მაღლა - მაღლა რომ დაფრინავ, ვარსკვლავი ხომ არა ხარ,
იქნებ დაბლა ჩამობრძანდე, მეც მომხედო ხანდახან,
ნისლებში რომ იმალები, მზის სხივი ხომ არა ხარ,
ჩემ ბაღებსაც მოაფინე შენი შუქის ბარაქა, ბარაქაააააა...
იქნებ ერთხელ მოგენატროს ჩემი სახის დანახვა,
ღრუბელ-ღრუბელ დაგეძებდე, მეძახოდე, სადა ხარ ,სადა ხაააარ...
აქეთ-იქით რომ დაფრინავ, ნიავი ხომ არა ხარ,
იქნებ ჩემთან მოგიყვანა, ჩემი დარდიც განახა,
არ მოხვალ და სხვასთან წავალ, სხვა ანგელოზს მოვნახავ,
მაღლიდან რომ გადმომყურებ, განა შენი მონა ვარ, მონა ვაააარ...
იქნებ ერთხელ მომენატროს შენი სახის დანახვა,
ღრუბელ-ღრუბელ დამეძებდე, მეძახოდე, სადა ხარ, სადა ხაააარ...
არ მოხვალ და სხვასთან წავალ, სხვა ანგელოზს მოვნახავ,
მაღლიდან რო გადმომყურებ, განა შენი მონა ვარ, მონა ვაააარ...
იქნებ ერთხელ მომენატროს შენი სახის დააანახვა,
ღრუბელ-ღრუბელ დაგეძებდე, მეძახოდე, სადა ხარ, სადა ხაააარ...
აუ,ამეკვიატა
დოდო გვიშიანის ლექსია და ეთერ ჭელიძის მუსიკა და დათუნა სირბილაძე მღერის და სხვებიც ალბათ...
* * *
http://forum.internet.ge/images/smilies/rock.gif This post has been edited by nia4u on 10 Aug 2012, 04:14