#32415661 · 4 Aug 2012, 03:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Sephora
QUOTE | 1. ხეჭეჭური (სიტყვაზე, რომელიც უძლებს ყინვას) 2. პანტა (უძლებს წყალდიდობას და სიცხეს) 3. გულაბი (დავუშვათ, მედეგია ჭიის მიმართ) მე გენური ინჟინერიით ამ 3 ჯიშის მსხლიდან ამომაქვს რეზისტენტული გენები და ვდებ სხვა მსხალში. შედეგად ვიღებ უხვმოსავლიან ჯიშს, რომელიც უძლებს ყინვასაც, დატბორვასაც და ჭიებსაც. მოდის მეტი მოსავალი და არ მაქვს დანაკარგი. სადაა აქ პრობლემა? |
არა, მასე კი არა, ასე: ვიღებ პამიდორს და შიგ ვნერგავ თეთრი დათვის ყინვაგამძლეობის განმსაზღვრელ გენს. ან ვიღებ კიტრს და შიგ ვნერგავ სახარის ხვლიკის გვალვაგამძლეობაზე პასუხისმგებელ გენს. ხოოოდა, მერმე ის არ კი იციან, ეს გენები ერთად რა ცილებს წარმოქმნის, მიტომ რომ ბუნებას მსგავსი არაფერი უკეთებია აქამდე. ამის დადგენას კი საუკუნე სჭირდება.
ძროხის ცოფის მაგალითს გეტყვი. როცა მსხვილფეხა საქონელს დააწყებინეს ცხოველური საკვების მიღება, პირველად ამის წინააღმდეგ ვეტერინარმა ფროიდმა გაილაშქრა. მან ასეთი რამ თქვა: დასაშვები რომ ყოფილიყო ამნაირი რამ ბუნება ჩვენ არ დაგველოდებოდა, თავად გააკეთებდა. რადგან ეს ასე არ მოხდა, საძაგლობას მივიღებთ-ჯერ ძროხები დაავადდებიან და მერე მისი ხორცით ადამიანებიო. მან ამ დაავადებას ძროხის ცოფი უწოდა, რადგან ამტკიცებდა, რომ ძროხები გაცოფდებოდნენ. მისმა ამ სტატიამ ხალხი გაამხიარულა და კაი ხანი დაცინვის ობიექტი იყო.
მას შემდეგ თითქმის საუკუნე გავიდა და უცნაური ავადმყოფობა, რომელიც აქამდე აღწერილი არ ყოფილა, მთელ ევროპას მოედო. როცა აღმოჩნდა, რომ ეს ფროიდის წინასწარმეტყველების ახდენა იყო, მის საპატივსაცემოდ ძროხის ცოფი უწოდეს, მიუხედავად იმისა, რომ არც ავადმყოფი ცხოველი და არც ავადმყოფი ადამიანი კბენა-ღრენაზე არ გადადიოდა. მას შემდეგ ძროხის საკვებში ცხოველური ნარცენების შეტანა აიკრზალა, მაგრამ ამას უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა და ეწირება.
--------------------
შენი დედაც მოდის ტყიბულიდან, პაპუნა უგრეხელიძევ, პოლიტპატიმრის დევნისთვის!
ვიბარებ ძველ, ნახმარ ავეჯს, აქვე, ფორუმზე.
|