ალბათ ზოგიერთი მიხვდა 1921 წლის კონსტიტუციის ტექსტის მნიშვნელობას ამ თემაში.
ნუთუ არ გზარავთ დღევანდელი დე ფაქტო რეალობა იმისა, თუ რა დონეზეა დანაშაულებრივად დარღვეული კონსტიტუცია, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო მმართველობის წეს-ფორმანი?
და ნატოს წევრობა ამ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის მმართველობა-დაქვემდებარებაში ყოფნას არ ნიშნავს ჩვენი სამხედრო ფორმირებების და შეიარაღებისას?
ან ევროკავშირის წევრობა ევრომმართველობისა და ევროკონსტიტუციისადმი შეერთებასა
და მისდამი დაქვემდებარებას არ მოასწავებს?
ამერიკის შტატნი ცალკეულ მონები ყოფილან ცენტრ-ვაშინგთონისა?.... და ეს მონა შტატები
ქმნიან თავისუფალ ზესახელმწიფოს?
ნატოს უმთავრესი დამფინანსებელ-შემაიარაღებელი ისევ ამერიკა არაა?
ან, ამერიკულ ჯენერალ მოტორსს და ჯენერალ ელექტრიკს არ ეკუთვნის ფაქტობრივად
მსოფლიო ავტო და ელექტროტექნიკური მრეწველობის საკონტროლო პაკეტნი?
დე ფაქტო გუბერნიასა და კოლონიაზე უდაბლეს სტატუსამდე დაყვანილი და უგუნურ-უვიც
მარიონეტთა გენოციდური მმართველობის ქვეშ მყოფი არშემდგარი სახელმწიფო გვგონია
დამოუკიდებელი....რომელიც თავ-ფეხიანადაა უკანონოდ გაყიდულ-გასხვისებული ,,გაურკვეველ ოფშორებში'' და მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ემიგრაციაში გამქცევ-გაქცეული, გაძარცვულ-გაღატაკებული და უკვე არაფრის მქონე???
და ეს ოკუპირებულ-ანექსირებული ძილშიღა მოსთქვავს.... მიშფაშისტურად დამოუკიდებელი ვაარო?
დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე ჯერ დამოუკიდებლობის აქტით და მისი კონსტიტუციით
აზროვნებს-მოქმედებს და იცავს სამშობლო სახელმწიფოს მყარი და ძლიერი საშუალო ფენით და პირადი პასუხისმგებლობის შეგნების მქონე სამოქალაქო საზოგადოების წევრთა წარმმართველი უმრავლესობით.
ცალკერძ დე იურე არ ნიშნავს დე ფაქტოს!... და არც დე ფაქტოა დე იურე! --- არამედ ორივეს
თანაბარზომიერი ფლობაა წონასწორი დამოუკიდებლობა ,,ოქროს კვეთასავით''.
მაშ ამერიკის შტატნი მონანი და დამოუკიდებლობის არმქონენი არიან?