2012სამწუხაროა რომ ამ ფორუმის მსგავსად,
უარესი უსამართლობის მილიონობით
მაგალითი გვაქვს საქართველოში

გუშინდელი გაცემული "ვორნი" თუ "ბანი",
ხომ ადამიანისთვის დიდი სასჯელია, მისი
თავისუფლების შეზღუდვა, რისი გულისთვის?
რომ,
ხელისუფლებამ, რომელიც მხოლოდ საკუთარ
თავზე და მის მომხრეებზე, მათ ოჯახებზე ფიქრობს.
ფიქრობს მეთქი, ვამბობ, მაგრამ არ იკლავს თავს
მათზე დარდით - მის მომხრეებს ეშინიათ მისი
და იმიტომ უჭერენ მხარს. არ დაუჭერენ და თავად
მოხვდებიან ციხეში.
სხვის ტანჯვას უყურებენ თვალებში და ვერ ხვდებიან
როგორ კლავენ ცოცხალ ადამიანებს, მათ ოჯახის წევრებს,
ნათესავებს და ა.შ.
ვერ ხვდებიან ასევე იმას, რომ მომავალში ისიც შეიძლება
ჩავარდეს იგივე მდგომარეობაში და შველას რომ ითხოვს,
არავინ შეიწყალებს, რადგან თვითონაც უმოწყალოდ მოიქცა.
მე მგონი,
სიმართლე ზოგჯერ მართლაც რომ მახინჯია და აღარავის არ
ჭირდება. დემოკრატია - ზუსტად რომ სიმართლის შეზღუდვას
ნიშნავს და არა სიმართლის გზით ყველა პრობლემის მოგვარებას.
რა ვქნათ ხალხნო?
მე თქვენ მოგმართავთ, რადგან არ მაქვს სხვა მიმართვის საშუალება.