პირველ რიგში: შეიძლება ცდებოდეს ყველა. გაბრიელ ბერის რაღაც ნათქვამი არ ასრულდა. არც მოწამეთელი მამა გიორგისა. არც მე-20 საუკუნის რამდენიმე ცნობილი და აღიარებული რუსი წმინდა მამისა. მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს.
(27) ოქტომბერი - ხილვის ავტორის ინტერპრეტაციაა.
ისევე როგორც ხილვის ახსნა "ეკლესიის პოლიტიზირებით". ასეთი მოვლენა იყო ახლო წარსულში, 20-იოდე წლის წინ (რაზეც მე პრინციპულად არაფერს ვიტყვი ახლა, ამ დროებაში), შემდეგ - თუნდაც მაშინაც, როცა განსაკვეთ ბასილ კობახიძეს არ ჰკვეთდნენ სწორედ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო. ამიტომ აქცენტი მხოლოდ დღევანდელ "პოლიტიზაციაზე" ცალმხრივია. სასჯელის მიზეზი კი ხილვაშივეა ჩამოთვლილი, და მათ შორის არაა "ეკლესიის პოლიტიზება".
ასევე, სასურველი იყო, მას არ შემოეთავაზებინა ღონისძიებები, რა უნდა გაკეთდეს და რა მონუმენტი დაიდგას. ეს მისი კომპეტენციის საკითხი არაა.
დროის განსაზღვრა უმადური საქმეა. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ალალბედზეა. არცერთ მხილველს, ეკლესიის მოღვაწე იქნება (თუნდაც წმინდანი, თუნდაც დიდი წინასწარმეტყველი) თუ ოკულტისტი, არ შეუძლია, ზუსტად დაასახელოს თარიღი. ტყუილად კი არ ამბობს ლელა, კოსმოსში დრო არ არსებობს, მე (ჩვენ) დროს ვერ ვხედავო. ანკი საიდან იტყვის, როცა მისი ინფორმაცია უბრალოდ სურათებია, რასაც მას აჩვენებენ. ზოგს გაუკვირდება, მაგრამ ასეთი "მიმღებები" "ვედრო ორ შაურადაა", ყველა დიაფილმებს ხედავს და არავინ არ იცის დრო.
ხილვაში ასევე არ ვეთანხმები აქცენტს თუ ახსნას, რომ ყველაზე მეტად ის ეპარქიები გადარჩება, სადაც ადგილობრივი ღვთისმსახურები უკეთ მოღვაწეობენ. ჯერ ერთი, დასავლეთი და კახეთი უბრალოდ განზეა ცხინვალი-ახალქალაქის ღერძისგან. მაგალითად, მეუფე იობის ეპარქია კი ზუსტად ამ ხაზზეა. ახლა რა, სასწაულს მოვითხოვთ ამ ეპარქიის გუნდისგან? სასწაული იშვიათად ხდება, და ისტორიის განხილვას კი მთელი მისი მსხვერპლით, უთვალავი თავშეწირული წმინდანით, როცა ლოცვამ და საკმეველმა რატომღაც არ გაჭრა, აზრი არ აქვს.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ როცა მეუფე იობი ამ ეპარქიაში დაინიშნა 17 წლის წინ რაღაც ოციოდე თანამოღვაწით, თავიდან კი გაუკვირდათ, ადგილობრივები მასობრივად და უმიზეზოდ რომ წამოაძახებდნენ ხოლმე: თქვე ბოზებო! თქვე კარტოჟნიკებო! თქვე ნარკომანებო!

გაიარა ორიოდე თვემ და გაოგნებულმა ხალხმა მობოდიშება დაიწყო: თქვენ ვინ ყოფილხართ, თქვენ ანგელოზები ყოფილხართ...
მაშინ ეპარქიაში სულ 4 ეკლესია იყო მოქმედი, ახლა მრავალი ათეული (10 წლის წინ 50 იყო) მოქმედი ეკლესიაა და ძალიან ბევრი მონასტერი (10 წლის წინ 20-ზე მეტი იყო, ახლა არ ვიცი), თან უმეტესობა ნანგრევებიდან ან ახლად ააშენეს. ეს გუნდი, - მთლიანად მეუფე იობის აღზრდილები, - არიან მართლა ბერები - გადაადგილების საშუალებების გარდა ("შავი ჯიპის" ჩათვლით

), მართლა ტანსაცმელი აბადიათ და ეგაა!
თუ ისინი სასწაულებრივად ვერ შეაჩერებენ ტანკებს (და ვინ შეაჩერა როდისმე? რამე რომ იყოს, ამასაც კი აუსრულებდა ღმერთი, მაგრამ იმსახურებს დღევანდელი ჩვენი ერი ასეთ სასწაულს?), ეს არ ნიშნავს, რომ იქ ღვაწლი არ იყო საკმარისი, ლოცვა დააკლეს და საკმევლით არ იყო ტერიტორია შემოსაზღვრული, და სხვა ეპარქიებში კი უკეთესი ღვთისმსახურები და მრევლია.
* * *
gio-owlრა თქმა უნდა.

იუმორი თუ არა - მაშინ ძალიან მსხვილი კომბალი გამოვა თანამოსაუბრე მოყვასისათვის და ცოდოა...

მოვიფიქრებ. თუ გამოვთალე, პასუხს ოლიმპიადისა და ილუმინატების თემაში გავცემ, იქ უფრო უპრიანია.