მოგესალმებით მეგობრებო, ვეცდები დეტალური სამართლებრივი ანალიზი გავუკეთო მოცემულ საკითხს, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ამ თემით სპეკულირება.
როგორც საყოველთაოდ ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და დღეის მდგომარეობით ის არის, მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქე.
საქართველოსა და საფრანგეთს შორის 1997 წლის 3 თებერვალს გაფორმდა საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ, რომელიც ძალაშია 2000 წლის 13 აპრილიდან. ეს ხელშეკრულება, როგორც სათაურიდან ჩანს იცავს ხელშემკვრელი სახელმწიფოების, მათი მოქალაქეების და იურიდიული პირების ინვესტიციებს მეორე სახელმწიფოში.
ამ ხელშეკრულების პირველ პუნქტში განმარტებულია ინვესტიციის მნიშვნელობა, კერძოდ
საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
მუხლი # 1 - განმარტებანი
მიღებულია - 03.02.1997 წ ძალაშია - 13.04.2000 წ
02.08.2012 წ - მდგომარეობით
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:
ტერმინი "ინვესტიცია" გამოიყენება ყველა სახის ფასეულობის აღსანიშნავად, როგორიცაა: ნებისმიერი სახის ქონება, უფლებები თუ სარგებელი; ამასთან კერძოდ, თუმცა არა ამომწურავად, მოიცავს:
ა) მოძრავ და უძრავ ქონებას, ისევე როგორც სხვა სახის ქონებრივ უფლებებს, როგორიცაა: თამასუქი, იპოთეკა, უზუფრუქტი, თავდებობა და ყველა ანალოგიური უფლებები.
ბ) ემისიის შედეგად მიღებულ აქციებს და მონაწილეობის სხვა ფორმებს, მათ შორის მცირე წილით ან არაპირდაპირი მონაწილეობის ფორმებს რომელიმე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე.
გ) ობლიგაციებს, სავალო ვალდებულებებს და ეკონომიკური ღირებულებების მქონე ყველა მოქმედებებს.
დ) ინტელექტუალურ, კომერციულ და სამრეწველო საკუთრების უფლებებს, ისეთს როგორიცაა: საავტორო უფლება, პატენტები, ტექნიკური პროცესები, ლიცენზიები, სავაჭრო ნიშნები, სამრეწველო დიზაინები, მაკეტები, სავაჭრო სახელები, გუდვილი.
ე) კანონით ან კონტრაქტით მინიჭებულ კონცესიებს, მათ შორის ბუნებრივი რესურსების ძიების, დამუშავების, მოპოვების ან ექსპლუატაციის კონცესიებს, იმ ბუნებრივი რესურსების ჩათვლით, რომლებიც განლაგებულია მონაწილე მხარეების საზღვაო ზონაში.
მიჩნეულია, რომ ეს არის ფასეულობები, რომლებიც ინვესტირებულია ან უნდა იყოს ინვესტირებული ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე ან ძალაში შესვლის შემდეგ იმ მონაწილე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზე ან საზღვაო ზონაშიც არის ინვესტიციები განხორციელებული.
ფასეულობათა დაბანდების ფორმის ნებისმიერი ცვლილება გავლენას არ ახდენს იმაზე, რომ მათ მაინც კაპიტალდაბანდების კვალიფიკაცია მიეცეს, თუკი ასეთი ცვლილება არ ეწინააღმდეგება იმ მონაწილე მხარის კანონმდებლობას, რომლის ტერიტორიაზე ან საზღვაო ზონაში განხორციელდა კაპიტალდაბანდება.
როგორც ხედავთ, ჯარიმა, კანონიერად, თუ უკანონოდ გადახდილი არ განეკუთვნება ინვესტიციის კატეგორიას, ამიტომ ივანიშვილს, რომც ქონდეს სურვილი იმ არბიტრაჟში, სადაც დაიწყო დავა სადაოდ ვერ გახდის ჯარიმებს!!!!!!!!!!!
ამავე ხელშეკრულების კიდევ ერთი მუხლი:
საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება - შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
მუხლი # 7 - ინვესტორსა და ერთ-ერთ მონაწილე მხარეს შორის არსებული სადაო საკითხთა გადაწყვეტა
მიღებულია - 03.02.1997 წ ძალაშია - 13.04.2000 წ
02.08.2012 წ - მდგომარეობით
ინვესტიციასთან დაკავშირებული ყველა დავა რომელიმე მონაწილე მხარესა და მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეს ან საზოგადოებას შორის უნდა გადაწყდეს მეგობრულად, დაინტერესებულ მხარეებს შორის.
თუ ასეთი დავა ვერ გადაწყდა დავის დაწყების თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში, მაშინ ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის თანახმად იგი საინვესტიციო დავების ცენტრის (C. I. R. D. I.) მიერ გადაჭრას უნდა დაექვემდებაროს. ეს ცენტრი სახელმწიფოთა და სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებს შორის დავათა გადაწყვეტის მიზნით შეიქმნა ვაშინგტონში 1965 წლის 18 მარტს ხელმოწერილი კონვენციის საფუძველზე.
ივანიშვილის მიერ დავის დაწყების სამართლებრივი საფუძვლები ისაა რაც დავწერე ზემოთ, ეხლა ფაქტობრივი საფუძვლები, ის სადაოდ ხდის ნაციონალების მიერ განხორციელებულ უპრეცედენტო აფიორას, როცა სპეციალურად ქართუსთვის შეცვალეს 2 თვით საგადასახადო კანონმდებლობა და რეგისტრაციის დროის მიუხედავად საგადასახადო გირავნობა-იპოთეკას მიანიჭეს უპირატესობა რეგისტრირებულ ანალოგიურ უფლებებთან (სხვათაშორის მოცემული ცვლილება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციასაც) და ქართუ ბანკს აახიეს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით რამოდენიმე ასეული მილიონი ლარი, უფრო სწორად სახელმწიფო საკუთრებაში გადაიტანეს ხელოვნურად შექმნილი საგადასახადო ვალდებულებების საფუძველზე ქართუ ბანკის დებიტორების ის ქონება, რომლითაც მათი ვალდებულებები იყო უზრუნველყოფილი და სესხები დატოვეს უზრუნველყოფის გარშე, ამას დაემატა, ის რომ არაუზრუნველყოფილი, პრობლემური სესხები ბანკს იძულებულს ხდის განახორციელოს ამ სესხების დარეზერვება ეროვნულ ბანკში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკში შევა დროებითი ადმინისტრაცია, ამას დაემატა ის ათეულობით მილიონი ლარი, რომელიც ბანკიდან გაიტანეს ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა სახელმწიფოს პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლით.
ერთი კითხვა მაქვს ნაციონალების მხარდამჭერებთან: მე თუ დღეს თქვენ გაჩუქეთ 10 ლარი, ხოლო ხვალ თქვენ მე თაღლითურად წამართვით 50 ლარი, არ უნდა მოვითხოვო ამ 50 ლარის დაბრუნება? და ამ შემთხვევაში ვისი საქციელი უფრო უზნეოა თქვენი თუ ჩემი?????
This post has been edited by venturara on 2 Aug 2012, 22:16