#32815719 · 2 Sep 2012, 10:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვიდეოს ვერ ვხსნი და არ ვიცი რა ხდება, მაგრამ როგორც ჩანს ხელფასების გადაუხდელობაზეა საუბარი.
ასეთივე მდგომარეობაა მესტიაში, რომლის ცენტრალურ ნაწილსაც გამალებით აშენებენ მეტწილად ბარიდან ამოყვანილი მუშები. ეს მუშები კი ჩივიან, რომ ფაქტიურად ჭამის გულისთვის მუშაობენ და ვერაფერს სახლში ვერ აგზავნიან. არავინ კურსში არ არის მშენებლობის ხარჯთააღრიცხვაზე და სახელფასო განაკვეთზე. რაც იციან, ის არის, რომ მათზე განკუთვნილი თანხის ორ მესამედს "პრარაბი" და ვიღაც პირები იჯიბავენ. მონების შრომის ვარიანტი ეგვიპტეში! იქნებ ვინმემ, განსაკუთრებით არასამთავრობოებმა მაინც მიაქციონ ყურადღება ამ საქმეს. ეს ინფორმაცია მე თვით მუშებისგან მაქვს მოსმენილი და არ ჩაითვლება ოფიციალურ ინფოდ.
მე პირადად ვიცი მხოლოდ ერთი პატიოსანი სამშენებლო ფირმა, რომელიც მუშებს გამოუტანს ხარჯთააღრიცხვას და განუმარტავს ყოველ კონკრეტულ ობიექტზე რა არის სახელფასო განაკვეთი და მათ თვალწინვე კალკულიატორით აკლებს ამ თანხას საშემოსავლო გადასახადს, ანუ 20%-ს. ასე უნდა იქცეოდეს ყველა მშენენებელი.
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|