#33111693 · 22 Sep 2012, 02:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
triumpi
ბოდიში. თქვენ ჩემთვის პასუხს რომ წერდით 7 აგვისტოს, მე უკვე სოფელში მივდიოდი. იქ კი ინტერნეტი დიდი ხანი არ მქონდა.
QUOTE | ,,პერესტროიკა'' იყო ამერიკული პროექტი სსრკ-ს ევროკავშირის ტიპის გაერთიანებად გარდაქმნისა. |
ამერიკელების და სხვების ხელის ფათურის შედეგი იყო, მაგრამ ევროკავშირის ტიპის გაერთიანებაზე არავინ ფიქრობდა. დასტურად - შევარდნაძის აღიარება:
QUOTE | როცა 80-იანი წლების მიწურულს და 90-იანი წლების დამდეგს უკვე ნათელი გახდა, რომ საბჭოთა კავშირი ვეღარ იარსებებდა, ვხედავდი, რომ მისი რღვევის პროცესი და ახალი ქვეყნის ფორმირება თანდათანობით უნდა მომხდარიყო და მისი მართვის სადავეები ხელიდან არ უნდა გაგვქცეოდა. |
ახალი ქვეყანა გულისხმობს ერთიან ქვეყანას...
QUOTE | სსრკ-ს სამართალმემკვიდრე არაა საქართველო, რადგან სსრკ-ს შემქმნელებმა მას უკანონო ანექსია-ოკუპაციის გზით მიანიჭეს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახელი მისი კუთვნილი ტერიტორიის მხოლოდ 64 პროცენტზე და მხოლოდ ამ ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის გამოცხადება-აღდგენა 1918 წლის ბაზისზე პარადოქსალურად უკანონო და დანაშაულებრივია. |
აჰა, ავდგეთ და წავართვათ თურქეთ-რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთს ჩვენი კუთვნილი! თუ არ გამოგვივა, ალტერნატივა მხოლოდ დამოუკიდებლობის არგამოცხადებაა. და რა ვქნათ?
QUOTE | ჯერ სსრკ-დან საქართველოს წილი უნდა განსაზღვრულიყო. მიგვეღო კანონიერად ყველაფერი რაც გვეკუთნოდა ,,ობშიაკიდან''. დასაბრუნებელი დაბრუნებულიყო --- ვალიც, მოგებაც და წართმეულიც. |
ესეც იგივე. ვის გამოუვიდა მსგავსი რამ, რომ პასუხი ამაზე იმ ხელისუფლებას მოვთხოვოთ?
QUOTE | გამსახურდიას ხელისუფლებამ კი ეკონომიკური დამოუკიდებლობა გამოაცხადა. |
არავითარ შემთხვევაში. სწორედ ეგ არ გამოუცხადებია.
QUOTE | დაქცეულს კი უმალ შეესევიან პუტჩისტი ვირთხებივით მაოხარი მედროვენი და დასწრებაზე იქნება ეროვნული ქონება დატაცებული უმოკლეს დროში. |
ზუსტად ასე იყო. ლამის მეტი წილი სახელმწიფო // სახალხო ქონებისა პირველ ორ თვეში, შევარდნაძის ჩამოსვლამდე იქნა დატაცებული. ნამდვილად - იმ უმეცართა უმწიფარი რეფორმების გამოც.
QUOTE | პასუხისმგებელი კი ეროვნული...მაგრამ შეგნებულად მოყვანილი მართვის უცოდინარი ამპარტავანი ხელისუფლებაა, რომლის უნიათობამ გაუხსნა ფართოდ კარი ,,პრიხვატიზაციის'' ველურ და გამანადგურებელ კრიმინალურ ბანდებს ათასი უბედურების სიხარბეში.... |
შეგნებულად მოყვანა როგორ გავიგო? ერთი შევარდნაძე გადადგა თავისით (კბილების უძლური კრაჭუნით  ), და მეორე - ზვიადი მოიყვანეს სხვებმა. იმაზე, რომ მისმა უნიათობამ გაუხსნა გზა... ზურაბ ქაფიანიძეს ჰქონდა აჩემებული - შევარდნაძემ საქართველო დააქცია, და ამაში დამნაშავე გამსახურდიაა, იმიტომ, რომ მისმა პოლიტიკამ მისცა ედუარდს ჩამოსვლის საშუალებაო. ვაა...  ასე დამნაშავე ყველა ყაჩაღობასა და ძარცვაში მსხვერპლი ყოფილა და არა მოძალადე. QUOTE | დაწერეთ ნამდვილი და პირუთვნელად ლუსტრირებული ისტორია |
მე მგონი, რასაც ვწერ, პირუთვნელად ვწერ და მისხალ-მისხალ ვწონი. იმიტომ, რომ ისტორიკოსი ვარ, კახელი ვარ, ქრისტიანი ვარ და ჰოროსკოპის ნიშანიც არ მაძლევს სხვანაირად მოქცევის საშუალებას.
|