http://www.ipress.ge/new/44306-bidzina-iva...akhurva-mtkhovaექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მას ქვეყანაში კაზინოების დახურვა სთხოვა. როგორც ივანიშვილმა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, ის აზარტულ თამაშებს სიამოვნებით აკრძალავდა.
"სიმართლე რომ გითხრათ, აზარტულ თამაშებს სიამოვნებით ავკრძალავდი, მაგრამ ესეც ეკონომიკააა და მკვეთრი დამოკიდებულება ამაზე არ შეიძლება. განსაკუთრებით აჭარაში, ბათუმში, მას სერიოზული პოზიცია უჭირავს, როგორც ბიზნესს და ქვეყნის განვითარებაში ამ პროცესსაც თავისი ადგილი აქვს. სასტიკად უნდა გამკაცრდეს იქ არასრულწლოვნების მისვლა და არ დაგიმალავთ, მე გუშინაც მქონდა იდეა და ვსაუბრობდი ამაზე, რომ იქნებ ადგილობრივები არ შევუშვათ ამ კაზინოებში. ძალიან ბერი ტურისტი ჩამოდის, ტურისტების დინებასაც უწყობს ხელს კაზინოების არსებობა.
ეს ფაქტია და ამას ვერ უარყოფთ. ამ კაზინეობს თავისი წვლილი და როლი აქვთ, მაგრამ თუ რამე კანონმდებლობას მოიფიქრებთ, მაქსიმალურად გავამკაცრებთ. უამრავი ოჯახი გაუბედურდა, მე ვიცი ეს რა არის.
მახსოვს ერდოღანთან შეხვედრა რომ მქონდა, პირველი ეს მთხოვა, იქნებ ეს კაზინოები დახუროო. იქიდან ჩამოსულებიც ძალიან ბევრნი უბედურდებიან ამ კაზინოებში, მაგრამ რა ვქნათ, ბიზნესის სახეა ეს, ხალხს უყვარს და მოსწონს ეს, ტურიზმსაც ხელს უწყობს, შესაბამისად, კანონდებლობას უნდა მივხედოთ",-განაცხადა ივანიშვილმა.
-----------------------------
არსებობს საქართველოში პოლიტიკოსი, რომელიც აზარტული თამაშების პროპაგანდის წინააღმდეგ დაიწყებს ბრძოლას და ბოლომდე იბრძოლებს?
არსებობს, აგერ პროგრამაც და ბმულიც [ 11 ] [7.80%]
არჩევნებამდე შეიძლება ვინმემ ამოიღოს ხმა, არჩევნების შემდეგ კი გაჩუმდება [ 58 ] [41.13%]
ასეთ პოლიტიკოსს მოკლავენ [ 37 ] [26.24%]
აზარტული თამაშები საქართველოს მომავალია [ 35 ] [24.82%]
Total Votes: 141
სეკა, დურაკა, ბურა - საქართველოს სავიზიტო ბარათისაზოგადოებრივი მაუწყებელი კაზინოებისა This post has been edited by bochormeli on 25 Sep 2016, 09:49