გაავრცელეთ ჩვენი გაზეთის ელექტრონული ვერსია!
ამისი ერთ-ერთი გზაა თქვენთვის ხელმისაწვდომ მაილებზე გაგზავნოთ ქვემოთ ციტირებული ტექატი
უკეთესი იქნება თუ მისამართზე vazsa@seznam.cz გამოგზავნით თქვენს საკონტაქტო მაილს და ჩვენ გამოგიგიგზავნით გასავრცელებელ pdf ფაილებს
------------------------------------------------------------------------------------------------
გაზეთ თავისუფლების ბოლო ნომრები შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:
რით წაადგები სამშობლოს (ნაწ. II)რით წაადგები სამშობლოს (ნაწ. II)რით წაადგები სამშობლოს (ნაწ. II)რით წაადგები საქართველოს?რით წაადგები საქართველოს?რით წაადგები საქართველოს?------------------------------------------------------------------------------------------
* * *
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან NRM-ხელოცნურად გათიშვისა და ამ არჩევნების წინასწარი გაყალბებასთან დაკავშირებიღ ჩვენ უკვე ყველა ის ქვეყანა უნდა გავაფრთხილოთ რომლებმაც შეიძლება სააკაშვილ-ივანიშვილს 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება“ გაუპრავონ“
ქვემოთ მოყვანილი გამაფრთხილებელი ნოტის ტექსტი მხოლოდ ფორუმის უზერთა ტვინის მოსაფხანად და სააზროვნოდ დაიწერა მაგრამ ყველა ამ ქვეყნების მიმართ მართლა გავგზავნით მოკლე პროფესიონალურ საპროტესტო ნოტებს.
---------------------------------------------------------------------------------------------------
საქართველოს ემიგრაციული მთავრობის გამაფრთხილებელი ნოტა მსოფლიოს 168 სახელმწიფოთა მთავრობებს და მათ დიპლომატიურ მისებს.
როგორც მოგეხსენებათ, თქვენი ქვეყანა იმ 168 ქვენების სიაშია, რომელსაც თითქოს დიპლმატიური ურთიერთობები აქვთ დამარებული საქართველოსთან. სამწუხაროდ როგორც მინიმუმი აქ ადგილი აქვს ერთდვარ გაუგებრობას, რასაც შეიძლება მნიშვნელოვანი გართულებები მოჰვეს. თქვენ უნდა იცოდეთ თუ როგორ ქვეყანასთან გაქვთ დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობა, რამდენად მართებულია ეს ურთიერთობა და როგორ რისკებს შეიცავს იგი.
საქართველო პატარა და ძალიან სტუმართმოყვარე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ქვეანაა. უთუოდ გაგებული გექნებათ არგონავტების შესახებ, რაც იმისი მტკიცებაა რომ ტროას ომების დროს ანუ 3 200 წლის წინ ბერძნებმა კოლხეთში (დასავლეთ საქართველოს სამეფოში) იმოგზაურეს. ქართული დიპლომატია იმ დროს უკვე როგორც მინიმუმ 700 წელს მოითვლიდა რამე თუ ისტორიის მამად წოდებული ჰეროდუტეს ცნობით 3900 წლის წინ ბერძნებზე 700 წლით უფრო ადრე საქართველოს პირადად ესტუმრა ეგვიპტის ფარაონუ სეოსტრისი.
1920 წელს ერთა ლიგაში საქართველოს მიღებას წინ აღუდგნენ დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის წარმომადგენლები და ამის გამო მათთან კამათში ერთა ლიგაში ნორვეგიის წარმომადგენელმა ნანსენმა ხაზი გაუსვა იმას რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა შეტანილი კაცობრიობის ცივილიზაციის შექმნაში. საქართველო არის ღვინის სამშობლო. ბერძნებმა მეტალურგია კერძოდ ფოლადის გამოდნობა ხალიბთა ქართული ტომისგან ისწავლეს და ფოლადს ხალიბუსს უწოდებდნენ. სიტყვა მედიცინაც მოდის არა ჰიპოკრატედან არამედ ქართველი პრინცესას მედეასგან. საქართველო იყო კავკასიი ლიდერი ქვეყანა. კავკასიის კლდეებზე იქნა მიჯაჭვული პრომეთეუსი და სწორედ კავკასიაში ის არარატის მთაც რომელსაც ბიბლიის მიხედვით ნოეს კიდობანი მიადგა.
საქართველოსთან დაკავშირებით უამრავი საინტერესო ამბავის თქმა შეიძლება მაგრამ ამ მხრივ ყველაზე მთავარია ის, რომ პატარა მაგრამ ისტორიულად ასე მნიშვნელოვან საქართველოს თავისი მრავალათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში სულ თავისი დამოუკიდებლობისათვის უხდებოდა ბრძოლა და ალმათ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ერზე უფრო მეტი ომი აქვს გადატანილი. ოღონდ საქართველო თავისუფლებისათვის მებრძოლი განსაკუთრებით მშვიდობისმოყვარე ქვეანაა და ხაზგასმით მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვით ომებს აწარმოებდა. ქართველთა ერთ-ერთი დევიზია სამშობლოს არვის წავართმევ და ნურც ნურვინ შემეცილებაო.
ქართველები ისტორიის დასაბამიდან მოიხსენებიან საუკეთესო მეომრებად. კაცობრიობის ისტორია კი მოგეხსენებათ ომების ისტორიაა და ქართველი მეომრების მიმართ ბევრმა დიდმა უცხო სახელმწიფომ გამოიჩინა ინტერესი. საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა ქართველი მეომრების და სარდლების იმპორტი უცხო ქვეყნებში. ახლაც ამერიკის ავღანეთის მისიაში საქართველოს ანორმალურად დიდი სამხედრო კონტიგენტი ჰყავს გაგზავნილი. ამ მხრივ განსაკუთრებულია არა მარტო ის რომ პატარა საქართველოს სამხედრო მისია რიცხობრივად აღემატება გერმანიის, საფრანგეთის ესპანეთის და იტალიის მისიებს, არამედ ისიც, რომ სამწუხაროდ ქართველებს ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ავღანეთში ომი ადრეც გვიხდებოდა.
მე-13 საუკუნეში საქართელომ დამოუკიდებლობა კი შეინარჩუნა, მაგრამ ჩინგიზხანის მონღოლთა იმპერიის ხელქვეითი გახდა და ჩვენ მეფეს დიმიტრი თავდადებულს მოუხდა მონღოლთა სასარგებლოდ ავღანეთის დაპყრობა. მე-17 საუკუნეში ისევ ქართველმა სარდალმა გიორგი სააკაძემ დაიპყრო ავღანეთი ირანის შახის შახაბაზის სასარგებლოდ. ამგვარად ქართველებს ბევრჯერ მოგვიხდა სხვის ომებში მონაწილეობა. ეგვიპტის მამლუქთა არმია ქართველებით იყო სავსე.
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიამ საქართველო კი არა ბელგია დაიპყრო. მიუხედავად ამისა ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ომში დაიღუპა მხოლოდ 12 ათასი ბელგიელი მეომარი და 300 ათასი ქართველი მეომარი. ე. ი. ქართველ მეომართა მსხვერპლი ამ ომში ბელგიელთა მსხვერპლს 30-ჯერ აღემატებოდა მაშინ როცა საქართველო მოსახლეობა ბელგიის მოსახლეობაზე ორჯერ უფრო მცირე იყო.
ამერიკა-ერაყის გულფის პირველ ომშიც ამერიკის გენერრალური შტაბების ქართველი გენერალი ჯონი შალიკაშვილი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ჩვენ არ ვლაპარაკობთ ასეთი უმნიშვნელო მასშტაბის ქართველ მეომრებზე და სარდლებზე. ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ქართველ სარდლებზე რომლებმაც ისეთი პატარა ქვეყნის მასშტაბებისთვის როგორიც საქართველოა მსოფლიო ისტორიაში გდამწვეტი როლი ითამაშეს. ძნელი დასაჯერებელია ეს მაგრამ ფაქტია რომ ახალ ისტორიაშიც ესროპის ორი ყველაზე დიდი დამპყრობელი ნაპოლეონი და ჰიტლერიც ისევ ქართველმა სარდლებმა დაამარცხეს. გენერალი სიმუსი იოსებ სტალინი ანუ იოსებ ჯუღაშვილი ქართველი იყო და მის მიერ ჰიტლერის დამარცხება ისტორიისთვის უდავოა.
რაც შეეხება ნაპოლეონს, როგორც ცნობილია ამბობდნენ რომ ველინგტონის ჩათვლით ბრძოლის ველზე ნაპოლეონის დამმარცხებელი გენერალი მაშინდელ მსოფლიოში არ არსებობდაო. ერთადერთი გენერალი რომელსაც ნაპოლეინი მოწინააღმდეგეთა შორის პატივს სცემდა იყო პეტრე ბაგრატიონი. ნაპოლეონი და ბაგრატიონი ერთმანეთის წინააღმდეგ პირისპირ სამ ბრძოლაში ადგნენ. ნაპოლეონის ბედად ბაგრატიონი სარდლობდა არა მოწინააღმდეგის მთელ ჯარს არამედ მხოლოდ მის ნაწილს. ნაპოლეონმა ამიტომ სამივე ეს ბრძოლა ბრწყინვალედ მოუგო მოწინააღმდეგეს, მაგრამ ამავე დროს ნაპოლეონის არმიამ კატასტროფული დამარცხებები განიცადა ბრძოლის იმ ფლანგებზე სადაც ბრძოლას გენერალ პეტრე ბაგრატიონი სარდლობდა.
სტალინსაც და ბაგრატიონსაც ისტორია ხშირად შეცდმით რუსებად მოიხსენიება. ორივენი ქართველები იყვნენ და მხოლოდ საქართველოს ბედის უკუღმართობით აღმოჩნდნენ რუსთა შორის. საქმე ის არის, რომ რუსეთ-საქართველოს შორის 1783 წელს დაიდო გიორგევსკის ტრაქტატი, რაც რუსეთმა 1801 წელს ვერაგულად დაარღვია და აქედან დაიწყო საქართველო- რუსეთის ძალიან რთული და დღემდე გაურკვეველი ურთიერთობები. რაც შეეხება კერძოდ პეტრე ბაგრატიონს იგი რუსი გენერალი კი არა რუსების მიერ მძევლად წაყვანილი ქართველი პრინცი იყო. აქვე უნდა შეგახსენოთ რომ ბაგრატიონების ქართველთა სამეფო დინასტია ათასი წლის განმავლობაში მეფობდა, მაშინ როცა ევროპის არცერთი სხვა ქვეყნის სამეფო დინასტიას 500 წელიც არ უმეფნია.
დააკვირდით იმ 168 ქვეყნების სიას რომლებთანაც თქვენის ჩათვლით თითქოს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ დამყარებული. ამ სიაში არ არიან არც ნაურუ და არც რუსეთი. ამისი მიზეზი გახლავთ ის რომ ორივე ამ ქვეყანასთან საქართველო ისეთ გაურკვეველ ურთიერთობაში რომ ამას თუ არა ომის მდგომარებას სხვანაირად ვერ შევაფასებთ.
როგორც მოგეხსენებათ ჩვენს პლანეტაზე მსოფლიო წესრიგი სხვა და სხვა დიდი ისტორიული მოვლენებით იცვლება. მსოფლიო წესრიგი ორჯერ შეიცვალა პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ და მესამედ კი 1989 წელს კომუნიზმის დაცემით ანუ ცივი ომის დამთავრების შემდეგ. არსებითად 1989 წლის შემდეგ ვცხოვრობთ ჩვენ ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში, რომელიც გლობალიზაციის სახელით არის ცნობილი და ეს ახალი მსოფლიო წესრიგი ბევრი ნიშნით არის აბსურდული. ესეც გამოიწვია რუსეთ საქართველოს ანორმალურმა ურთიერთობამ და პლუს ამას ამერიკის სიბრიყვემ.
საქმე ის არის რომ მეთვრამეტე საუკუნეში საქართველოს ორი მხრიდან უტევდნენ ირანის და თურქეთის იმპერიები ამასთან ერთად ისინი ერთმანეთსაც ებრძოდნენ. საქართველოს ორივე ამ იმპერიასთან უამრავი ომის გადატანა მოუხდა. მარტო საქართველოს მეფე ერეკლე მეორე ბაგრატიონმა აწარმოა 80-ზე მეტი ბრძოლა და ამათგან მხოლოდ ორი წააგო. ბოლო კრწანისის ომში ერეკლე მეორე ბაგრატიონი 1795 წელს ირანთან ომში დამარცხდა იმის გამო რომ რუსეთმა 1783 წლის ტრაქტატი დაარღვია და საქართველოს უღალატა. ირანის შახმა მაშინ საქართველოს დედაქალაქი თბილისი გადასწვა მაგრამ საქართველო ვერ დაიპყრო. ამით ისარგებლა რუსეთმა რომელიც საქართველოს მფარველობას ჰპირდებოდა და საქართველოს ოკუპაცია მოახსინა.
ამის გამო 1801 წლოდან 1918 წლამდე 117 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო უკვე აღარ არსებობდა. საქართველომ მხოლოდ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტით აღიდგინა დამოუკიდებლობა და 1921 წლის 21 თებერვალს იქნა მიღებული საქართველოს მუდმივი ეროვნული კონსტიტუცია. ამასობაში რუსეთის იმპერიაც დამხობილი იყო და რუსეთის ხელისუფლებაში კომუნისტები მოვიდნენ.
1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო, მაგრამ რუსეთმა ეს ხელეკრულებაც დაარღვია და 1921 წლის 25 თებერვალს საქართველო სამხედრო აგრესიის გზით დაიპყრო. სსრ კავშირს (რუსეთს) 70 წლის განბავლობაში მსოფლიოს ზოგი ქვეყანა მშვიდობის მტრედად და მსოფლიოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ქომაგად განიხილავდა ზოი კი პირიქით ბოროტების იმპერიად და ოკუპანტად.
სინამდვილეში ერთადერთი ქვეყანა რომელიც რუსეთმა საერთაშორისო სამართლის დარღვევით დაიპყრო და ვის მიმართადაც იგი მართლა ოკუპატად შეიძლება განიხილოს გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ საქართველო და არა უნგრეთი ან ჩეხოსლოვაკია. რუსეთის ჯარები 40 წლის განმავლობაში მართლა იდგნენ ბერლინში, პრაღაში, ბუდაპეშტში თუ სოფიაში და უფრო ცოტა ხნით ვენაშიც, მაგრამ ეს იყო სამართლიანი ოკუპაცია. 1941 წელს ფაშისტური გერმანია თვითონ დაესხა თავს რუსეთს. ავსტრია, უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთი როგორც გერმანიის მოკავშირეები თვითონ იყვნენ რუსეთის მიმართ აგრესორები. ჩეხოსლოვაკიაც ამ დროს გერმანიის ერთგვარი მოკავშირე იყო. ასე რომ რუსეთის მხრიდამ ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ოკუპაციები უმეტეს შემთხვევაში სამართლიანი აქტი იყო.
მაგალითად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბერძნეთმა როგორც აგრესორებს რეპარაციები მოსთხოვა არა მარტო გერმანიას და იტალიას არამედ ბულგარეთსაც. ბულგარეთმა მაშინ თავს იმით უშველა, რომ ვარშავის ბლოკში შევიდა და ამით თავი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნების ბანაკში ამოჰყო. ასე რომ ბულგარეთს მათ მსგავს ქვეყნებს არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ რუსეთისთვის ოკუპანტები და დამპყრობლები დაეძახეთ. ერთადერთი ქვეყანა რომელსაც ამისი საფუძველი გახლდათ იყო საქართველო და ასევე მხოლოდ და მხოლოდ საქართველო ებრძოდა მოსკოვს თავისი თავსისუფლებისათვის.
1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველო რუსეთთან ომში დამარცხდა იმიტომ რომ იმ დროს საქართველოს მთელი მოსახლეობა მხოლოდ 2,6 მილიონ კაცს შეადგენდა და რუსეთს კი ამ დროს 5 მილიონიანი წითელი არმია ჰყავდა მობილიზირებული. ამავე მიზეზით მარცხით დამთავრდა საქართველოს 1922-24 წლის აჯანყებები. საქართველოში 1956 წლის 9 მარტსაც მოხდა რაღაცა უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის და ჩეხოსლოვაკის 1968 წლის ვითომდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი რევოლუციის მსგავსი, მაგრამ სინამდვილეში ამ სამი რევოლუციდან თბილისსა ბუდაპეშტსა და პრაღაში არაფერი საერთო არ ჰქონდა თავისუფლებისათვის სამართლიან ბრძოლასთან.
1989 წელს კომუნიზმის კოლაფსს ანუ ცივ ომში მოსკოვის დამარცხებას კი საფუძვლად დაედო ისევ და ისევ საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლა. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს მხრიდან ეს იყი უკვე არაძალისმიერი მშვიდობიანი ბრძოლა 1989 წლის 9 აპრილს არა ამერიკამ, პოლონეთმა ჩეხოსლოვაკიამ ან ვატიკანმა არამედ საქართველომ დაამარცხა მოსკოვი. აი სწორედ აქ მოხდა ყველაზე დიდი ღალატი და ბოროტება. ამერიკამ და ნატოს ქვეყნებმა რომლებმაც 40 წლიანი ცივი ომით ძვრაც ვერ უყვეს კომუნისტურ რუსეთს, სრულიად უსაფუძვლოდ მიიწერეს ცივი ომის მოგება და კომუნისტ მიხეილ გორბაჩოვს ნობელის მშვიდობის პრემიაც კი მიაწებეს.
მაშინ ამერიკამ თავი მსოფლიოში ერთადერთ სუპერსახელმწიფოდ წარმოიდგინა და მანამდე ბიპოლარული მსოფლიოც მონოპოლარულად გამოაცხადა. შემდეგ ამერიკა თანდათან მიხვდა რომ იგი მთელ მსოფლიოს ვერ აკონტროლებდა და ეს მსოფლიო მრავალპოლარულად გამოაცხადა. ამან საერთოდ არია დღევანდელი გლობალიზაციური მსოფლიო წესრიგი და ზოგ შემთხვევაში კაცმა აღარ იცის რომელი სახელმწიფო რაზე აწერს ხელს. მაგალითად ნაურუმ, რომელიც მსოფლიო დათბობის გამო სადღაც წყნარ ოკიანეში იძირება. ამით შეშინებულმა ბრმად ისეთ უპასუხისმგებლო სამართლებრივ დოკუმენტებს მოაწერა ხელი რომ საქართველოსთან ომის მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოხდეს ისე რომ საქართველოს არმიამ შეძლება წყნარი ოკეანის ამ პატარა სახელმწიფოს შეუტიოს და მიწასთან გაასწოროს. ჩვენ ქართველებს ამისი სრული სამართლებრივი მიზეზი მოგვცა ნაურუს მთავრობამ.
გავრცელებულია აზრი რომ თითქოს გლობალიზაციის ეპოქაში სახელმწიფოთა დამოუკიდებლობა უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი და თითქოს დღეს მსოფლიოს აღარც ერთი სახელმწიფო აღარ არის დამოუკიდებელი. ვისაც როგორ უნდა ისე შეიძლება იფიქროს, მაგრამ საქართველო სულ ცოტა 4 ათასი წელია სამკვდრო სასიცოცხ;ლო ბრძოლას აწარმოებს თავისი სახელმწიფო დამოუკიდებლობისათვის. საქართველო მისი დამოუკიდებლობის ხელყოფისთვის და მის საშინაო საქმეებში ბოროტად ჩარევისთვის ნებისმიერ დიდ თუ პატარა სახელწიოს არამარტო სასტიკად მოსთხოვს პასუხს, არამედ ამისთვის გამოიყენებს ყველა იმ საშუალებას რაც კი კაცობრიობას აქმდე მოუგონია.
ამას ასე ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავთ, რომ საქართველოში დღეს ხელისუფლების სათავეშია მოქცეული სრულიად გაურკვეველი წარმოშობის ვითომდა პროამერიკული ორიენტაციის მისეილ სააკაშვილის ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება და ეს იკანონო ხელისუფლება ამა წლის 1 ოქტომბერს ვითომდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ატარებს. იმდენად რამდენადაც საქართველოში დღეს საპრეზიდენტო მმართველობაა და პარლამენტის ფუნქციაც ატრაფირებული თითქოს და არც არაფერი მნიშვნოლოვანი არ ხდება. ოღონდ საქმე ის არის რომ დღეს მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოს ცუდ მანერად ექცა სხვა სახელმწიფოებში არჩევნების დროს თავიანთი საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნა და გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმირება. საქართველო აი ამას აქ შექმნილი ურთულესი სამართლებრივი სიტუაციის გამო უკვე სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის ტოლფას დანაშაულად მიიჩნევს.
საქმე ის არის რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს უკანონო ხელისუფლებაში უცხო სახელმწიფოებმა მოიყვანეს, ამერიკას კი ეყო სიბრიყვე ეს დიქტატორი მსოფლიო დემოკრატიის შუქურად გამოეცხადებინა. ამ დროს საქართველოში შექმნილი მსოფლიოში ყველაზე უფრო სასტიკი ანტიდემოკრატიული სიტუაცია და ე. წ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიც უკვე წინასწარ 100%-თ არის გაყალბებული. დემოკრატიის ასეთი გაყალბება და სააკაშვილის დიქტატურაც ასე თუ ისე მაინც საქართველოს საშინაო საქმეა და ამაში ბრმად ცხვირის ბოროტი ჩაყოფის უფლება არავის არა აქვს. უკვე რამდენჯერმე მოხდა ოპოზიციის (ეს ოპოზიციაც ყალბი იყო) შეხვედრა ამერიკის უმაღლეს წარმომადგენლებთან და ჩივილი იმასთან დაკავშირებით რომ სააკაშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია. ამერიკელები კი უტიფრად ამტკიცებდნენ რომ თითქოს სააკაშვილი ლეგიტიმურია და თანაც არგუმენტად იმას იშველებდნენ რომ ეს თითქოს მსოფლიოს ყველა ქვეყნის აზრია.
აქ ისევ და ისევ ვუსვამთ ხაზს იმას რომ სააკაშვილი ცუდი თუ კარგი პრეზიდენტია ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საშინაო საქმე, ოღონდ რაც შეება საქართველოს უკანონო პარლამენტის არჩევნების დასადასტურებლად ჟურნალისტებისა თუ საერთაშორისო დამკვირვებლების გამოგზავნას, ჩვენ უკვესაქართველოს დამოუკიდებლობის საწინაღმდეგო მტრულ აქტად ჩავთვლით და ასეთი ქვეყნების მიმართ ძალიან მოულოდნელ საპასუხო ზომებსაც მივიღებთ.
თუ თქვენ ამასთან დაკავშირებით გჭირდებათ კიდევ რაიმე დამატებით კონკრეტული ინფორმაცია შეგიძლიათ ამის თაობაზე შეკითხვით მოგმართოთ და ამომწურავ პასუხს მიიღებთ.
ჯერ-ჯერობით კი ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს ვაცხადებთ საქართველოს პოტენციურ აგრესორებათ და მათ ამ ნოტით ვაძლევთ გაფრთხილებას.
როდესაც ჩვენ საქართველოს ოკუპაციაზე ვლაპარაკობდით ყოველთვის მარტო რუსეთი გვქონდა მხედველობაში, მაგრამ ამჯერად სწორედ რუსეთი არ არის საქართველოსადმი მტრული განზრახვის მქონე 168 სახელმწიფოს ქვემოთ მოყვანილ სიაში.
1. ავსტრალიის თანამეგობრობა
2. ავსტრიის რესპუბლიკა
3. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა
4. აზერბაიჯანის რესპუბლიკა
5. ალბანეთის რესპუბლიკა
6. ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა
7. ანგოლის რესპუბლიკა
8. ანდორის სამთავრო
9. ანტიგუა და ბარბუდა
10. არაბთა გაერთიანებული საამიროები
11. არგენტინის რესპუბლიკა
12. ახალი ზელანდია
13. ამერიკის შეერთებული შტატები
14. ბანგლადეშის რესპუბლიკა
15. ბაჰამის თანამეგობრობა
16. ბაჰრეინის სამეფო
17. ბელგიის სამეფო
18. ბელორუსის რესპუბლიკა
19. ბოლივიის მრავალეროვანი რესპუბლიკა
20. ბოსნია და ჰერცეგოვინა
21. ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა
22. ბულგარეთის რესპუბლიკა
23. ბურუნდის რესპუბლიკა
24. ბოტსვანას რესპუბლიკა
25. ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფო
26. გაბონის რესპუბლიკა
27. გამბიის რესპუბლიკა
28. განას რესპუბლიკა
29. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
30. გვატემალას რესპუბლიკა
31. გვინეა-ბისაუს რესპუბლიკა
32. გვინეის რესპუბლიკა
33. გრენადა
34. დანიის სამეფო
35. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
36. დომინიკის რესპუბლიკა
37. დომინიკის თანამეგობრობა
38. ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა
39. ეთიოპია
40. ეკვადორის რესპუბლიკა
41. ელ-სალვადორის რესპუბლიკა
42. ერაყის რესპუბლიკა
43. ერიტრეის სახელმწიფო
44. ესპანეთის სამეფო
45. ესტონეთის რესპუბლიკა
46. ეკვატორული გვინეის რესპუბლიკა
47. ვატიკანი (წმინდა საყდარი)
48. ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა
49. ზამბიის რესპუბლიკა
50. ზიმბაბვეს რესპუბლიკა
51. თურქეთის რესპუბლიკა
52. თურქმენეთი
53. იამაიკა
54. იაპონია
55. იემენის რესპუბლიკა
56. ინდოეთის რესპუბლიკა
57. ინდონეზიის რესპუბლიკა
58. იორდანიის ჰაშიმიტთა სამეფო
59. ირანის ისლამური რესპუბლიკა
60. ირლანდია
61. ისლანდიის რესპუბლიკა
62. ისრაელის სახელმწიფო
63. იტალიის რესპუბლიკა
64. კაბო ვერდეს რესპუბლიკა
65. კამბოჯის სამეფო
66. კანადა
67. კატარის სახელმწიფო
68. კენიის რესპუბლიკა
69. კვიპროსის რესპუბლიკა
70. კოლუმბიის რესპუბლიკა
71. კომორის გაერთიანება
72. კონგოს რესპუბლიკა
73. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
74. კორეის რესპუბლიკა
75. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა
76. რიკის რესპუბლიკა
77. კოტ-დივუარის რესპუბლიკა
78. კუბის რესპუბლიკა
79. ლაოსის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა
80. ლატვიის რესპუბლიკა
81. ლიბანის რესპუბლიკა
82. ლიბერიის რესპუბლიკა
83. ლიბიის დიდი სახალხო სოციალისტური არაბული ჯამაჰირია
84. ლიტვის რესპუბლიკა
85. ლიხშტენშტეინის სამთავრო
86. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
87. მადაგასკარის რესპუბლიკა
88. მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა
89. მავრიტიუსის რესპუბლიკა
90. მალავის რესპუბლიკა
91. მალაიზია
92. მალდივის რესპუბლიკა
93. მალტის რესპუბლიკა
94. მალტის რაინდთა სუვერენული ორდენი
95. მაროკოს სამეფო
96. მარშალის კუნძულების რესპუბლიკა
97. მექსიკის შეერთებული შტატები
98. მიანმარის კავშირი
99. მიკრონეზიის ფედერალური შტატები
100. მოზამბიკის რესპუბლიკა
101. მოლდოვის რესპუბლიკა
102. მონაკოს სამთავრო
103. მონტენეგროს რესპუბლიკა
104. მონღოლეთი
105. ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა
106. ნიდერლანდების სამეფო
107. ნორვეგიის სამეფო
108. ომანის სასულთანო
109. პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა
110. პალაუს რესპუბლიკა
111. პანამის რესპუბლიკა
112. პარაგვაის რესპუბლიკა
113. პერუს რესპუბლიკა
114. პოლონეთის რესპუბლიკა
115. პორტუგალიის რესპუბლიკა
116. რუანდის რესპუბლიკა
117. რუმინეთი
118. საბერძნეთის რესპუბლიკა
119. სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფო
120. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
121. სან-მარინოს რესპუბლიკა
122. საუდის არაბეთის სამეფო
123. საფრანგეთის რესპუბლიკა
124. სენეგალის რესპუბლიკა
125. სენტ-ვინსენტი და გრენადინები
126. სენტ ლუჩია
127. სენტ კიტსი და ნევისის ფედერაცია
128. სერბეთის რესპუბლიკა
129. სიერა-ლეონეს რესპუბლიკა
130. სინგაპურის რესპუბლიკა
131. სირიის არაბთა რესპუბლიკა
132. სლოვაკეთის რესპუბლიკა
133. სლოვენიის რესპუბლიკა
134. სოლომონის კუნძულები
135. სომალის რესპუბლიკა
136. სომხეთის რესპუბლიკა
137. სუდანის რესპუბლიკა
138. სურინამის რესპუბლიკა
139. ტაილანდის სამეფო
140. ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა
141. ტაჯიკეთის რესპუბლიკა
142. ტიმორ–ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკა
143. ტუვალუ
144. ტუნისის რესპუბლიკა
145. ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა
146. უგანდის რესპუბლიკა
147. უზბეკეთის რესპუბლიკა
148. უკრაინა
149. უნგრეთი
150. ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკა
151. ფილიპინების რესპუბლიკა
152. ფინეთის რესპუბლიკა
153. ფიჯის კუნძულების რესპუბლიკა
154. ქუვეითის სახელმწიფო
155. ყაზახეთის რესპუბლიკა
156. ყირგიზეთის რესპუბლიკა
157. შვეიცარიის კონფედერაცია
158. შვედეთის სამეფო
159. შრი-ლანკას დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა
160. ჩეხეთის რესპუბლიკა
161. ჩილეს რესპუბლიკა
162. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
163. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
164. ხორვატიის რესპუბლიკა
165. ჯიბუტის რესპუბლიკა
167. ჰაიტის რესპუბლიკა
168. ჰონდურასის რესპუბლიკა
ყველა ამ ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა თავიანთ თავს უნდა დაუსვან კითხვა- ვისთან აქვთ მათ დიპლომატიური ურთიერთობა ქართველ ერთან თუ უცხოელთა მიერ საქართველოში დასმულ ვიღაც ვიგინდარების უკანონო ხელისუფლებასთან. საქართველოში გამოგზავნილი ელჩებისთვის სავალდებულოა ქართული ენის ცოდნა ან როგორც მინიმუმ სანდო თარჯიმანის ჩამოყვანა, მაგრამ რაც მთავარია მათთვის სავალდებულოა საქართველოს 1921 წლის მუდმივი ეროვნული კონსტიტუციის წაკითხვა რათა გაერკვნენ იმაში თუ როგორი ხელისუფლებაა საქართველოში კანონიერი და როგორი კი არა.