი იქნა დამყარებული. აქ კაცმა შეიძლება თქვას კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანს და შეგვეშალაო, მაგრამ როგორ ბედავთ ამის გამოცხადებას დემოკრატიის გამარჯვებად!!! თქვენ რა მთლიანად დჰკარგეთ ნამუსი და ჭკუა თუ ორივე ერთად?
რა ხდება დღეს საქართველოში ამ თვალსაზრისით?
ვარდების რევოლუციით ხელისუფლებაში მოსულმა სააკაშვილმა ქვეყანაში ამაზრზენი დიქტატურა დაამყარა. ეს რეჟიმი ადამიანის უფლებების დარღვევის თუ პრესის თავისუფლების ჩახშობის თვალსაზრისით ჩრდილავს კუბის ან ირანის ანტიდემოკრატიულ რეჟიმებს და ეს დიქტატურა პირდაპირ არის გადაბმული შევარდნაძის დიქტატურაზე. ქვეყანამ დაჰკარგა ტერიტორიების 20%, დახვრეტილი იქნა უამრავი ხალხი. ქვეყნიდან იქნა განდევნილი ქართული მოსახლეობის თითქმის მესამედი ციხეებია სავსე და იმას რაც საქართველოს თავს დაატეხეს ამ ორმა ვითომდა პროდასავლურმა რეჟიმმა შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც გენოციდი. თქვენ კი ამას საქვეყნოდ დემოკრატიად და დემოკრატიის ზეიმად აცხადებდით.
მიუხედავად ზემოთქმულისა სააკაშვილის რეჟიმი უკვე აღარ წარმოადგენს მთავარ საფრთხეს. ამ რეჟიმმა უკვე მოსპო და გაანადგურა ყველაფერი რის მოსპობაც და განადგურებაც შეეძლო. სააკაშვილისადმი ამერიკის მხარდაჭერამ თავიდან ხალხში ამ რეჟიმს 97%-ანი რეიტინგი შეუქმა და ეს მოხდა მხოლოდ პრესის თავისუფლების 100%-იანი ჩახშობის პირობებში. საქართველოში სიტყვის თავისუფლება დღესაც 100%-ით არის ჩახშობილი, მაგრამ სააკაშვილის პარტიის რეიტინგი უკვე სადღაც 10%-ის ფარგლებშია დაცემული. სააკაშვილი და მისი პარტია სწორედ ამიტმ აღარ წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს საქართველოსთვის. პირიქით ახლა უკვე ამ რეჟიმის შესაძლო დამხობას უკავშირდება საქართველოს მთავარი ახალი საფრთხე.
ამაზრზენი იყო საქართველოში 1921 წლის შემდეგ მოქმედი ოთხივე რეჟიმი. ესენი იყვნენ კომუნისტების ხელისუფლება, პრეზიდენტ გამსახურდიას ხელისუფლება, შევარდნაძის ხელისუფლება და ასეთივეა სააკაშვილის ამჟამინდელი ხელისუფლება. მიუხედავად ამ ხელისუფლებათა სისაძაგლისა ქართველი სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი იყვნენ ამ რეჟიმების სამსახურში შესულიყვნენ. წინა სამი რეჟიმი რევოლუციური გზით დაემხო და ამ რეჟიმთა მომხრენი უკვე სამჯერ მასობრივად იქნენ განადგურებულნი. სააკაშვილის რეჟიმიც ამაზრზენია, მაგრამ სააკაშვილმა შექმნა საკმაოდ ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება. აქ ლაპარაკია ათასობით სახელმწიფო მოხელეზე ათი ათასობით პოლიციელზე და სამხედროებზე და ა. შ. რევოლუცია და ამ ხალხის დასჯა ერთის მხრივ ახი იქნებოდა, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენს გენოფონდს დიდ ზარალს მიაყენებდა ასეთი მეოთხე გამარგვლა. რევოლუციის და ასეთი რეპრესიების საფრთხე კი დღეს ძალიან რეალურია. ხალხი იმდენად არის ამ რეჟიმისგან გამწარებული რომ თუ ერთი აიწყვიტა სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს ლინჩის წესითაც გაუსწორდება.
აი სწორედ ასეთ დაძაბულ სიტუაციაში გამოჩნდა მეხუთე ანტიქართული პროვოკაციული პოლიტიკური ძალა ე. წ. ქართული ოცნება. სააკაშვილი ამათ რუსეთის აგენტებად მოიხსენიებს და მათ ნამდვილად აქვთ კიდეც რუსეთთან კავშირები, მაგრამ ამ მხრივ სიტუაცია ბევრად კიდევ უფრო უარესია. საქმე გვაქვს არა იმ აგენტურასთან რომელიც რუსეთმა შემოგზავნა, არამედ იმათთან რომლებიც საბჭოთა ეპოქიდან დარჩნენ და მხარდაჭერას ეძებენ როგორც რუსეთში ასევე დასავლეთში. ისინი ერთ დღეს რომ პუტინთან არიან მიმჯდარი მოლაპარაკების მაგიდასთან მეორე დრეს უკვე შეიძლება ჰილარი კლინტონთან უჩიოდნენ სააკაშვილს. ეს ხალხი თვით რუსეთის პირდაპირ ოფიციალურ აგენტებზე უფრო საშიშნი არიან.
პუტინის რუსეთი ანგელოზი არაა მაგრამ იგი არც საქართველოს ისეთი დაუძინებელი მტერია როგორიც ბოლშევიკური საბჭოთა იმპერია იყო. ესენი კი სწორედ ყოფილი საბჭოთა აგენტები და ამ აგენტთთა მეორე თაობას წარმოადგენენ. ასეთივე წარმოშობისა იყო შევარდნაძის მოქკავშირი და ნაცმოძრაობა და ამიტომ მიაყენეს მათ ქართველ ერს ასეთი უზარმაზარი ზარალი.
დღეს ეს მთავარი საშიშრობა საქართველოსთვის უკვე ნაცმოძრაობა კი არა ეს ქართული ოცნებაა. იმდენად რამდენადაც საქართველოში დღეს საპრეზიდენტო მმართველობაა და პარლამენტის ფუნქცია არსებითად ატრაფირებულია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისთავად ვერც რაიმე მნიშვნელოვან ცვლიბებს მოიტნს. ეს საპარლამენტო არჩევნები რა შედეგებითაც არ უნდა დამთავრდეს ხელისუფლებაში მაინც სააკაშვილი დარჩება. ბოლოს და ბოლოს თუ იგი საპარლამენტო არჩევნებს წააგებს, პრეზიდენტს პარლამენტის შეუძლია პარლამენტი გარეკოს. ოღონდ საქმეც ის არის რომ ეს ე. წ. ქართული ოცნება სააკაშვილის ხელისუფლებისადმი ძალიან ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ატყუებს რომ თითქოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებით იგი პრეზიდენტ სააკაშვილს გადააყენებს. თანაც ეს ისტერია ხდება პრესის თავისუფლების 100%-იანი ჩახშობის პირობებში და ამას ხელს უწყობს თვითონ სააკაშვილიც. ეს კი უკვე არ არის რაიმე კარგის მომასაწავებელი.
ძნელი სათქმელია საქარველოში შემოიჭრება თუ არა რუსეთი ისევ ტანკებით. ალბათ უფრო არა, მაგრამ ასეთ მარგინალურ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ არა მარტო რუსეთის არამედ ამერიკის პროვოცირებაც. ე. წ. ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკაშიც მილიონობით დოლარი დახარჯა ლობისტებზე. არა მარტო რუსეთი არამედ ამერიკაც დღეს ისევ მანიპულირებულია. დასავლეთიდან ჩვენ ხშირად გვესმის მოწოდებები თურმე სააკაშვილის რეჟიმი იმიტომ არის არადემოკრატიული რომ საწყალი ბიძინა ივანიშვილის დემოკრატიულ უფლებებს არღვევს. სინამდვილეში სააკაშვილი და ივანიშვილი ერთად იმდენად არღვევენ ქართველი ხალხის დემოკრატიულ უფლებებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მინიმალურ თავისუფალი საარჩევნო სივრცესაც კი არ ტოვებენ. ამის უკან კი დგას არა მარტო პუტინი არამედ დგას თქვენი ადმინისტრაციაც.
რა უნდა ქნათ და რას მოვითხოვთ უშუალოდ თქვენგან?
1. უპირველეს ყოვლისა უნდა გაითვალისწინოთ ის რომ მაშინ როცა შევარდნაძის რეჟიმის ან სააკაშვილის რეჟიმის დროს ლაპარაკი იყო საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე და ამერიკა კი საქართველოს მაპებით ელაპარაკებოდა, იმისათვის რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესისთვის ხელი არ შეგვეშალა ჩვენ იძულებულნი ვიყავით პირში წყალი ჩაგვეგუბებინა და ნაკლებად გვეყვირა იმაზე თუ რამდენად არადემოკრატიული რეჟიმები იყო შექმნილი საქართველოში. დღეს უკვე ამისი მოთმენა შეუძლებელია და ამიტომ ავყვირდით ასეთი საგანგაშო ტონით.
2. ეს პროცესები ისე შორს არის წასული, რომ რაც უფრო ნაკლებად ჩაერევით საქართველოს საქმეებში მით უკეთესი იქნება. გთხოვთ თავი ანებოთ სააკაშვილის დემოკრატიის გმირად წარმოჩენას რამე თუ იგი ამაზრზენი დიქტატორია და განსაკუთრებით თავი შეიკავოთ საკაშვილის ისეთი ოპოზიციის ქომაგობაზე როგორიც ქართული ოცნებაა.
3. გაცნობებთ რომ 2009 წლის 12 აპრილს ჩვენ პრაღაში გამოვაცხადეთ საქართველოს ემიგრაციული მთავრობა. დღეს ეს ემიგრაციული მთავრობაა საქართველოს ერთადერთი კანონიერი ხელისუფლება და გაითვალისწინეთ ის რომ სააკაშვილის ანტიკონსტიტუციური რეჟიმი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ლეგიტიმური.
4. საქართველოში შექმნილია ნეობოლშევიკური დიქტატურა, რომელიც მოერგო როგორც ამერიკის გულუბრყვილობას ასევე გლობალიზაციის პროცესებს და ეს რეჟიმი აგრძელებს დემოკრატიის წარმოუდგენლად ჩახშობას 30-იანი წლების ტრადიციებით. ბოლშევიკებს 30 იან წლებში ასი ათასობით კაცი გამოჰყავდათ საპირველმაისო დემონსტრაციებზე რათა ამით შეექმნად ქვეყანაში თავისუფლების იმიტაცია. ამავე დროს ისინი მსოფლიოს უჩუმრად არნახული მასშტაბებით აღშობდნენ თავისუფლებას და საზარელ რეპრესიებს ანხორციელებდნენ. საქართველოში ასეთი რეპრესიები დღემდე არნახულ მასშტაბებში გრძელდება.
5. სააკაშვილის რეჟიმმა და მისმა ვითომდა დემოკრატიულმა ოპოზიციამ იმდენი მოახერხეს რომ საქართველოს ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარე პრაღაში უკანონო საშინაო პატიმრობაში მოაქციეს და ამაზე აბსოლუტურად არ რეაგირებს ჩეხეთის ხელისუფლება. გთხოვთ ამასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვოთ არა მარტო მიხეილ სააკაშვილს არამედ ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუზს და რაც მთავარია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ შვარცენბერგს. ამ უკანასკნელზე ჩეხეთის პოლიციაშია შეტანილი საჩივარი და პოლიცია არ რეაგირებს. საქმე ეხება პირადად მსოფლიო ჰელსინკის კავშირის ყოფილი თავმჯდომარის მიერ და პოლიტიკური მკვლელობისთვის ხელის დაფარებას საშინელ წამებას და გასიდუმლებულ უკანონო საშინაო პოლიტიკურ პატიმრობას.
6. საქართველოში დღეს 200-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, მაგრამ ყველა ეს პარტიები თავიდანვე კაგებეს მიერ იქნენ ინფილტრირებულნი და არცერთი მათგანი ბოლომდე სანდო არ არის. საქართველოში ერთადერთი დემოკრატიული ეროვნული პოლიტიკური პარტიაა NRM ახალი რესპუბლიკურო მოძრაობა. ეს პარტიის რეტინგი საქართველოში მედის აბსოლუტური მონოპოლიზირების პირობებშიც პირველ ან მეორე ადგილზეა. ოღონდ ეს პარტია იმდენად არის შეზღუდული რომ იძულებულია დღემდე იატაკქვეშეთში დარჩეს. დღემდე არ ხერხდება NRM-ის რეგისტრაციაში გატარება და მას არ აძლევენ 2012 წლის საპრლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.
ყველაფერი ისე კეთდება თითქოს თვითონ NRM ვერ ახერხებს თავისი ორგანიზაციული პრობლემების მოგვარებას. ამ დროს NRM-ზე პროვოკაციულ დარტყმებს ანხორციელებს არა ნაცმოძრაობა არამედ სწორედ ვითომდა ოპოზიციური ქართული ოცნება. ამ თვის დასაწყისში უნდა ჩატარებულიყო NRM-ის დამფუძნებელი კრება მაგრამ ქართული ოცნების აგენტებმა ეს კრებაც ჩაშალეს.
ამ მიზეზის გამო ძალიან საეჭვო ხდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში NRM-ის მონაწილება. ამიტომ თუ NRM-ს კვლავაც არ მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება, მოვითხოვთ რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ცნოთ გაყალბებულად და უკანონოდ.
7. თქვენთვის უდავოდ ცნობილი იქნება ის ფაქტი რომ სააკაშვილის რეჟიმმა ამასწინათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს სასტიკად დაარბია დემონსტრაცია და რამდენიმე კაცი პირდაპირ დახვრიტა. ოღონდ პრობლემა მარტო ამით არ ამოიწურებოდა. სააკაშვილი თავს იმართლებდა იმით, რომ ეს იყო რუსეთის აგენტების მიერ მოწყობილი პროვოკაციული დემონსტრაცია. როგორც ჩანს ეს მართლაც სიმართლეს შეესაბამეოდა. როცა ამგვარი ოპოზიცია ამდენს უბედავს სისხლიან დიქტატორს წარმოიდგინეთ იგი რას აღარ იკადრებს ისეთი დემოკრატიულ პოლიტიკური ძალის მიმართ როგორიც არის NRM. NRM-მი მიყვანილია იმ მდგომარეობამდე რომ მას პროვოკატორებმს არაფერი აღარ შეარჩინეს. ამიტომ NRM ამ პროვოკაციებს მხოლოდ მიყენებული ზარალის კომპენსაციის მოთხოვნით იფარგლებოდა. ამა წლის 1 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილისთვის წაყენებული ჯარიმის ოდენობამ უკვე 50 მილიონი დოლარი შეადგინა. გთხოვთ მას მოსთხოვოთ რომ ეს ჯარიმა დაუყოვნებლივ გადაგვიხადოს. ამ ჯარიმის გადახდა ასევე შეუძლია სააკაშვილის ან ჩეხეთის ხელისუფლებას ან არა და თქვენს ადმინისტრაციას.
ამ თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი გადახდის გარეშე აბსოლუტურად უსახსროდ დარჩენილი NRM 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვეღარ შესძლებს და ამაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა თქვენს ადმინისტრაციასაც ეკისრება.
This post has been edited by mtavrishvili on 4 Aug 2012, 18:52
მიმაგრებული სურათი