1.ღირსეული წარსულის, წინაპრების ღვაწლის ნამდვილი დამფასებელი და მათზე სიყვარულით მლოცველი ასევე
არანაკლები თავგანწირვით აგრძელებს საქმით --- უმეტესს თუ ვერა, არც არანაკლებს მატებს დანატოვარს ღირსეული მემკვიდრეობით პირნათელი შთამომავლობისათვის გადასაცემად.
,,და ვინ ანთებს სანთელს წინ გასაძღოლად ღირსეულთა კრებულით?''
,,ამირან გულში მღეროდაო... --- არ ითვლება ცალკერძა ეგო ,,მე ვარ და ჩემი ნაბადიო!''
2.თუ საერთო ჩვენს სახლში ცალკე მოოქროვილ ბუნაგს მოიწყობ
ამავე სახლის ძარცვის ხარჯზე --- რა მოუვა დანარჩენ სახლსა?
არ დაინგრევა და არ ჩაიტანს თან იმ შენს მოოქროვილ ბუნაგსა?
გახსენება ,,სარჩობელაზედ'' -ან: პეტრეც კითხულობს იქ --- მე რა
შუაში ვარ?''..... არადა საცოდავად გულუბრყვილო თავშია სწორედაც!
3.ღირსეული და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჯერ ,,ჩვენით''
აცნობიერებს რეალურ ყოფას, რადგან მის ყოველ წევრს ნათლად
აქვს ერთი რამ გაცნობიერებული: სწორედ ჩვენის სიმყარე და სიმტკიცეა საფუძველთ-საფუძველი სწორედ ,,ჩემი მეს'' დაცულად
არსებობისათვის.
,,ცალკერძა ღორი კი, თავადვე ქმნის მშიერთა ბრბოს და ლოგიკურად იკვლება სანადიმოდ თვითგამოზრდილი.''
4.ჭეშმარიტ სიმდიდრეს ჯერ სულიერი სიმდიდრე უძღვის წინ!
სხვა ყველა შემთხვევაში წყეულიდან დალოცვილი ვერ იზრდება.
და რანი ვართ დღეს?
საბელადო მონანი თუ თავისუფალნი?
ამერიკის ნებისმიერ შტატს ბევრად მეტი დამოუკიდებლობა და
დამოუკიდებელი მმართველობა აქვს --- ვიდრე ჩვენ.
რატომ?
პასუხი:
ერთპარტიული მმართველობა ფაშისტ მმართველსაც ნიშნავს და
მონა საზოგადოებასაც.
მონამ არ იცის რა ქნას უბატონოდ და დამოუკიდებლად როგორ
იარსებოს ---მხოლოდ ეძებს ბატონმკვდარი... უფრო მდიდარს მიყიდონ....
უსამართლოდ დამონებული კი იბრძვის ყველასათვის მუდამჟამს!
და ვინ იბრძვის ამისათვის?
მონა მეფედაც რომ დასვა --- შურით და სიძულვილით ჯერ იმათ
დაუწყებს ბრძოლას გასანადგურებლად.... ვინც მონობაში ამხელს და მოუწოდებს: ,,ათავისუფლე მონები!''
ვგონებ ყველა შტატშია გაუქმებული მონობა და სამუზეუმოდაა
შერაცხული ,,ბიძია თომას ქოხი'' წარსულ თეთრთა სამარცხვინოდ
და არდასავიწყებლად ყოველთათვის.
,,ამერიკის სათნოება მის საზღვრებთან მთავრდება!''