რატომ კარგავთ ორივე მხარე ობიექტურობას ?

უუმარტივესია და განხილვას არ ექვემდებარება შემდეგი საკითხები:
რუსეთი:
კომუნალური გადასახადები ჩვენზე ბევრად დაბალია,
შემოსავლები ჩვენზე მაღალი, დიდ ქალაქებში - ბევრად მაღალი,
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენზე იაფია,
საზღვარგარეთის ვიზები - მათთვის გაცილებით გამარტივებულია,
ავიაბილეთები - შეუდარებლად იაფი,
ნავთობპროდუქტები და პურპროდუქტები - ჩვენზე იაფი, ხშირ შემთხვევაში გაცილებით იაფი,
სოციალური დახმარებები - ჩვენზე ბევრად მაღალი და უკეთესი,
პენსიები - ბევრად მაღალი,
მომსახურების სფერო (კერძო სექტორში) - დიდ ქალაქებში გაცილებით მაღალი ხარისხის,ფასები - სეგმენტების მიხედვით ზოგან მაღალი, ზოგან დაბალი.
ჯანდაცვა - ფასები ხარისხის მიხედვით, ხელმისაწვდომობა - უკეთესი,
განათლება - იგივე, რაც ზემოთ.
ინფრასტრუქტურა - უკეთესი,
საქართველო:
კრიმინოგენული სიტუაცია - შეუდარებლად უკეთესი,
კორუფცია - იგივე, რაც ზემოთ
მომსახურების სფერო (სახელმწიფო სექტორში) - კაცილებით კარგი, უფრო იაფი.
მხოლოდ ეს სამი სფეროა, რითიც ვჯობივართ რუსებს და კიდევ ძალიან ბევრ ქვეყანასაც და ძალიან მარტივი დასანახია ეს თუ მცირედ ობიექტურობას გამოვიჩენთ, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროებია და ძალიან თვალშისაცემი, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ასევე ტურისტისთვის.
This post has been edited by analgin on 17 Aug 2012, 12:50
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey