#39566539 · 24 Jan 2014, 18:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალი თემის გახსნას ვაპირებდი თითქმის ანალოგიური სათაურით და ყოველშემთხვევისთვის, დავგუგლე და ეს ამოაგდო. ეს რა კარგი თემა ვიპოვე. მოდი, კიდევ ერთხელ გადავხედოთ და დავფიქრდეთ. აქვს თუ არა უკრაინელ ხალხს აჯანყების უფლება ? იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ამბოხებამ მიზანს მიაღწია, რა ელის იმ ნაწილს, ვინც ამბოხებულთა მიზანს არ იზიარებს, განსაკუთრებით - უკრაინის რუსული თვითშეგნების მოქალაქეებს? ექნებათ თუ არა მათ აჯანყების უფლება? მართალი იყო თუ არა ჯაბა?
ორმაგი სტანდარტები და ე.წ. პოლიტიკური მიზანშეწონილობა, თუ - საერთაშორისო ნორმები ყველა შემთხვევაში?
რაღაც ვერაა ჩვენი პოზიცია მყარი და სამართლიანი უკრაინასთან დაკავშირებით, ყველა თავისი საზომით ჭრის და კერავს. მარტო ფორუმელებს არ ვგულისხმობ, რა-თქმა უნდა - იქით დასავლეთი ატრაკებს, აქეთ - რუსეთი. გავლენის სფეროებია მთავარი, ასე იკვეთება. ანუ - "სილა იესწ - სოვესწი ნი ნადა" უკრაინა და უკრაინელი ხალხია ცოდვა, მანდ სულ სხვა მასშტაბები ექნება კონფლიქტს. ჩვენ ვერაფერს შევცლით, მაგრამ შევეცადოთ ნამუსი მაინც ვიქონიოთ და იმის მიხედვით ნუ განვსჯით, თუ რა არის ჩვენთვის ხელსაყრელი. ეს ცინიზმია უკრაინელი ხალხის მიმართ.
This post has been edited by crocodile on 24 Jan 2014, 18:53
--------------------
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)
|