ვამატებ!
ივანიშვილის დავერბროვკების მოდელირებული ვერსია:სადღაც 1991 (ჰაა ჰაა 1992) წელია. სიტუაცია მოსკოვის ერთ-ერთი რესტორნის კუპეში. მაგიდასთან სხედან ბიძინა ივანიშვილი და ვლადიმერ პუტინი. პუტინმა რამოდენიმეჯერ სცადა საუბრის წამოწყება, მაგრამ შესამჩნევად ნერვიულობს და არაფერი გამოსდის.
- ბიბი... - კიდევ ერთხელ სცადა ვალოდიამ, მაგრამ ხმა ისევ ჩაუწყდა.
- ებიჯო ამოღერღე რისი თქმაც გინდა. დავიტანჯე უკვე... - უმტყუნა ნერვებმა ივანიშვილს.
- მაიცა რაა, ასე ადვილიც არ არის. ხომ ხედავ ცოტას ვნერვიულობ... მაგრამ ეგ არაფერი. - ერთიც ღრმად ამოიოხრა ტანმოკლე ვლადკამ და უცნაურად მყრალი სუნი დააყენა. თითქოს გაზის თუ აირის სუნი ამოაფრქვია თუ გამოაფრქვია, მაგრამ რესტორნის "კუპეს" ღია ფანჯარამ მალევე გაიწოვა ეს სიმყრალე. - მოკლედ ასეთი გეგმები მაქვს... რვა-ცხრა წელიწადში უფრო ზუსტად 2000 წლის 7 მაისს გავხდები რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში ავაფეთქებ საცხოვრებელ კორპუსებს მერე დავაბრალებ ჩეჩნებს და ეგრევე შევვარდები გროზნოში გადავბუგავ და მუსრს გავავლებ იქაურობას მერე მეორეჯერაც შევვარდები ვიცი მე ვერ მოისვენებენ ეგენი და დარჩენილ გადასაბუგებსაც მივაბუგავ 2003 წელს საქართველოში "ვარდების რევოლუცია" მოხდება და პრეზიდენტად სააკაშვილს აირჩევენ...
სასვენი ნიშნების გარეშე, ერთი ამოსუნთქვით ამოალაგა ვალოდიამ, მაგრამ ივანიშვილმა გააწყვეტინა.
- მოიცა მოიცა... ჩაისუნთქე შეკაცო, თორემ დაიხრჩობი. - პუტინი ჩაისუნთქავს და ცოტა ფერზე მოვა. ივანიშვილს ორაზროვნად გაეღიმება. - რა "ვარდების რევოლუცია"? რის დუმფარების კონტრიბუცია? ხუმრობ?
- არა ბიბი, რა დროს ხუმრობაა?!..
- აბა საიდან იცი როდის რა მოხდება?
- ვიცი ბიბი, ვიცი... ერთი გოგო არის, ლელუკა, შენი ზემლიაჩკა. კაკუბავა თუ კაკულიაა გვარად, ზუსტად არ მახსოვს. წინასწარმეტყველობას აპირებს და მგონი აქვს ამის ნიჭი... ჰო და, რას ვამბობდი?.. ხო, მოკლედ საქართველოს პრეზიდენტი ხდება სააკაშვილი. ვიცი მე მაგის ამბები. დაიწყებს მერე ინტრიგნობას და მე უნდა ვიჩალიჩო მაგის გადაყენებაზე და ვინმეთი ჩანაცვლებაზე... ამიტომ გირეკავდი ეს სამი დღეა სახლში, მაგრამ არავინ მპასუხობდა. რა ვიცოდი თუ სათევზაოდ იყავი წასული?!..
- როგორ არ იცოდი? - ეწყინა ივანიშვილს. - ხომ გითხარი წამოდი თქო, მაგრამ ისეთი სახით მითხარი "არ მცალია, ერთი-ორი ახლობელი მყავს ჩასაშვებიო", რომ ვეღარ დაგაძალე...
- ჰო, კარგი... იმ ხალხს მართლა ვერ დავტოვებდი უყურადღებოდ. მოკლედ, შენ დამჭირდები საქართველოს პრეზიდენტად.
- კარგი რა ვალოძია, მინდა ახლა მე პრეზიდენტობა?!..
კუპეში მიმტანი შემოდის.
- რას ინებებთ?..
- როგორც ყოველთვის... - მოკლედ მოუჭრა ვალოდიამ.
მიმტანი გადის. პუტინი ხმადაბლა აგრძელებს.
- ბიბი, ოღონდ ახლა უარი არ მითხრა და პრეზიდენტი რომ გახდები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასაც გავაუქმებ და ისევ საქართველოს დავუბრუნებ...
- რა აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობაზე მელაპარაკები? - გაუკვირდა ივანიშვილს.
- აა... ჰოოო... ეგ ჯერ არ მითქვამს. მოკლედ, გრძელი ისტორიაა. 2007 წელს ომი უნდა გავჩარხო, მაგრამ ამას ისე ვიჩალიჩებ, რომ თვითონ სააკაშვილს ვუბიძგებ ომისკენ და მერე...
- ვინ სააკაშვილს?.. აა, პრეზიდენტი რომ უნდა იყოს?..
- ხო, ეგა... და, მოკლედ დედა მოუააა... ომს რომ გავჩარხავ შევვარდები აფხაზების და ოსების ვითომ დასაცავად და მერე დამოუკდებლად ვაღიარებ. მაგრამ, შენ რომ პრეზიდენტი გახდები, უკანვე დაგიბრუნებ...
- აუ, კარგი რაა "ვლაპუ", ნუ გიყვარს შენ ეგეთები...
- ძმურად, ოღონდ ამ საქმეში დამეხმარე და რაც გინდა მთხოვე. აფხაზეთზე და ოსეთზე სერიოზულად გეუბნები. დედას ვფიცავარ თუ არ დაგიბრუნო! რუსი კაცის სიტყვას გაძლევ! და, რუსი კაცის სიტყვა როგორია ხომ იცი?..
- ეეე... მაგარი საცემი ხარ რაა... - გაიბუტა ივანიშვილი. - რა შორიდან მოუარე?!.. პირდაპირ ეგრე დაგეწყო შეკაცო. რუსი კაცის სიტყვას როგორ არ ვენდობი?!.. აბა რა უნდა ვქნა?..
- მოკლედ... მმმ... ხვალ სახლში რომელზე იქნები?..
- საღამოსკენ...
- ძალიან კარგი. მოკლედ, ხვალ საღამოს გამოვალ შენთან და მოგიტან ფულს. ოღონდ, სადარბაზოსთან დამხვდი თუ ძმა ხარ რაა. 450 ტრაქტორის ფულს ეხუმრები შენ? მარტო რა ამომატანინებს მესამე სართულზე?.. ამ ფულით ტრაქტორები...
- რა ტრაქტორების ფული?..
- დამამთავრებინე!..
კუპეში სამი მიმტანი ხონჩებით შემოდიან და მაგიდაზე ალაგებენ გებჟალიას, შქმერულს, ზეთის მჭადებს, მეგრული სულგუნის, იმერულის და გუდის ყველის ასორტს. კუპატს, კეცზე შემწვარ სოკოს და საქონლის ტვინს, ღორის ხორცის აბიდუნდულს, ჩანახს, კუჭმაჭს, ქათმის ჩახოხბილს, ხოხბის ჩაქათმულს, ხაჭაპურს - მეგრულს, იმერულს, გურულს, აჭარულს. სვანურ კუბდარს, კახურ დედას პურს, მესხურ პურს, რაჭულ ლობიანს, მოხევურ ხინკალს, აფხაზურას, ხაბიზგინებს, ქართლში დაყენებულ კალვადოსს, სურების ადესას დოქით, ოჯალეშს ბოთლით და რქაწითელს ქვევრით.
პუტინმა მაგიდას თვალი მოავლო და ივანიშვილს გადაუჩურჩულა:
- იმხელა ნერწყვი გადამცდა, ცურვა რომ არ მცოდნოდა შიგ ჩავიხრჩობოდი.
- მთავარია ნეხვში არ მოგიწიოს ცურვა ჩემო "ვლაპუ", თორემ, თუ გაგიჭირდა არც სხვა შემოვა შენს გამოსაყვანად და ვერც მარტო შეძლებ იქიდან გამოსვლას...
ვალოდიას ივანიშვილის ეს სიტყვები აღარ გაუგია. ეტყობოდა, რომ ნერწყვის ახალ ტალღებს უმკლავდებოდა. დროზე რომ არ აეცლია კეცზე ჯერ კიდევ მოთუხთუხე დედალისათვის ბარკალი და იმ ბარკალით ჯებირი არ ამოეშენებინა პირში, ალბათ თავისი ნერწყვით წალეკავდა იქაურობას. ჯებირების მშენებლობა თხუთმეტი წუთი გაუგრძელდა ვალოდიას. მხოლოდ ამის შემდეგ გაახსენდა, რომ მარტო არ იყო. მის წინ, გაკვირვებული სახით მჯდომ ივანიშვილს გახედა და დაიმორცხვა.
- ქართული ყველაფერი ჭკუას მაკარგვინებს.
- ჰო, გეტყობა. - მოკლედ მოუჭრა ივანიშვილმა და საათზე დაიხედა.
- ჰო და, რას გეუბნებოდი, - ვალოდიამ მაგიდის გადასაფარებლით მოიწმინდა პირიდან ცხიმი, მაგრამ ცხვირის მოწმენდა დაავიწყდა. ერთიც მორცხვად დააბოყინა და გააგრძელა... - მოკლედ, მოგიტან ფულს, ამ ფულით იყიდი ტრაქტორებს და გააგზავნი საქართველოში. ნუ, ხალხს უჭირს და დაეხმარების პონტში. მერე... მმმ... მერე კიდევ მოვიფირებ რამეს და იმ რაღაცეებსაც გააგზავნი. მერე, სააკაშვილი და ნაციონალები ხელისუფლებაში რომ მოვლენ, იმათაც დაეხმარები. ეს იმ პონტში, რომ რამე არ იფიქრონ... რამე რა, რომ "რუსეთის აგენტი" და "პუტინის კაცი" არ დაგიძახონ. 2007 წლის ომიდან სამი წლის შემდეგ წახვალ პოლიტიკაში და გახდები პრეზიდენტი!..
- რომ ვერ გავხდე?..
- ნუ გეშინია, მაგ დროს 40 კილომეტრში ვიქნები და თუ რამე, თბილისში ვარ!..
- მპირდები?..
- დაგავიწყდა რუსი კაცის სიტყვა?
- უი, ჰოო... ეგ სულ დამავიწყდა.
- სიკვდილსაც დავიწყებიხარ!.. - თვალი ჩაუკრა ვალოდიამ ივანიშვილს და ხელი გაუწოდა, - მაიტა ხელი!..
ივანიშვილი დაფიქრდა და სამაზროვნად გააქნია თავი:
- საააღოლ ძმაუ... პუტინი ვარო შენ უნდა თქვა. - ივანიშვილმაც ჩაუკრა თვალი პუტინს და მის გამოწვდილ მარჯვენას თავისი მარჯვენა დასცხო!..
ჰაააა.... გავშიფრე??