maxo999შეცდომის აღიარებას ჩაგითვლი,
მაგრამ, რომ დაფიქრდე, იქნებ
სხვა შეცდომებიც თავად აღმოაჩინო
ბევრი ფიქრისგან თუ თავის ტკივილი იგრძენი,
არ ინერვიულო, მე დაგეხმარები შეცდომების პოვნაში

-
maxo999რაც შეეხება 1993 წლის ნოემბერს,
მე ვიზიარებ ყველა იმ დაღუპული ქართველის
მშობლისა თუ ნათესავის ტკივილს, რომლებიც
საქართველოსთვის დაიღუპნენ.
როცა კანონიერი მთავრობის აღდგენას აპირებდა ადამიანი (ამ შემთხვევაში აკაკი ელიავა და მისი მომხრეები)
თავისთავად სურდათ ეკონტროლებინათ თავიანთი რაიონები და სოფლები. დაეცვათ პირველ რიგში საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის ბრძანება და უფლებები და დაეცვათ თავიანთი მოსახლეობა არაკანონიერი ჯარებისგან. რაც არაერთი ფაქტია იმისა, რომ და თუ ტქვენ გჭირდებათ დღესაც შემიძლია გითხრათ, არა რაიმე ვიდეო მასალით, არამედ ჩაბრძანდით და ნახეთ იმ ახალგაზრდების საფლავები, სახლები, რომლებიც მხედრიონის მეთაურობით იქნა აწიოკებული და გაუბედურებული. ასეთ შემთხვევაში მყოფი ნებისმიერი ქვეყნის მეომარი იხელთებს დროს, ძალას და კარგად მომზადებული ჩამოდის მტერთან საომრად და თუ მტერს პოზიცია შეცვლილი აქვს და საჩვენებლად ჩამოყვანილი პოლიციის კურსანტები, რომლებიც სრულიად არა ჭეშმარიტებას ექვემდებარება თქვენი ნათქვამი რომ მათ არ გააჩნდათ იარაღი, რადგან მე გიდასტურებთ იმას, რომ იმ დაჯგუფებიდან ბე ემ პე-ს მარკის საბრძოლო მანქანით გაიქცნენ ქუთაისში - ხოლო დარჩენილები როგორც აღნიშნე აკაკი ელიავამ გაანთავისუფლა, იმიტომ რომ ისინი უფრო მეტად ილანძღებოდნენ იმ მთავრობის მიმართ ვისაც ემსახურებოდნენ. რა საჭირო იყო სენაკში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში მხედრიონის შემოგზავნა? ვის ეომებოდნენ ისინი?
თუ აკაკი ელიავა ასეთ შეტევას განახორციელებდა, კახეთში, ქართლში, იმერეთში ან საქართველოს სხვა რეგიონებში, მე მას დავადანაშაულებდი ამ ოპერაციის შესრულებაში. მას მე ვთვლი გმირად, იმიტომ რომ იცავდა თავის სოფელს, რაიონს, მხარეს - რითაც მას ხალხი დღესაც გმირებს შორის ცოცხლად მოიხსენიებს და ის თაფლის კუბოშია დასაფლავებული.
ასე რომ,
მაგ სისხლის ღვრაზე - იმ გენერლებმა აგონ პასუხი, ვინც ის ახალგაზრდები გაწირეს.
This post has been edited by Guссi on 28 Jul 2012, 01:08