ეჰუები ადამიანისებრი ამაზრზენი არსებები არიან - გაველურებულები, ყოველგვარ ადამიანურ კულტურას მოკლებულნი.
ისინი ჰუინგმების ქვეყანაში ზღვით მოსულან, სადაც პარტნიორებს გადაუსვამთ და მიუტოვებიათ.
ორი ეჰუ მთებში დასახლებულა და გამრავლებულა, მაგრამ მათი შთამომავლები ძალიან გაველურებულან. გულივერი ვარაუდობს, რომ ეჰუები ინგლისიდან უნდა იყვნენ გამოსულები, თუმცა ეს დანამდვილებით არსაიდან ჩანს.
ეჰუები დაჯილდოებულნი არიან ადამიანური ნაკლოვანებების მთელი თაიგულით. სახელდობრ:
სიხარბე: „თუ ხუთ ეჰუს მოუტანთ 50-სთვის სამყოფ საკვებს, ისინი იმის ნაცვლად, რომ მშვიდად დაიწყონ ჭამა, იწყებენ ჩხუბს, რათა ყველაფერი ერთ მათ დარჩეს“
აგრესიულობა: „ეჰუებს შორის ბრძოლები ყოველგვარ ხილულ მიზეზს გარეშე იწყება. ეჰუები თავს ესხმიან მეზობელ ეჰუებს... წარუმატებლობის პირობებში ისინი შინ ბრუნდებიან და მტრის არყოფნის გამო ერთმანეთთა იწყებენ ბრძოლას“.
ხელისუფლება ეჰუებთან: „ჯოგების უმრავლესობას რაღაც ბელადების მაგვარიც ჰყავს... რომლებიც, როგორც წესი, მთელს ჯოგში ყველაზე მათხოჯები და ბოროტები არიან. ყოველ ასეთ ბელადს, ჩვეულებრივ, ჰყავს ფავორიტი, რომელიც ძალიან ჰგავს მას. ფავორიტის მოვალეობაა, ულოკოს ბელადს ფეხები და უკანალი და პერიოდულად მიჰგვარის ძუკნები ბუნაგში. სანაცვლოდ, მას პერიოდულად აჟილდოვებენ ვირის ხორცის ნაჭრით.
ბელადი ხელისუფლებაშია მანამ, სანამ არ გამოჩნდება უარესი; გადააგდებენ თუ არა ბელადს, ტომის ყველა ეჰუ მჭიდროდ შემოერტყმება გარს და თავიდან ფეხებამდე ამოსვრიან ფეკალიებში“.
რა კაცი დავკარგეთ!
ძალიან მიყვარდა კახა კაციტაძე. გაანათლოს მისი სული უფალმა.
http://www.for.ge/view.php?for_id=10560&f_...sTan+mebrZolebi