ბ-ნო დავით თქვენი დღევანდელი ნათქვამიდან გამომდინარე გამიჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თქვენ წვერის გაპარსვა არ გეცოდინებათ.
ამიტომ:
--მზადება.
გაპარსვის წინ საფუძვლიანად დაიბანეთ პირი ცხელი წყლით. ამგვარად უკეთ მოამზადებთ სახის კანს სამართებელთან კონტაქტისთვის, დაარბილებთ წვერს. შეგიძლიათ სპეციალური კრემებიც გამოიყენოთ.
--პროცესი.
პარსვა უნდა დაიწყოთ ლოყებიდან. მიიტანეთ სამართებელი ბაკებთან და ჩამოუყევით ქვედა ყბის ბოლომდე, ზემოდან ქვევით. დაიხსომეთ მთავარი წესი – წვერი უნდა გაიპარსოთ თმების ზრდის მიმართულებით. თავისუფალი ხელით პერიოდულად დაჭიმეთ სახის კანი. სამართებელს ძალიან ნუ დააწვებით. დამაჯერებელი და თანაბარი მოძრაობები სავსებით საკმარისია. ყელის პარსვისას სამართებელი უნდა ამოძრავოთ ყელის ძირიდან ქვედა ყბის ბოლოსკენ, ქვევიდან ზევით. ჩაბრუნებულ თმებთან სამართლებლით ჭიდილი გაუმართლებელია. თუკი სამართებლის ორჯერ გადასმის შემდეგ თმა არ დაგემორჩილათ, ამოიღეთ სტერილური პინცეტით.
სამართებლის ყოველი მეორე გადასმის შემდეგ მისი პირი უნდა გარეცხოთ წყლის ჭავლის ქვეშ. თუკი არ გაქვთ უხეში თმები, ამ მიზნისთვის შეგიძლიათ ცივი წყალი გამოიყენოთ – პარსვის პროცესი უფრო სასიამოვნო გახდება. მაგრამ თუკი განგებამ უხეში წვერით დაგაჯილდოვათ, სამართებლის პირი აუცილებლად ცხელი წყლით უნდა გარეცხოთ.
ნიკაპი და ულვაში შედარებით რთული ადგილებია, ამიტომაც ისინი გაიპარსეთ ბოლოს, რათა საპარსმა საშუალებამ მაქსიმალურად დაარბილოს კანი და თმა. ტუჩები მიიბჯინეთ კბილებზე. თუ დაგჭირდათ კანის გამოსაბურცად დაიხმარეთ ენა. სამართებლის დახრის კუთხე გაზარდეთ. ამის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ პირი. სახეზე ხელის გადასმით იპოვეთ ცუდად გაპარსული ადგილები. მათ გასაპარსად არაა აუციელებელი საპარსი საშუალების ხელახლა წასმა. გაავლეთ სამართებელი ცხელ წყალში და გადაისვით ცუდად გაპასრულ ადგილებზე.
რთულად გასაპარსი ადგილების გასაპარსად მოიხმეთ იმპროვიზაცია. ცხვირის მიდამოებში, ასევე ყელისა და ლოყების გამყოფი მონაკვეთის პარსვისას შეგიძლიათ არ გაჰყვეთ თმების მიმართულებას. სცადეთ სხვადასხვა მიმართულება, მაგრამ დაიცავით მეტი სიფრთხილე.
გისურვებთ წარმატებებს ბატონო დავით.