ბოდიშს ვუხდი პატივცემულ საზოგადოებას.
სტუმრები მყავდა და ვერ მოგაქციეთ ყურადღება.
ძალიან საინტერესო მომენტში შევწყვიტე...
ახლა უცებ გადავავლე თვალი და დემაგოგიის მასშტაბებმა დამცა,,,
თან მაკიაველის მიმდევარი გამოუჩნდა, .
რა კოხტად გადაგიწყვიათ აქცენტები...
არაუშავს დაკვირვებით წავიკითხავ ახლა, თან თვალი მოვკარი მაკიაველი მოღალატეაო ჩემზე წერდა.
ვიდრე მე თემას წავიკითხავ, იქნებ ამას გადაავლოთ თვალი.
სპეციალისტების მიერ დადგენილია სიცრუის ზოგადი ტიპები:
1. ინფორმაციის ხარისხით და რაოდენობით მანიპულირება;
2. ორჭოფული, არასანდო, შეუსატყვისი, ინფორმაციის ჩამოყალიბება;
3. ჭეშმარიტების დამალვა, მიჩქმალვა;
4. ინფორმაციის დამახინჯება და ფაბრიკაცია;
5. მცდარი ინფორმაციის შეტყობინება.
სპეციალისტები განასხვავებენ სიცრუის ზოგად სახეობებს: მისტიფიკაცია; ფალსიფიკაცია; სიმულაცია; თვითმარქვიობა; პლაგიატი; ცნებების მოტყუებით ჩანაცვლება, ბოლომდე არ თქმა; პირფერობა; ცრუმოწმობა; ცილისწამება; ბლეფი, შეცდომაში შეყვანა; ფაქტების გადასხვაფერება, გაზვიადება (ან გაიოლება); მოძველებული ინფორმაციის განზრახ მიწოდება; ცრუ უარყოფა; პათოლოგიური (უაზრო/უმიზეზო) მატყუარობა; ტყუილის უნებლიეთ თქმა (გულუზრახად შეცდომაში შეყვანა).
ხომ დაკვირვებიხართ და ყველამ კარგად ვიცით, რომ ყოველდღიურად იტყუებიან გამყიდველი თუ მძღოლი, ოფიციანტი თუ ხელოსანი, პოლიტიკოსიც, მოხელეც და ჟურნალისტიც, შინაურიც და უცხოც ... - მავანი და მავანი იძახის ტყუილს, რათა წვრილმანში თუ მნიშვნელოვანში შესძლოს ჩვენი მოტყუება.
იმავდროულად მოლაპარაკებისა თუ გარიგების, გაცნობისა თუ ჩვეულებრივი საუბრის დროს, ოჯახში თუ გარეთ, ჩვენც საკმაოდ ხშირად ვიტყუებით. ან ვუსმენთ ადამიანს, რომელსაც განზრახული აქვს ჩვენი მოტყუება და არ ვიმჩნევთ ამას, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით - ყველაფერი, რაც ბრწყინავს ოქრო არ არის. საკუთარი ჩანაფიქრისა თუ სხვისი ნაამბობის გაანალიზების დროსაც გვირჩევნია მოუძებნოთ გამართლება სიცრუეს ან ვიმართლოთ თავი, ვიდრე ვთქვათ სიმართლე, იმავდროულად თვითოეულისთვის უცნობი არც ისაა, რომ ფოჩიან ტკბილ კამფეტშიც მწარე ქინინი შეიძლება შეიფუთოს. რაღაცაზე თვალს მხოლოდ იმიტომ ვხუჭავთ, რომ არ გვინდა სიმართლის ან იმის, რაც არ გვაწყობს დანახვა, სირაქლემასავით თავს ჩავფლობთ ხოლმე ქვიშაში, მხოლოდ იმიტომ რომ დავემალოთ არასასიამოვნო ამბავსა თუ მოვლენას. ანუ ნებით თუ უნებლივ, გააზრებულად თუ ბოლომდე გაუაზრებლად, უმნიშვნელოსა თუ მნიშვნელოვანში, ყოველდღიურად თუ ”დღე გამოკლებით” მაინც ვიტყუებით ყველანი. სიცრუე (დიდი თუ მცირე ტყუილი), დემაგოგია (როგორც მოტყუების ილეთი), ორმაგი სტანდარტები და ორპირობა (როგორც მოტყუების ხერხი) ჩვენ თვითონვე ვაქციეთ ცხოვრების წესად - ამიტომაც ვერ ვუყურებთ საუბრის დროს ერთმანეთს თვალებში.
დემაგოგია იქცა არა მხოლოდ ცალკეული საჯარო ორატორების ან პოლიტიკოსების, არამედ უმეტესი ჩვენთაგანის ჩვევად. ძველ საბერძნეთში სიტყვაში დემაგოგია ხალხის (Demos) აყოლიებას, წაყვანას (Ago), ან მოწოდებების, უსაფუძვლო დაპირებებისა და ლოზუნგების მეშვეობით მანიპულირებას გულისხმობდნენ. დღეს კი მან უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა. ფაქტების განზრახ დამახინჯებით, მლიქვნელობითა და ფუჭი დაპირებებით მავანი და მავანი ანგარებისა და პირადი გამორჩენისთვის, ანუ საკუთარი მიზნის მიღწევისთვის დღესაც ცდილობს მოახდინოს ზეგავლენა გარშემომყოფი ადამიანების ცნობიერებაზე, გრძნობებზე, ინსტინქტებსა და ვნებათა გაღვივებაზე. მოტყუების პროცესში ნებისმიერი არგუმენტი მიიჩნევა სამართლიანად თუ ის ემსახურება ამ მიზანს, შეიძლება დაისახოს ნებისმიერი ამოცანა გარდა ჭეშმარიტების დადგენისა. ყველაზე თვალნათლივ ხრიკებს, რომლებსაც მიმართავენ დემაგოგები, მიეკუთვნება - საქმეში ან ვითარებაში რეალურად არსებული მდგომარეობის დამალვა, საუბრის დროს თემის რაღაცა ნაწილის მიჩქმალვა, რაციონალურ არგუმენტაციაზე უარის თქმა და ა.შ.
დემაგოგის გამოსააშკარავებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში ის იყენებს არგუმენტაციას Ad hominem ( ლათინურიდან - argumentum ad hominem) - ”არგუმენტი ადამიანის მიმართ” ,ანუ ადამიანის წინააღმდეგ. ოპონენტის არგუმენტაციის უარყოფისა და საკუთარი ჭეშმარიტების მტკიცების ნაცვლად დემაგოგი მიმართავს ამ ხერხს თუ იწყებს არა არგუმენტების, არამედ პიროვნულად ოპონენტის კრიტიკას, მსმენელის დარწმუნებას, მაგალითად, იმაში, რომ მოწინააღმდეგე უღირსი, საქმეში არაკომპეტენტური, არამიუკერძოვებელი და თვალთმაქცი ადამიანია. სიცრუის, დემაგოგიისა და ორმაგი სტანდარტების ზოგ ილეთს დღეს აქტიურად იყენებენ რეკლამასა და პიარში. ეფექტურ ინსტრუმენტად იქცა ის ელექტრონული მედიის ხელშიც.
კაცობრიობის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ათვისებამ გამოიწვია განვითარების ხარისხობრივი ნახტომი, რამაც ბოლო თაობებს მისცა ევოლუციის მომდევნო უფრო მაღალ საფეხურზე ასვლის შესაძლებლობა. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანზე და მის ფსიქიკაზე გავლენის ეს უმძლავრესი საინფორმაციო აპარატი და მისთვის შექმნილი ტექნოლოგიები სულ უფრო მეტად გამოიყენებიან, როგორც ფსიქოლოგიური, ფსიქოტრონული იარაღი (Psi-Technology), რომელიც ახდენს ადამიანის ცნობიერების მანიპულირებას და ბიორობოტად აქცევს მას. ცნობიერების მანიპულირებას საფუძვლად უდევს დამცავი გარსის გათიშვის თეზისი. საკმარისია შექმნა უფრო მძლავრი ფსი-ველი, რომლის ამოქმედება გათიშავს დამცავ სენსორულ გარსებს და ადამიანი კარგავს დამოუკიდებელი აზროვნების უნარს. ამის შედეგად შესაძლებელი ხდება მის გონების მანიპულატორებისთვის სასურველი ინფორმაციის ჩანერგვა.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ უკვე საკმაო ხანია უმეტესობა ტელეეკრანის მასიური ჰიპნოზის ქვეშ ვართ მოქცეულნი. ამ დროს „სიცრუის გლობალური ინდუსტრია“ თავს ესხმის ადამიანს. ტელევიზია, ორმაგი სტანდარტებითა და დემაგოგიის გამოყენებით, სამწუხაროდ არც თუ იშვიათად, რეალობის შერჩევით ვერსიებს გვაწვდის და სხვა ვარაუდების არსებობის აბსოლუტურ იგნორირებას ამკვიდრებს, ჭეშმარიტი, ცხოვრებისეული გამოცდილების ხელოვნურ შემცვლელებს გვთავაზობს და გვაკავებს ემოციური თვითგამომჟღავნების შეზღუდულ, ვიწრო დიაპაზონში (ძირითადად ქაოსის და შიშის ფარგლებში). ვფიქრობთ, რომ მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ მიხვდებიან ადამიანები თუ რა ხერხების გამოყენებით შეჰყავდა ტელევიზიას მათი ცნობიერება „ბინდისებრ“ მდგომარეობაში და აიძულებდა, რომ ემოქმედათ მხოლოდ საგანგებოდ განსაზღვრული წესის გათვალისწინებით, რაც იმის ტოლფასია, რომ ”ცხადად იყო - მაგრამ გეძინოს” და ”უცნაური სენით დაავადებულად” გრძნობდე თავს. თუმცა,ბოლო დროს საზოგადოებაში ამის საწინააღმდეგო ტენდენციაც საკმარისად გამოიკვეთა. ვფიქრობთ, ამ მხრივ ინტერეს მოკლებული არ იქნება პორტალის მიერ 18 განსხვავებული კატეგორიის 200 - მდე სპეციალისტის გამოკითხვის შედეგიც. კითხვაზე: ”რამდენად ენდობით პრესისა და მასმედიის ინფორმაციას?” 83% -მა უპასუხა, რომ ზოგჯერ ან ნაწილობრივ, 12% - რომ არ ენდობა და მხოლოდ 2% - დააფიქსირა უპირობო ნდობა, რაც, ჩვენი აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ ინფორმაციას საზოგადოება უკვე არა ბრმად, არამედ საკმაოდ კრიტიკული ანალიზის შედეგად ეთანხმება.
სიცრუის დამკვიდრებისთვის ან სასურველი აზრის ფორმირებისთვის ელექტრონული მედია სხვა მოქნილ ხერხებსაც იყენებს. თუ დაკვირვებიხართ: ტელეანონსში აცხადებენ აქტუალურ საკითხზე ორი განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანის დისკუსიას, სინამდვილეში კი გადაცემა ორ განსხვავებულ მონოლოგზე, ან, უკეთეს შემთხვევაში, სუფთა წყლის პოლემიკაზეა აგებული. ტელევიზორთან მისკუპებულებს გაგვაჩნდა იმის მოლოდინი, რომ შემოთავაზებული დისკუსიის შედეგად გავერკვეოდით ვითარებაში, გავიგონებდით და/ან გავიზიარებდით ჭეშმარიტებას, ამის ნაცვლად მხოლოდ პოლარულად განსხვავებულ, ურთიერთ გამომრიცხავ ან ორმაგ სტანდარტებზე აგებულ კერძო მოსაზრებებს გვახვედრებენ. როგორ ფიქრობთ - რა შედეგი მოაქვს ამგვარ ილეთს?
ტერმინი - პოლემიკა ძველი ბერძნული ”πολέμιον”, ანუ ”მტრობიდანაა” წარმოშობილი და პოლემიკა პრინციპულად განსხვავდება დისკუსიისგან. თუ დისკუსია უპირველესყოვლისა შესაძლო თანხმობის წერტილების (რაც დააახლოვებს დაპირისპირებულ ხედვებს) მოძებნას ისახავს მიზნად, პოლემიკის ამოცანა განსხვავებული ხედვებიდან ერთ-ერთის მტკიცებაში გამოიხატება. შეგიძლია უტიფრად ამტკიცო, რომ თეთრი - შავია, ხოლო შავი კი - თეთრი და, რაც საოცარია, ოპონენტს ჭეშმარიტების დამტკიცება საკმაოდ ურთულდება. თავის დროზე დიდმა ჰოეთემაც აღნიშნა - ”უფრო მეტადაა შესაძლებელი შეცდომის, ვიდრე სიცრუის გამოაშკარავება”. არ გამოვრიცხავთ, რომ ზოგიერთს შესაძლოა ისიც მიაჩნდეს, რომ ეს არა მხოლოდ მედიის ”დამსახურებაა”, არამედ ისევ ჩვენი ბრალია, ვინაიდან ქართველებს არ შეგვწევს დისკუსიის უნარი და ეთნოფსიქიკიდან გამომდინარე ჩვენთვის მხოლოდ მონოლოგი ან პოლემიკაა მისაღები, რომლის შედეგადაც სამწუხაროდ არაფერი არ იცვლება, ვინაიდან ის არ შეიცავს კონსტრუქტივიზმს.
ჰოეთე, ტაგორი, ბალზაკი, შოუ, განდი და მრავალი სხვა მოაზროვნე სიცრუეს ყველაზე სამარცხვინო მანკიერებად მიიჩნევდა. მასში ისინი ადამიანის პატიოსნების, ღირსების დამცირების, სინდისისა და რწმენის განდევნის მცდელობას ხედავდნენ. მათი გამონათქვამებით თუ ვიმსჯელებთ: სიცრუე - სხვა და სხვა დანაშაულის, შიშის მიზეზია, ის აიძულებს მატყუარას მიმართოს ეშმაკობას, თავის დაძვრენას, მაგრამ ყველა ეს ხრიკი მხოლოდ აახლოებს მის გამოაშკარავებას.
კაცობრიობის ისტორიიდან საპირისპიროც შეიძლება შევიტყოთ. ზოგი საყოველთაოდ ცნობილი მოღვაწეც კი სრულჰყოფდა ტექნოლოგიას, რომლის მეშვეობითაც შესძლებდა ”ბოროტების - სიკეთეთ”, ხოლო ”სიკეთის - ბოროტებად” წარმოჩენას, ე.ი. ორმაგი სტანდარტები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ ევოლუციის ყველა ეტაპზე ადამიანების უმრავლესობა მათ ამორალურად მიიჩნევდა, ვინაიდან ორმაგ სტანდარტებს გააჩნია სრულიად აშკარა მახასიათებელი - ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება.
ორმაგი სტანდარტი წარმოადგენს ერთნაირი ვითარების, ქცევის, უფლებების, ვალდებულებების ან საზოგადოების გარკვეული ნაწილის წარმომადგენელთა ყოფისა თუ ქცევის (და ა.შ.) შეფასებისადმი ორმაგ და განმასხვავებელ მიდგომას. ოფიციალურად ის უარყიფილია, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება და სამწუხაროდ მალულ ნორმად არის მიჩნეული. ამგვარი მიდგომის თვალნათლივ ნიმუშად ერთნაირ სიტუაციაში ცალკეული ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფების ქცევის, უფლებების ან ვალდებულებების სრულიად განსხვავებული შეფასება გამოდგება, რომელიც ”ჩვენიანებისთვის” უპირატესობის მინიჭებაში, ხოლო ”უცხოებისთვის” დაბრკოლებების შექმნაში გამოიხატება. კლასიკურ საილუსტრაციო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს გენერალ ფრანკოს გამონათქვამი: ”მეგობრებს - ყველაფერი, მტრებს - მხოლოდ კანონი”.
სხვა თითქმის ანეკდოტურად ცნობილი ნიმუშია ერთნაირი ან მსგავსი ქმედებების, ან მოვლენების საპირისპირო ემოციური შეფერადების მქონე ტერმინებით დასახელება. მაგალითად:
- ჯაშუში - მზვერავი, გამომდინარე იქიდან რომელ მხარეზე მუშაობს ის;
- ან, ლაჩრობა - სიფრთხილე, დამოკიდებული იმაზე საკუთარ თავზეა საუბარი თუ სხვა ადამიანზე.
”სიტყვიერი ეკვილიბრისტიკის” კიდევ ერთი საყოველთაოდ ცნობილი კლასიკური ნიმუშია - ჭიქა ნახევრად ცარიელი, თუ ნახევრად სავსეა?
ამ კითხვაზე ყველაზე მარტივი და ხშირი პასუხებია:
- რა თქმა უნდა, ნახევრად ცარიელია;
- არა, როგორ გეკადრებათ, ნახევრად სავსეა.
მაგრამ ამ ცინიკურად აშკარა ნიმუშსაც გააჩნია თავისი ნიუანსები:
- პესიმისტი გიპასუხებთ, რომ ნახევრად ცარიელია;
- ოპტიმისტი კი, რომ ნახევრად სავსეა.
გასაოცარი კი ის არის, რომ ორივე პასუხი სწორი და ორივე არასწორია. ობიექტური ჭეშმარიტება კი იმაშია, რომ სითხე ჭიქის მოცულობის ½ იკავებს.
ყოველდღიურობაში ჩვენ ვერც ვამჩნევთ, რომ ხშირად მიმართავთ ორმაგ სტანდარტებს, რომ ამის შედეგად ხდება ”სიტყვისა” და ”საქმის” დაშორიშორება და არ გვესმის, რომ ორმაგი სტანდარტები საბოლოოდ ვერ მოიტანენ სასურველ შედეგს.
სიცრუისა და ორმაგი სტანდარტების დამკვიდრების შედეგად თითქმის საბოლოოდ წაიშალა გულწრფელობა. სამწუხაროდ ალტრუიზმიც (რომელიც ყოველთვის ეგოიზმის საწინააღმდეგოდ მოიაზრებოდა და ადამიანების სასარგებლოდ საკუთარი ინტერესების უანგარო მსხვერპლად გაღებას გულისხმობდა) განდიდების ფარულმა სურვილებმა ჩაანაცვლეს.
ვფიქრობთ, რომ ყველამ უნდა ვისწავლოთ ჭეშმარიტების გარკვევა, ამის შედეგად მანიპულირების მოყვარულთა ”გამრუდებული სარკე” არა ჩვენი (ანუ ხალხის) ხმად, არამედ ”უდაბნოში მღაღადებლის” ხმად იქცევა. თვითონაც უარი უნდა ვთქვათ სიცრუეზე, დემაგოგიაზე, ორმაგ სტანდარტებზე და მაშინ საგანს, მოვლენასა თუ ადამიანს (საკუთარ თავსაც) ჭეშმარიტების შუქს მოვფენთ.
შევახსენოთ ერთმანეთს ეს ელემენტარული რაღაცეები..
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare