ჩემს მიერ (ზემოთ) მითითებულ ლინკდებზე შედით აუიცილებლად!
http://medportal.ge/hepatitisc/?pg=60&cid=26პაციენტებისათვის
ძირითადი რეკომენდაციები
ცნობა ვირუსული ჰეპატიტით დაავადების შესახებ თითქმის ყოველთვის ძლიერი სტრესია როგორც ავადმყოფებისათვის, ასევე - მათი ოჯახის წევრებისათვის.
ვირუსული ჰეპატიტის არსებობა ნიშნავს, რომ თქვენ ქრონიკული დაავადება გჭირთ. პირველადი ინფიცირების შემდეგ ადამიანების დაახლოებით 80%-ს არ აქვს რაიმე სახის სიმპტომები და ღვიძლის ფუნქცია შეიძლება დიდხანს იყოს შენარჩუნებული, თუმცა დაავადება შეიძლება ათეული წლების განმავლობაში ფარულად პროგრესირებდეს და სიცოცხლისათვის საშიში გახდება მხოლოდ მწვავე ფორმის დროს ან ციროზის განვითარების შემთხვევაში. აღნიშნული პროცესი ჩქარდება ჯანსაღი ცხოვრების წესის იგნორირების დროს, როდესაც ავადმყოფი აგრძელებს ნარკოტიკების და/ან ალკოჰოლის მოხმარებას, არ იცავს რეჟიმს, არ მკურნალობს, ასევე В ჰეპატიტის ვირუსით ერთდროული ინფიცირების შემთხვევაში.
საკუთარი ინფექციური სტატუსის ცოდნისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში შეიძლება თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გაუარესება, ასევე ინფექციის გადაცემა ოჯახის წევრებზე და მჭიდრო კონტაქტში მყოფ სხვა ადამიანებზე.
თუკი ადამიანი HCV ინფიცირებულია, მან უნდა:
მიმართოს ექიმს სპეციალიზებულ დაწესებულებაში, რათა მიიღოს ინფორმაცია და რჩევები დახმარებისა და მკურნალობის ვარიანტებთან დაკავშირებით;
ჩაიტაროს იმუნიზაცია А და В ჰეპატიტების საწინააღმდეგო ვაქცინით, ამ ორი ჰეპატიტის ვირუსით თანმხლები ინფექციების თავიდან ასაცილებლად და საკუთარი ღვიძლის დასაცავად;
მიიღოს დროული და შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მათ შორის ანტირეტროვირუსული თერაპია (მკურნალობის სქემას და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, რომელიც ასევე აფასებს მის ეფექტურობას HСV-რნმ-ის ვირუსული დატვირთვის და სისხლის ბიოქიმიური ანალიზების საშუალებით).
ჩაიტაროს რეგულარული კონტროლი ღვიძლის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით (ღვიძლის ფუნქციების შეფასება, არანაკლებ, ერთხელ წელიწადში, ასევე მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა, იშვიათად, ღვიძლის პუნქციური ბიოფსია).C ჰეპატიტის არსებობის შემთხვევაში უნდა გახსოვდეთ, რომ:
თანამედროვე მედიცინის მიღწევების წყალობით, ჰეპატიტი ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას, თუმცა განკურნებულთა რიგში მოხვედრას დიდი ძალისხმევა სჭირდება როგორც ექიმის, ასევე - პაციენტის მხრიდან.
უნდა მოიძიოთ ექიმი და მისი კონსულტაციის გარეშე არ უნდა მიმართოთ მკურნალობის არანაირ მეთოდებს.
საჭიროა ოჯახის წევრების და ახლობელი ადამიანების სრულად ინფორმირება არსებული დაავადების შესახებ.
არასდროს არ გამოიყენოთ სხვასთან საზიარო პირსაპარსი მოწყობილობა, კბილის ჯაგრისი და ნებისმიერი საგანი, რომელიც შეიძლება იყოს დაბინძურებული სისხლით.
სქესობრივი კავშირის შემთხვევაში, ყოველთვის უნდა ისარგებლოთ პრეზერვატივით.
უნდა გააფრთხილოთ თქვენი დაავადების შესახებ ის ექიმები, რომელთაც შეიძლება საქმე იქონიონ თქვენს სისხლთან ან სხვა სითხეებთან (სტომატოლოგები, გინეკოლოგები და სხვ.).
უნდა გააფრთხილოთ საპარიკმახეროს ან იმ დაწესებულებების მუშაკები, სადაც კეთდება მანიკური, პედიკური, პირსინგი და ტატუ.
სავალდებულოა პირადი ჰიგიენის წესების ცოდნა და დაცვა.
დაავადება მართლაც ითხოვს კორექტივების შეტანას ცხოვრების წესში. აუცილებელია უარის თქმა ალკოჰოლზე.
არასდროს აღარ გამოიყენოთ საინექციო ნარკოტიკები. თუკი არ შეგიძლიათ მათზე უარის თქმა და დამოკიდებულების მდგომარეობიდან გამოსვლა, არასდროს არ გამოიყენოთ სხვასთან ერთად საზიარო ნემსები, შპრიცები, ხსნარები და სხვ.
ეცადეთ, დაიცვათ დიეტა (შეამცირეთ მარილიანი, ცხარე, სუნელებიანი, შემწვარი, კონსერვანტების შემცველი საკვები).
აღნიშნულის მუხედავად, თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ აქტიური ცხოვრება, მუშაობა, ადამიანებთან შეხვედრები, შეგიძლიათ იყოლიოთ შვილები და ა.შ.
_______________________________________________________________________________________________________________
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანაზაციის ოფიციალური ინფორმაცია www.who.int
დაავადების მიმდინარეობა
HCV (С ჰეპატიტის ვირუსი) ინფიცირება ზოგჯერ იწვევს დაავადების განვითარებას მწვავე სიმპტომებით. დაავადება ვარირებს სიმძიმის მიხედვით: მსუბუქი ფორმიდან (ხშირად გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარეობს ძირითადად უსიმპტომოდ, სიყვითლის გარეშე) მძიმე, ქრონიკულად მიმდინარე მდგომარეობამდე, რომელიც გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე და შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ციროზის ან ღვიძლის პირველადი კიბოს განვითარება. ჩივილების არსებობა უკვე გართულებულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ამიტომ დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს.
C ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის გზები
ვირუსის გადაცემის ძირითადი გზაა: კონტაქტი ინფიცირებული ადამიანის სისხლთან და სისხლის კომპონენტებთან, ასევე ინფიცირებული სისხლით დაბინძურებულ საინექციო, სამედიცინო ინსტრუმენტებთან და სტომატოლოგიურ იარაღებთან, HCV ინფიცირებული ადამიანის ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს, პირსინგის და ტატუირების, აკუპუნქტურის, პედიკურისა და მანიკურის გაკეთებისას – თუ სტერილიზაციის წესები არ არის დაცული! ის აგრეთვე შეიძლება გადაეცეს დედიდან შვილს.
განსაკუთრებით ხშირია ნარკოტიკების მომხმარებლების მიერ ნემსების, შპრიცების და სხვა მოწყობილობების ერთობლივი გამოყენების შედეგად განვითარებული ჰეპატიტის შემთხვევები.
დღეს საქართველოში ბავშვებიც არიან C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულნი, რაც რიგ შემთხვევაში არასტერილური იარაღებით ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შედეგია.
იშვიათია ვირუსის გადაცემა ინფიცირებულ ადამიანთან სექსუალური კონტაქტის გზით ან ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული პირადი მოხმარების საგნების ერთობლივი მოხმარების დროს.
С ჰეპატიტი არ გადაეცემა დედის რძით, საკვები პროდუქტებით ან წყლით, ასევე უსაფრთხო კონტაქტით, კოცნით.
ტესტირება
საკუთარი ინფექციური სტატუსის ცოდნის შემთხვევაში შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარება, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას HCV ინფიცირების შემთხვევაში, ასევე ინფექციის გადაცემა ოჯახის წევრებზე და მჭიდრო კონტაქტში მყოფ სხვა ადამიანებზე. ზოგიერთი ქვეყანა რეკომენდაციას უწევს სკრინინგს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც იმყოფებიან ინფიცირების რისკ-ჯგუფებში.
რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:
ადამიანები, რომლებსაც გადაესხათ სისხლი, სისხლის პროდუქტები ან გადაენერგათ ორგანოები HCV სკრინინგამდე ან იმ ქვეყნებში, სადაც სკრინინგი ჯერჯერობით არა არის გავრცელებული;
ინექციური ნარკოტიკების ამჟამინდელი ან ყოფილი მომხმარებლები (თუნდაც ინექციური ნარკოტიკი მხოლოდ ერთხელ ქონდეს გამოყენებული მრავალი წლის წინ);
პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იტარებდნენ ჰემოდიალიზს;
ჯანდაცვის მუშაკები;
აივ-ინფიცირებულები;
ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ გადახრა ღვიძლის ტესტებში ან აქვთ ღვიძლის დაავადება;
ჩვილი ბავშვები, რომელთა დედებიც HCV ინფიცირებულები არიან.
მეორადი და მესამედი პროფილაქტიკა
თუკი ადამიანი HCV ინფიცირებულია, მან უნდა:
მიიღოს ინფორმაცია და რჩევები დახმარებისა და მკურნალობის ვარიანტებთან დაკავშირებით;
ჩაიტაროს იმუნიზაცია А და В ჰეპატიტების საწინააღმდეგო ვაქცინით, ამ ორი ჰეპატიტის ვირუსით თანმხლები ინფექციების თავიდან ასაცილებლად და საკუთარი ღვიძლის დასაცავად;
მიიღოს დროული და შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მათ შორის ანტირეტროვირუსული თერაპია;
ჩაიტაროს რეგულარული კონტროლი ღვიძლის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით.
დაავადების პროგრესირება
პირველადი ინფიცირების შემდეგ ადამიანების დაახლოებით 80%-ს არ აქვს რაიმე სახის სიმპტომები.
მწვავე სიმპტომების შემთხვევაში შეიძლება ადამიანს აღენიშნებოდეს ცხელება, ადვილად დაღლა, მადის დაქვეითება, გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, მუქი ფერის შარდი, ღია-მორუხი ფერის ფეკალიები, სახსრების ტკივილი და სიყვითლე (კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების გაყვითლება- იქტერულობა). ეს შეიძლება მეტყველებდეს ღვიძლის დაავადების არსებობაზე.
სტატისტიკის მიხედვით, ქრონიკულად ინფიცირებულების 60-70%-ს უვითარდება ღვიძლის ქრონიკული დაავადება, 5-20%-ს ღვიძლის ციროზი, ხოლო 1-5% იღუპება ციროზის ან ღვიძლის კიბოს გამო.
მკურნალობა
მკურნალობა ემყარება ინტერფერონითა და რიბავირინით თერაპიას. სამწუხაროდ, გლობალურ დონეზე ინტერფერონი არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, არ არის ყოველთვის ადვილად ასატანი, ყველა გენოტიპი მასზე ერთნაირად კარგად არ რეაგირებს და ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს მკურნალობის ბოლომდე დასრულებას. მიუხედავად იმისა, რომ HCV, მთლიანობაში, განკურნებად დაავადებად ითვლება, მრავალი ადამიანისათვის ეს რეალობას არ წარმოადგენს. საბედნიეროდ, მეცნიერული წარმატებების, ინტენსიური კვლევებისა და გამოგონებების წყალობით გამოჩნდა მრავალი ახალი ორალური ანტივირუსული პრეპარატი HCV-ინფექციის წინააღმდეგ. არის იმედები, რომ მალე გამოჩნდება ორალური მედიკამენტები, რომლებიც კონკრეტულად მიმართული იქნება HCV-ს წინააღმდეგ, იქნება უფრო ეფექტური და ადვილად ასატანი. მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმის უზრუნველსაყოფად, რათა ამ წარმატებებმა მიგვიყვანოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაფართოებამდე გლობალურ მასშტაბებში.
=================================================================
ინფორმაცია სხვა წყაროებიდან
როგორ ხდება ინფექციის გადაცემა?
ინფიცირების ძირითადი მექნიზმი - ჰემატოგენურია, პარენტერალური (სისიხლის გზით).
ვირუსმატარებელთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს გადაცემის ალბათობა შეადგენს 3-5%-ს. მონოგამური ქორწინების შემთხვევაში ინფექციის გადაცემის რისკი მინიმალურია, მაგრამ ალბათობა იმატებს მრავალი პარტნიორის და შემთხვევითი სქესობრივი კავშირების შემთხვეევაში. უცნობია, რამდენად ხდება ინფიცირება ორალური სექსის დროს.
იმ პირებისათვის, რომლებსაც აქვთ კონტაქტი ვირუსმატარებლებთან, რეკომენდებულია პრეზერვატივის ხმარება.
დედიდან ნაყოფზე ინფექციის გადაცემა ხდება იშვიათად, არაუმეტეს 5%-ში. უმეტეს შემთხვევაში იბადებიან ჯანმრთელი ახალშობილები. ინფიცირება ხდება სამშობიარო გზების გავლისას, რისი თავიდან აცილებაც დღისათვის შეუძლებელია. ასევე არ არსებობს მკურნალობის პროტოკოლები ახალშობილებისათვის.
არ არის საკმარისი მონაცემები დედიდან შვილზე С ჰეპატიტის ვირუსის რძით გადაცემის შესახებ. ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია დედის ინფიცირების შემთხვევაში, თუკი დარღვეულია სარძევე ჯირკვლების კანის მთლიანობა, არის ნახეთქები, სისხლდენები.
ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო კონტაქტების გზით (ლაპარაკი, ცემინება, ნერწყვი და.ა.შ.) C ჰეპატიტი არ გადადის. ამიტომ ვირუსმტარებლები არ უნდა იყვნენ იზოლირებულნი ოჯახის წევრებისაგან და საზოგადოებაში, არ არის საჭირო მათთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა სამსახურში, სასწავლებელში, მოვლის დროს (ბავშვები, მოხუცები) მარტო იმიტომ, რომ ისინი ინფიცირებულები არიან.
მცირე რისკის ქვეშ მყოფებს მიეკუთვნებიან სამედიცინო მუშაკები და პირები, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი მრავალ პარტნიორთან ან ერთ ინფიცირებულ პარტნიორთან.
С ჰეპატიტზე უნდა ჩაუტარდეს ანალიზი ყველა პირს, რომლებიც მიეკუთვნება მაღალი ან საშუალო რისკის ჯგუფს, ასევე ყველა აივ-ინფიცირებულს. ინფიცირებული დედებისაგან გაჩენილ ბავშვებს ანალიზი უკეთდებათ 12-18 თვის ასაკში. ასევე საჭიროებენ პერიოდულად ანალიზის ჩატარებას სამედიცინო მუშაკები, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ადგილი ქონდა ნემსის შერჭობას ან სისხლის მოხვედრას თვალში.
С ჰეპატიტის რისკის ქვეშ მყოფ ზოგიერთ პირებს ასევე უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია В ჰეპატიტის წინააღმდეგ, ვინაიდან მათში ასევე მაღალია ამ ინფექციით დასნებოვნების რისკიც.
რა სახის ანალიზი ტარდება ინფექციის ფაქტის დასადასტურებლად?
პირველი ანალიზი - ეს არის ანტისხეულები С ჰეპატიტის ვირუსის წინააღმდეგ (ანტი-HCV). თუმცა ეს ანალიზი შეიძლება იყოს ცრუ-დადებითი (ანალიზი დადებითია, მაგრამ ინფიცირებას ადგილია არ აქვს) ან ცრუ-უარყოფითი (უარყოფითი პასუხის მიუხედავად ადამიანი ინფიცირებულია). ამიტომ უფრო ზუსტი დიაგნოსტიკისათვის მიმართავენ რთულ კვლევებს.
შეიძლება თუ არა, ინფიცირების მიუხედავად, ავად არ გავხდეთ?
შეიძლება დავინფიცირდეთ, გადავიტანოთ C ჰეპატიტი და გამოვჯანმრთელდეთ - ალბათობა შეადგენს 10-20%-ს.
შეიძლება დაინფიცირების შემდეგ გავხდეთ ვირუსმტარებლები. ვირუსები მრავლდება მტარებლის ორგანიზმში, მაგრამ დიდ ზიანს არ აყენებს. ასეთ ადამიანებს არ ეცვლებათ ღვიძლის ფუნქციური სინჯები და არ აღენიშნებათ ჰეპატიტის ნიშნები ღვიძლის ბიოფსიის დროს. თუმცა შესაძლებელია დაავადების ფარული პროგრესირება.
და მაინც, ერთხელ ინფიცირებისას უმეტესობას უვითარდება ქრონიკული С ჰეპატიტი - ალბათობა შეადგენს 70%-ს. ყველა მათგანი საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას, ვინაიდან დაავადების აქტივაციის რისკი მათში შენარჩუნებულია.
რა უნდა გავაკეთოთ, თუკი ოჯახში გვყავს С ჰეპატიტით დავადებული?
დაავადებული ან ინფიცირებული ოჯახის წევრი ვალდებულია დაიცვას შემდეგი წესები, რათა ვირუსის გადაცემისაგან დაიცვას ოჯახის სხვა წევრები, კერძოდ:
ის არ შეიძლება იყოს სისხლის ან ორგანოების დონორი;
არ მოიხმაროს საერთო მოხმარების საგნები, რომლებიც შეიძლება გახდეს ინფექციის გადაცემის წყარო (საპარსი მოწყობილობები, ეპილატორები, კბილის ჯაგრისი და ძაფი, მანიკურის ნაკრები);
ხელის გაჭრის ან დაჟეჟილობის შემთხვევაში აუცილებელია დაზიანების დაფარვა ბანდით ან სპეციალური ემპლასტროთი, ან სამედიცინო ხელთათმანების ხმარება).
დადგენილია, რომ ჰეპატიტის ვირუსი გადარჩება გარემოში (მაგ. გამხმარი სისხლის წვეთში) ოთახის ტემპერატურაზე, სულ მცირე 16 სთ და შეიძლება 4 დღეც კი. ინფიცირებული ადამიანის სისხლის მოხვედრის შემთხვევაში საგნები უნდა დამუშავდეს ქლორის შემცველი სარეცხი საშუალებებით ან ქლორიანი კირის ხსნარით 1:100 განზავებით. 60°-ზე გარეცხვა იწვევს ვირუსის ინაქტივაციას 30წთ-ში, ხოლო დუღილი - 2 წთ-ში.
რა გამოსავალი შეიძლება ქონდეს С ჰეპატიტს?
შეიძლება თუ არა მოხდეს თვითგამოჯანმრთელება (მკურნალობის გარეშე)?
მწვავე C ჰეპატიტით დავადებისა და გამოჯანმრთელების ალბათობა შეადგენს, სხვადასხვა მონაცემებით, 10-30%-ს. მწვავე ჰეპატიტის დიაგნოსტირება, ჩვეულებრივ, არ ხდება და გადადის ქრონიკულ ფორმაში. ქრონიკული ჰეპატიტი თავისთავად არ გაივლის და აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას.
შეიძლება თუ არა დავტოვოთ С ჰეპატიტი მკურნალობის გარეშე და არ მივმართოთ ექიმს?
ინფიცირება, როგორც წესი, იწვევს ქრონიკული С ჰეპატიტის განვითარებას. უმეტეს შემთხვევაში ქრონიკული ჰეპატიტი კეთილთვისებიანი მიმდინარეობით ხასიათდება: ვირუსმტარებლობის სახით სიმპტომების გარეშე ან სუსტად გამოხატული ჰეპატიტის ფორმით. თუმცა ავადმყოფი მაინც საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას. ეს საჭიროა იმიტომ, რომ დაავადების აქტივაციის (სახიფათო გამოსავლები) რისკი მაინც ჩება. თუ ქრონიკული ჰეპატიტი მიმდინარეობს ღვიძლის ფუნქციური სინჯების მნიშვნელოვანი შეცვლით, ასეთი პაციენტები საჭიროებენ ანტივირუსული თერაპიის ჩატარებას, ვინაიდან მათში მაღალია ღვიძლის ციროზის განვითარების რისკი.
როდის მიმდინარეობს მძიმედ С ჰეპატიტი?
მძიმე მიმდინარეობით გამოირჩევა С ჰეპატიტი იმ პირებში, რომლებიც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარენ. მათ ციროზი უვითარდებათ 5-8 წელში. მძიმედ მიმდინარეობს ასევე მოხუცებში და ბავშვებში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კატეგორიის პაციენტებში უკუნაჩვენებია სრულყოფილი ანტივირუსული მკურნალობა. ხანდაზმულ პაციენტებში ქრონიკული ჰეპატიტისა და მისი არაკეთილსაიმედო გამოსავლების განვითარების უფრო მაღალი რისკია ახალგაზრდებთან შედარებით.
რა ხიფათი ახლავს С ჰეპატიტს ორსულობის დროს?
ინფიცირებულ ქალებში, როგორც წესი, ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს. ბავშვები უმეტესწილად ჯანმრთელები იბადებიან, თუმცა დედიდან С ჰეპატიტის ვერტიკალური გადაცემის რისკი არსებობს.
С ჰეპატიტის მიმდინარეობა
С ჰეპატიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ჰეპატიტის დიაგნოსტირება ხდება იშვიათად და უფრო ხშირად შემთხვევით. არჩევენ მწვავე ჰეპატიტის შემდეგ გამოსავლის განვითარების სამ სცენარს:
6-12 თვეში გამოჯანმრთელება და С ჰეპატიტის მარკერების გაქრობა - დახლ. 20%-ში;
გადასვლა ე.წ. С ჰეპატიტის ვირუსმტარებლობის ფორმაში, როდესაც არ ქრება დაავადების სიმპტომები და ღვიძლის დაავადების ლაბორატორიული ნიშნები, ანალიზი კი აჩვენებს სისხლში ვირუსის არსებობას (პერსისტენციას). ასეთი შემთხვევები პირველად გამოვლინდება ”შემთხვევით” ჩატარებული გამოკვლევისას (დაახლ. 20%-მდე). ამ ტიპის მიმდინარეობის დროს არაკეთილსაიმედო გამოსავლის სიხშირე არ არის ბოლომდე დადგენილი. მიუხედავად ყველაფრისა, С ჰეპატიტი შეიძლება მაინც განიცდიდეს პროგრესირებას;
ქრონიკული ჰეპატიტის განვითარება ღვიძლის დაზიანების სხვადასხვა კლინიკური და ლაბორატორიული გამოვლინებებით (მწვავე ჰეპატიტის გადატანის შემდეგ შემთხვევათა 60-70%-ში).
მწვავე ჰეპატიტის გადასვლა ქრონიკულში თანდათანობით ხდება და არ არის დამოკიდებული მწვავე ფაზის გამოვლენის ხარისხზე. რამდენიმე წლის განმავლობაში იმატებს ღვიძლის დაზიანება და ვითარდება ფიბროზი, თუმცა ღვიძლის ფუნქცია შეიძლება დიდხანს იყოს შენარჩუნებული.
როგორია დაავადების ხანგრძლივობა?
მწვავე ჰეპატიტის შემდეგ გამოჯანმრთელება შეიძლება მოხდეს ერთ წელიწადში. ქრონიკული ჰეპატიტი გრძელდება ათეული წლები.
ქრონიკული С ჰეპატიტის გამოსავალი
ჰეპატიტის აქტიური მიმდინარეობის შემთხვევაში, ანუ როდესაც ტრანსამინაზების აქტივობა მუდმივად მაღალია, ღვიძლის ციროზად ტრანსფორმაციის რისკი 20 წელიწადში შეადგენს 20%-ს. ციროზით დაავადებულთა 5%-ში შეიძლება განუვითარდეს ღვიძლის პირველადი კიბო. ღვიძის კიბოს განვითარების ალბათობა უფრო მაღალია ორი ინფექციის - В და С ჰეპატიტების ერთდროულად მიმდინარეობის დროს. ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარება ასევეა კავშირში ღვიძლის კიბოს განვითარების უფრო მაღალ რისკთან.
საერთო სტატისტიკა С ჰეპატიტის გამოსავლებთან დაკავშირებით ასეთია: С ჰეპატიტით ინფიცირებული ყოველი 100 ადამიანიდან სავარაუდოდ -
55-85 ადამიანი იქნება ქრონიკულად ინფიცირებული (ქრონიკული ჰეპატიტი ან ვირუსმტარებლობა სიმპტომების გარეშე)
70 ადამიანს ექნება ღვიძლის ქრონიკული დაავადება
5-20 ადამიანს 20-30 წელიწადში განუვითარდება ღვიძლის ციროზი
1-5 ადამიანი დაიღუპება ქრონიკული ჰეპატიტის შედეგების გამო (ციროზი ან კიბო).
ამიტომ აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა და მკურნალობის ჩატარება!
ქრონიკული С ჰეპატიტის სხვა შედეგები
არსებობს С ჰეპატიტის ე.წ. არაღვიძლისმიერი გამოვლინებები, რომლებიც გამოწვეულია აუტოიმუნური პროცესებით. ჰეპატიტის დროს იმუნური სისტემის უჯრედები ”ეჩვევიან” საკუთარი ორგანიზმის უჯრედებთან ბრძოლას. არაღვიძლისმიერ გამოვლინებებს მიეკუთვნება გლომერულონეფრიტი, შერეული კრიოგლობულინემია, კანის მოგვიანებითი პორფირია და ზოგიერთი სხვა დაავადებები.
შეიძლება თუ არა С ჰეპატიტმა გამოიწვიოს დაავადებულის სიკვდილი?
თავად С-ჰეპატიტი სიკვდილს, როგორც წესი, არ იწვევს, მაგრამ მას შეუძლია გამოიწვიოს საშიში გართულებები. მაგალითად, არსებობს HCV-ასოცირებული ციროზით გამოწვეული სიკვდილობის რისკი. უფრო ხშირად იგი ემუქრება ალკოჰოლის მომხმარებელ С ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს. ღვიძლის ციროზით დაავადებული პაციენტების 10-წლიანი გადარჩენის შანსი 50%-ია, რაც ნიშნავს, რომ 10 წელიწადში იღუპება ამ ავადმყოფების ნახევარი.
როგორ გამოვიცნოთ С ჰეპატიტი? ინფიცირებიდან რამდენ ხანში გამოვლინდება პირველი ნიშნები?
ფარული (ინკუბაციური) პერიოდი ჰეპატიტის დროს შეადგენს საშუალოდ 50 დღეს (20-დან 140 დღემდე). შეიძლება სიმპტომები არასდროს არ გამოვლინდეს ან გამოვლინდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც განვითარდება ციროზი.
С ჰეპატიტის ზოგადი სიმპტომები
მთლიანობაში С ჰეპატიტი უსიმპტომო დაავადებაა და დიაგნოსტირება ხშირად შემთხვევით ხდება, სხვა დაავადებების გამო ჩატარებული გამოკვლევების დროს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ანალიზები.
სიმტომებს შორის უფრო ხშირია ასთენია, სისუსტე, ადვილად დაღლა, მაგრამ ეს სიმპტომები არასპეციფიკურია. ღვიძლის ციროზის დროს შეიძლება აღინიშნოს სიყვითლე, მუცლის მატება ზომებში (ასციტის გამო), სისხლძრღვოვანი ვარსკვლავები, მზარდი სისუსტე.
რომელ დავადებას შეიძლება ახასიათებდეს ასეთივე ნიშნები?
ნებისმიერ ქრონიკულ ინფექცისა და ინტოქსიკაციას შეიძლება თან ახლდეს ასთენიური სინდრომი, ადვილად დაღლა.
რომელი ნიშნების მიხედვით შეიძლება პირველად ეჭვის მიტანა С ჰეპატიტზე?
მწვავე ჰეპატიტი დიაგნოსტირდება იშვიათად და შემთხვევით. მას ახასიათებს ღვიძლის ტრანსამინაზების მაღალი აქტივობა (ალანინამინოტრანსფერაზა ხშირად იზრდება 10-ჯერ და მეტადაც) კლინიკური გამოვლინების (ჩივილები, დაავადების გარეგნული გამოვლინება) არარსებობის პირობებში. მწვავე ჰეპატიტის სიმპტომებს მიეკუთვნება ინტოქსიკაცია, მადის გაქრობა, სისუსტე, გულისრევა, ზოგჯერ სახსრების ტკივილი. ამის შემდეგ შიძლება განვითარდეს ღვიძლისა და ელენთის გადიდება (ჰეპატოსპლენომეგალია). მთლიანობაში, ინტოქსიკაცია და ტრანსამინაზების მომატება ნაკლებადაა გამოხატული, ვიდრე А და В ჰეპატიტების შემდეგ.
ინფიცირებიდან რამდენი ხანში ხდება ანალიზები დადებითი С ჰეპატიტზე?
ანტისხეულების (ანტი-HCV) აღმოჩენა დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისას ხდება დაავადებულთა 70%-ში, ხოლო 90%-ში - სამი თვის განმავლობაში. თუმცა სიმპტომები შეიძლება არც არსებობდეს.
სისხლში ვირუსის რნმ (უფრო ზუსტი ანალიზი პჯრ-მეთოდით) გამოვლინდება დასნებოვნებიდან 1-2 კვირის განმავლობაში.
С ჰეპატიტის გამოვლინებისა და სიმპტომების რა ვარიანტები არსებობს?
ძალიან იშვიათია დაავადების ელვისებური (ფულმინანტური) განვითარება. იგი შეიძლება განვითარდეს В ჰეპატიტის ვირუსით ერთდროული ინფიცირების შემთხვევაში ან მაშინ, როდესაც ადამიანს უკვე აქვს ღვიძლის დაავადება (ციროზი), ასევე იმუნოსუპრესანტებით მკურნალობის ფონზე ღვიძლის გადანერგვის შემდეგ.
შესაძლებელია დაავადების არაღვიძლისმიერი გამოვლინების ვარიანტები (მაგ. კანის, სახსრების, თირკმელების დაზიანებით).
შეიძლება თუ არა ღვიძლის ფუნქციები დარჩეს ნორმალური?
შეიძლება. ქრონიკული С ჰეპატიტისათვის დამახასიათებელია ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლების პერიოდული ცვალებადობა. ტრანსამინაზების აქტივობა შეიძლება იზრდებოდეს ან მცირდებოდეს, უბრუნდებოდეს ნორმალურ მაჩვენებლებს და ხანგრძლივად რჩებოდეს ასე. თუმცა დაავადება ამ დროს მაინც პროგრესირებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია რეგულარულად ხდებოდეს ღვიძლის ფუნქციების შეფასება ტრანსამინაზების აქტივობის ხანგრძლივად დაქვეთების შემთხვევაში, არანაკლებ, ერთხელ წელიწადში).
როგორ ავიცილოთ თავიდან ცრუ შედეგები С ჰეპატიტზე ტესტის ჩატარების შემთხვევაში?
სტანდარტული ტესტს ანტი-HCV(იმუნოფერმენტული ანალიზი, იფა) ადასტურებენ რეკომბინანტური იმუნობლოტინგის (რიბა) დამხმარე ტესტით ან ვირუსის რნმ-ის აღმოჩენით (გენოდიაგნოსტიკა პოლიმერაზური ჯაჭვური რეაქციით, პჯრ). თუმცა, ვირუსის რნმ-ის განსაზღვრისას ასევე შესაძლებელია ცრუ-უარყოფითი შედეგები, რის გამოც მას იმეორებენ.
რომელი ანალიზები ადასტურებენ ცალსახად С ჰეპატიტის დიაგნოზს?
С ჰეპატიტის ვირუსის მიმართ ანტისხეულების არსებობა (ანტი-HCV) და HCV-რნმ (პოლიმერაზური ჯაჭვური რეაქციით, პჯრ). ორივე ტესტის დადებითი შედეგები ადასტურებენ ინფექციის არსებობას.
IgM-ის კლასის ანტისხეულების (ანტი-HCV IgM) არსებობა საშუალებას იძლევა გავარჩიოთ აქტიური ჰეპატიტი ვირუსმტარებლობისაგან (როდესაც არ არის IgM- ანტისხეულები და ალტ ნორმაშია).
რატომ კეთდება პჯრ-დიაგნოსტიკა С ჰეპატიტის დროს?
პჯრ-დიაგნოსტიკა (Polymerase Chain Reaction) შესაძლებლობას იძლევა, განისაზღვროს სისხლში С ჰეპატიტის ვირუსის რნმ. ამრიგად, ის ადასტურებს როგორც ინფექციის არსებობას, ასევე ორგანიზმში ვირუსის რეპლიკაციის (გამრავლების) ფაქტს.
შეიძლება თუ არა, განისაზღვროს ვირუსის რაოდენობა ორგანიზმში? რას იძლევა ვირუსული დატვირთვა?
შეიძლება. პჯრ-დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მეთოდიკის (რაოდენობრივი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეშვეობით. სისხლში ვირუსების რაოდენობა (ვირუსული დატვირთვა) საშუალებას გვაძლევს, ვიმსჯელოთ ვირუსების აქტიურობაზე ან მათი გამრავლების სიჩქარეზე. რაც უფრო მაღალია ვირუსული დატვირთვა, მით უფრო აქტიურია მათი რეპლიკაცია. მაღალი ვირუსული დატვირთვა - ეს არის ფაქტორი, რომელიც ართულებს ანტივირუსული თერაპიის ეფექტურობას. რაც უფრო დაბალია ვირუსული დატვირთვა, მით მეტია წარმატებული განკურნების შანსი. უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ვირუსების შემცველობა მაღალია, დიდია სხვა ადამიანების (სქესობრივი პარტნიორების, ოჯახის წევრების) დასნებოვნების შანსიც.
რატომ და როდის ხდება С ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპის განსაზღვრა?
HCV-ს ზოგიერთი გენოტიპით ინფიცირებისას დაავადებულ ადამიანებში სტანდარტული სქემით მკურნალობის ეფექტურობა შეიძლება დაბალი იყოს. ასეთ შემთხვევაში ხდება მათთვის უფრო ხანგრძლივი თერაპიის სქემის შერჩევა, რაც იძლევა შედეგის გაუმჯობესების შესაძლებლობას. გენოტიპის განსაზღვრა ხდება მხოლოდ ერთხელ.
შეიძლება თუ არა С ჰეპატიტისაგან განკურნება?
შეიძლება. С ჰეპატიტისაგან განკურნების შანსი უფრო მეტია, ქრონიკულ В ჰეპატიტთან შედარებით. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული თერაპიის შემდეგ გამოჯანმრთელების რეალური სიხშირე აღწევდა 30-40%-ს. დღეისათვის სწორად დაგეგმილი და ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ქრონიკული С ჰეპატიტისაგან განკურნება შესაძლებელია 60-90%-ში. საერთაშორისო გამოკვლევებში უფრო ხშირად ლაპარაკია გამოაჯანსაღების 50-80%-იან ალბათობაზე, რაც დამოკიდებულია დაავადების თავისებურებაზე. თუმცა განკურნების ამ პროცენტში მოხვედრას დიდ ძალისხმევა სჭირდება როგორც პაციენტის, ასევე - ექიმის მხრიდან.
როდის უნდა მივაკითხოთ ექიმს და დავიწყოთ მკურნალობა?
ექიმს უნდა მივაკითხოთ მაშინვე, С ჰეპატიტის ნიშნების (ან თუნდაც ანტი- HCV-ს) გამოვლენისთანავე. მკურნალობა იწყება, თუ აღინიშნება ცვლილებები ღვიძლის მხრივ( მაგ. ალტ-ს ცვლილება).
რომელი სპეციალობის ექიმს უნდა მივმართოთ?
ქრონიკულ С ჰეპატიტს უნდა ვუმკურნალოთ გამოცდილ ექიმ-ჰეპატოლოგთან, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის მაქსიმალურად ეფექტურობას, ამტანობას და თავიდან აგვაცილებს დამატებით ხარჯებს.
ბევრი ექიმი იღებს დღეს საკუთარ თავზე ჰეპატიტის მკურნალობას, ვინაიდან დიდია მასზე მოთხოვნილება, თუმცა ბევრს არ აქვს შესაბამისი მომზადება და ქრონიკული С ჰეპატიტის თანამედროვე თერაპიის კლინიკური გამოცდილება.
ქრონიკული С ჰეპატიტის მკურნალობის თანამედროვე სტრატეგია
მკურნალობის საფუძველი - კომბინირებული ანტივირუსული თერაპიაა. საერთაშორისო კვლევებმა და კლინიკურმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ დღეისათვის ყველაზე მეტად გაამართლა ორი პრეპარატის - ალფა-ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინირებულმა გამოყენებამ. თითოეული ცალ-ცალკე ნაკლებად ეფექტურია. თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგ. ერთ-ერთის მიმართ უკუჩვენების არსებობისას) შეიძლება დაინიშნოს მონოთერაპია ერთი პრეპარატით.
პრეპარატების დოზების და ხანგრძლივობის შერჩევა ხდება ექიმის მიერ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. დამტკიცებული ეფექტურობის მქონე მკურნალობის სხვა მეთოდები დღეისათვის არ არსებობს. მტკიცებულებე