ნი ჯგუფი არის ამ ხალხის მოსისხლე მტერი“ (Video)
გუბერნატორი ჩოჩელი „ინფო9“–ს: „მთელი თქვენი ჯგუფი არის ამ ხალხის მოსისხლე მტერი“ (Video)
inShare
2012.08.02 | 11:01
„თქვენ ხართ ძაან ტენდენციური ხალხი და აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ გვერდიდან იდგეთ და ნახოთ ჩემი ხალხთან შეხვედრა. თქვენა ხართ, ხმამაღლა გეუბნებით, ამ ხალხის თვალწინ, მთელი თქვენი ჯგუფი არის ამ ხალხის მტერი, მოსისხლე მტერი,“ – ასე მიმართა მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა სააგენტო „ინფო 9“–ის ჟურნალისტს თიანეთის რაიონის სოფელ ზარიძეებში, სადაც გუბერნატორი ადგილობრივებს ხვდებოდა.
წინასაარჩევნო შეხვედრაზე ზარიძეების მაცხოვრებლებმა გუბერნატორს და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი აბაშვილს უსაყვედურეს და უყურადღებობაში დაადანაშაულეს.
ცეზარ ჩოჩელი: – მე ვთხოვე, ყველა ადამიანი, ვინც... რა შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს, პირიქით, მინდა, რომ დასვან ის კითხვა, რომელიც გულში აქვთ და მე რომ აქედან წავალ მაშინ კი არა თქვან, სანამ აქა ვარ, აესე მითხრან, პირდაპირ და გავცემ პასუხს.
ადგილობრივი ქალბატონი: ძალიან გთხოვთ რა, არ გინდათ, ხალხს თვალებში ნაცარს ნუ აყრით, არ გინდათ. ყოველ არჩევნებზე იგივე დაპირებები, იგივე, იგივე თქვენგან, ბატონო გოგა წინა არჩევნებზე... ისევ იგივე მდგომარეობაა, ჩემს ოჯახში მე არ ვმუშაობ, ჩემი შვილი არ მუშაობს, დედაჩემი, აი, ეს ქალბატონი გახლავთ, 110 ლარი აქვს პენსია. ვერ გადავიხადე მეორე წლის გადასახადი და ბავშვი გამოვარდა სასწავლებლიდან.
ადგილობრივი ქალბატონი: რა გავჩუმდე, მე გავჩუმდე? პარლამენტამდე მაქვს მიტანილი საქმე, ჰო და ამან კიდე გამომიგზავნა, რომ არანაირი ის არ არის, შემოსავალი ჩემზე და არანაირი დახმარება, სუყველანი აქა დგეხართ, ეგრე არ არის? სამსახური გთხოვე, ხმა არ ამოიღე... რა გაჩუმდი, რა გაჩუმდი?.. სამსახური გთხოვე, ხმა არ ამოიღე, დახმარება გთხოვე, საერთოდ არა გაქვს, ბინა გთხოვე არა გაქვს, წავედი პარლამენტში და ისეთი პასუხი გამომიგზავნე იქიდან, რომ საერთოდ თანხა არა გაქვს. რა მაჩხუბებს? ჩემი გაჭირვება მალაპარაკებს და ისა, იქ გადმოვედი და დაიმალე კიდე, ვითომ არ იყავი იქა.
ცეზარ ჩოჩელი: სად გადახვედი?
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი აბაშვილი: გაიყვანეთ! (ქალბატონის გაყვანა უბრძანა თანმხლებ პირებს)
ცეზარ ჩოჩელი: ისე რომ, თქვენ ვერ დამისვამთ ისეთ კითხვას, რომელზეც ან არ მექნება პასუხი, ან ვერ გაგცემთ.
მას შემდეგ, რაც „ინფო 9“–ის ჟურნალისტმა ცეზარ ჩოჩელს კითხვით მიმართა და კომენტარი სთხოვა, გუბერნატორმა მათ„ტენდენციურები“ და „ხალხის მოსისხლე მტრები“ უწოდა.
ცეზარ ჩოჩელი „ინფო 9“–ის ჟურნალისტს: თქვენ ვინ ბრძანდებით?
ჟურნალისტი: ჟურნალისტი „ინფო 9“–ის, თეა შომახია.
ცეზარ ჩოჩელი: თქვენ ხართ ძაან ტენდენციური ხალხი და აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდდამხოლოდ გვერდიდან იდგეთ და ნახოთ ჩემი ხალხთან შეხვედრა. თქვენა ხართ, ხმამაღლა გეუბნებით, აემ ხალხის თვალწინ, მთელი თქვენი ჯგუფი არის ამ ხალხის მტერი, მოსისხლე მტერი.
ჟურნალისტი: ქალბატონმა დასვა კითხვა.
ცეზარ ჩოჩელის თანმხლები: არა, დასვა, გავეცით პასუხი რა.
ცეზარ ჩოჩელი: თქვენ არ გცემთ მეთქი პასუხს, მე ხალხს გავცემ, გამოდით აქეთ რა.
მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი იმის გასარკვევად, რატომ უწოდა გუბერნატორმა ჟურნალისტებს „ხალხის მოსისხლე მტრები,“ ცეზარ ჩოჩელს დაუკავშირდა.
– ბატონო ცეზარ, თქვენ სოფელ ზარიძეებში „ინფო 9“–ის ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეთ და მათ ხალხის მოსისხლე მტრები უწოდეთ, რატომ მიმართეთ ასე ჟურნალისტებს?
–კომენტარს არ ვაკეთებ გენაცვალე, გავეცი პასუხი რატომ არიან. რატომაც ვუწოდე ხალხის მტრები, ეგ თვითონ აქვთ ჩაწერილი და გამოართვით.
–გუბერნატორს უფლება აქვს რომ ჟურნალისტებს ასე მიმართოს?
–კაი გენაცვალე რა, უფლება რომ არ მქონოდა არ ვეტყოდი – აღნიშნა ცეზარ ჩოჩელმა და ტელეფონი გათიშა
http://www.youtube.com/watch?v=P0xEYzvnuU8...player_embedded