მე მხოლოდ ერთს ვიტყვი.
ზოგადად ადამიანი, არ უნდა იყოს დაუნახავი ანუ უნდა ხედავდეს ყველაფერს.
მე ვხედავ ცუდს და ვხედავ კარგსაც.
კონკრეტიკას რაც შეეხება:
ვსაქმიანობ საქართველოს საზღვრებს გარეთ. საქართველოში ხშირად ვარ, მაგრამ არ ვცხოვრობ.
ყოველ ჩამოსვლაზე მაკვირვებს მაგალითად არა შენობები, შადრევნები და ა.შ. არამედ -
ორი წლის წინ დამცინოდნენ ეხლა კი ჩამჯდარი არ ვარ მანქანაში რომ უსაფრთხოების ღვედს მიწვდიან

ღამის თბილისში ისე გავერთე ბავშვებით სეირნობისას, რომ საბაგიროთი ასვლის მერე, შუაღამისას მარტო ავღმოჩნდი მთაწმინდაზე პატარებთან ერთად.
საათზე რომ დავიხედე განგაში ავტეხე და ირგვლივ მიმოვიხედე ათასი აზრით წარსულიდან, თუმცა მალე დავწყნარდი - ახლა სხვა დროა.
მეგობარი მოუთმენლად ელოდებოდა საჩუქარს, რომელიც თან არ მქონდა. ტაქსით სარგებლობა არ გვინდოდა. სამი მანქანა ეყენა კარებთან.
ვერც ერთმა ვერ გაბედა საჭესთან დაჯდომა რადგან ლუდი გვქონდა დალეული - ყბა ჩამომვარდა

ნაცნობობის მუღამში, ცოტა ხნის წინ, კუთხის პატარა მაღაზიაში, ნაცნობი ბაბუ არავითარ საჩეკო აპარატისაკენ არ იხედებოდა როდესაც დახუნძლური გამოვდიოდი,
ეხლა კი შესული არ ვიყავი მაღაზიაში ერთი ნაყინის საყიდლად რომ ეგ რაღაცა აპარატი ხელში მომარჩვებული ეკავა - მივესალმე ძველ ნაცნობს და კვლავ ყბა ჩამომვარდა

წლის წინ აირზენათი მოვფრინავდი და როდესაც კრიტიკულ ზღვარს მივაღწიე საპირფარეშოში გავიქეცი, სულ ერთი (ღრმა) ნაპასი დავარტყი სიგარეტს,
თუმცა კარებში გამცილებელმა გოგონამ უხერხულად გამიღიმა და მითხრა რომ ჯარიმა უნდა გადამეხადა, რადგანაც ნათურა აინთო კვამლისაგან.
როგორც კანონმორჩიულმა უსიტყვოდ გადავიხარე.
იმწამსვე იქვე მყოფი გამცილებელი ბიჭი ორიოდე მეტრაში მყოფ ''სამზარეულოში'' შემიძღვა და სიტყვებით: - ძმაო კარგი ბიჭები ვართ... ამ წესების დედა ვატირე.. თუ გეწევინებოდა რატომ არ მითხარი... და ა.შ.
იქნე მომაწევინა მთელი სიგარეტი, ოღონდ: - ძმაო აგერ გაუშვი კვამლიო.
ვეწეოდი და ვფიქროდი: წუთის წინ ერთ ნაპასში 50 ევრო გადავიხადე, ეხლა კი ორ ნაბიჯში სიგარეტს ვაბოლებ/მაბოლებინებენ ძმობაში

ეხლა კი როდესაც იგივე ''სამზარეულოს'' ფარდას შევეხე, საიდანღაც გაჩენმა გამცილებელმა თავაზიანად მიმითითა, რომ მანდ მე არაფერი მესაქმებოდა და საერთოდ უნდა დავმჯდარიყავი და ღვედი შემეკრა..
ერთი სიტყვით ბევრი დეატალებია რასაც ვამჩნევ და მსიანოვნებს...
ასევე ბევრია რასაც ვხედავ და არ მსიამოვნებს....
This post has been edited by wano on 7 Aug 2012, 11:19