REGINALD AUBREY FESSENDEN
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 11395
წევრი No.: 10094
რეგისტრ.: 10-May 05
|
#32593558 · 17 Aug 2012, 18:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები
X-XI საუკუნეთა მიჯნაზე აგებული ბაგრატის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების უბრწყინვალესი ძეგლია. იგი შესულია იუნესკოს ეგიდით აღიარებულ მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს არქიტექტურულ ძეგლთა სიაში.
ქუთაისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელსაც ჩვენ დღეს ბაგრატის ტაძარს ვუწოდებთ, აგებულია XI ს-ის დასაწყისში, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის _ ბაგრატ III დროს.
ბაგრატის ტაძრის მშენებლობა განპირობებული იყო იმ დროს ჩამოყალიბებული ერთიანი სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მოთხოვნილებებით. მის ხუროთმოძღვრულ სხეულში ნათლად აისახა მშენებლობის მრავალსაუკუნოვანი ხუროთმოძღვრული ტრადიცია და ის სტილისტური ცვლილებებიც ტექტონიკასა და დეკორში, რამაც I და II ათასწლეულების მიჯნაზე იჩინა თავი ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ტაძარმა სრულად დააკმაყოფილა ეპოქის მოთხოვნა, როგორც განსაზღვრული ხუროთმოძღვრული ეტაპის დამაგვირგვინებელმა ნაგებობამ და განვითარების მომავალი მიმართულებაც დასახა.
ისტორიული თვალსაზრისით ძეგლის მნიშვნელობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბაგრატის ტაძარის მშენებლობის და მისი არსებობის ისტორია, თვით ქვეყნის ისტორიის თანმხვედრია _ `ბაგრატი~ საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა და მასში ასახულია ქვეყნის ისტორიის დიდებისა და ძნელბედობის მრავალი ფურცელი. `ბაგრატის~ ისტორია არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი მშენებლობის დასაწყისით. ტაძარში და მის გარშემო ჩატარებული უკანასკნელი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამ ადგილას უფრო ადრეული ნაგებობებიც არის დაფიქსირებული.
`ბაგრატის ტაძრის~ შესახებ უამრავი ისტორიული ცნობა, ჩანაწერი, მეცნიერული გამოკვლევა, ფოტო და გრაფიკული მასალა არსებობს.
ტაძრის მშენებლობა მოხსენიებულია მის თანადროულ ისტორიულ ქართულ წყაროში _ `მატიანე ქართლისაÁ~, სადაც აღნიშნულია, რომ ბაგრატ III-მ აკურთხა `ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწვდომელითა~ ქართველ დიდებულთა და უცხოელ სტუმართა თანდასწრებით. აქვე ნახსენებია, რომ საქართველოს მეფე გიორგი I ქუთაისშია დაკრძალული.
ბაგრატ III მოხსენიებულია ტაძრის ეპიგრაფიკულ წარწერაშიც: `† Ä მეუფეო, მფლობელო ყ(ოვე)ლთა სუფ(ე)ვ(ა)თაო, უმ(ე)ტ(ე)სად ადიდე ძლიერი ბ(ა)გრ(ა)ტ კ(უ)რ(ა)პ(ა)ლ(ა)ტი, აფხ(ა)ზთა და ქ(ა)რთვ(ე)ლთა მ(ე)ფÀ, თანა მამით, დედით, დედოფლით და ძით მ(ა)თით, ა(მე)ნ~
აქვეა 1003 წლის წარწერა ტაძრის მშენებლობის შესახებ: `† ოდეს გ(ა)ნმტკიცნა იატ(ა)კი ქრ(ონი)კ(ო)ნი იყო 223~; ფასადებზე კიდევ მრავალი წარწერის ფრაგმენტია შემორჩენილი სადაც აღნიშნულია უცნობი ისტორიული პირები, ხოლო ტაძრის ანტეფიქსზე შემორჩენილ წარწერაში აღნიშნულია მეფე გიორგი.
არანაკლებ საინტერესოა ბაგრატის ტაძრის ხუროთმოძღვრული სახე. იგი განეკუთვნება საქართველოში გავრცელებულ არქიტექტურულ ტიპს _ ტრიკონქს. ეს ტაძარი ტრიკონქის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია, რომელშიც ტიპის ძირითად კონცეფციასთან შერწყმულია ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების და სამშენებლო ხელოვნების ტრადიციული ნიშნებიც.
ტაძარი შეიცავს ქართული საკულტო არქიტექტურის ხელმეორე აღორძინების ხანის დასაწყისის, Xს-ის კლასიკის ძირითად ხუროთმოძღვრულ სივრცობრივ კონცეფციებს, მხატვრულ-სტილისტურ ნიშნებს და სამშენებლო ხერხებს და ამასთან მის ხუროთმოძღვრულ სხეულში ნათლად იკვეთება ახალი არქიტექტურული აზროვნების _ ცხოველხატული სტილის ნიშნებიც.
ბაგრატის ტაძრის მშენებელი ფაქტობრივად ამთავრებს ტრიკონქის თემის დამუშავებას ქართულ ხუროთმოძღვრებაში (ოდნავ მოგვიანებით აგებულ ალავერდში ამ თემის განვითარების მხრივ აღარაფერი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ გეგმარება შეცვლილია და ტრიკონქის გვერდითი აბსიდები უკვე გარეთა, ერთიან მართკუთხედშია ჩაწერილი. თემა უკვე აღარ არის აქტუალური და ყურადღება სხვა მხრივ მახვილდება). ბაგრატის ტაძრის მშენებლობას ქვეყნის გაერთიანებისათვის სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და ხუროთმოძღვარი მართლაც აერთიანებს ტაძრის ცენტრალურ სივრცეს. ვერდითი მაღალი აბსიდები ერთიან ორგანიზმად არის წამოჩენილი გუმბათქვეშა სტრუქტურაში. ტრიკონქის თემისთვის აქ უკვე მოძებნილია ქართული ხუროთმოძღვრების შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე სახე და დამორჩილებულია მის მხატვრულ-ესთეტიკურ თვითშეგნებას.
ბაგრატის ტაძრის ხუროთმოძღვარი სწორედ ამგვარი შემოქმედი აღმოჩნდა. მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ახალ ესთეტიკაში გარკვევა და საბაზისო პრინციპების შენარჩუნება, მაგრამ სტილისტური ცვლილებები ისე სწრაფად ხდება, რომ თვით ეს ბრწყინვალე შემოქმედიც კი ვერ ასწრებს თავისი ქმნილების თავდაპირველი ჩანაფიქრით დასრულებას
თავად ბაგრატის ტაძარია ამ მხატვრულ-სტილისტურ ცვლილებათა ამსახველი. ტაძრის მშენებელი უკვე ახალი სტილისტიკით ძერწავს ნაგებობის ხუროთმოძღვრულ სხეულს. მის მიერ დაკვალული გეგმა და სივრცობრივი ჩანაფიქრი ნოვატორულია და არქიტექტურული მოდის უკანასკნელ თარგზე მორგებული. მაგრამ სტილის განვითარება ისე ჩქარია, რომ მშენებლობის თავდაპირველი სტილისტური ჩანაფიქრი მშენებლობის დასრულებამდე ძველდება. მშენებლობის პროცესშივე ხდება მისი კორექტირება და თუ ტაძრის დასავლეთი ნაწილი ჯერ კიდევ X ს-ის ნაპირზე დევს, მისი აღმოსავლეთი მონაკვეთი ხიდივითაა გადაწვდილი მომდევნო საუკუნეში. როგორც ჩანს ქვეყანაში ტაძრების, სასახლეების და სხვა ნაგებობების გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს და ქვეყნის შემოქმედებით ძარღვში მოძრავი, მდიდარი ტრადიციებით გაჯერებული ენერგია, ახალ მხატვრულ სამოსელით მოცულ შედევრებში ვლინდება.
ც ნ ო ბ ე ბ ი ს ნ უ ს ხ ა
XIს.
_ `მატიანე ქართლისაÁ~
`ამანვე (ბაგრატ III-მ) აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწვდომელითა, რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი და კათოლიკოსნი, მღვდელმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღუარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხუათა ყოველთა სახელმწიფოთაგანი~
1027წ.
`...გარდაიცვალა გიორგი (I) მეფე ... ქორონიკონსა ორას ორმოცდაშვიდსა (1027წ.), თვესა აგვისტოსა თექვსმეტსა ... წარიყვანეს და დამარხეს საყდარსა ქუთათისსა~
ქართლის ცხოვრება, ტ. I, თბ., 1955წ., გვ. 276, 281.
XVს.
_ ამბროზიო კონტარინი ვენეციის ელჩი სპარსეთში _ 1473წ.
` ... 9 ივლისს მოვედით პატარა ქალაქს, ქუთაისს; აქ, მცირე გორაზე, არის ციხე სულ ქვითკირისა. შიგ ციხეში ეკლესია არის; როგორც ეტყობა, ძლიერ ძველი. გავიარეთ ხიდი, რომელიც გადებულია საკმაოდ დიდ მდინარეზე, მოვედით პატარა მინდორზე. აქ დგას სასახლე საქართველოს მეფის, ბაგრატის~.
იტალიელი მოგზაურები საქართველოში - იოსაფა ბარბარო და ამბროზიო კონტარინი, `მოამბე~, 1894, #11, გვ.51.
XVIს.
_ დავთარი ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგარისა _ 1578წ.
აღწერილია თუ ვის რა მართებდა ბაგრატის ტაძრის სასარგებლოდ.
`ძველი საქართველო~, ტ. IV, ტფ., 1914 - 1915წწ. განყოფ. III, გვ. 1-72.
XVIIს.
_ არქანჯელო ლამბერტი იტალიელი მოგზაური _ 1633 - 1653წ.წ.
`...ქალაქის შუაგულს ჩამოურბის ფაზისი, რომელიც ორად ჰყოფს ქალაქს. მშვენიერი ხიდი კი ორივე მხარეს აერთებს. გორაზე რომელიც გადაჰყურებს ქალაქს, დგას ეკლესია. ეს ეკლესია დაცულია უფრო ბუნებრივი მდებარეობით, ვიდრე ხელოვნური სამხედრო სიმაგრით~.
ლამბერტი არქანჯელო, სამეგრელოს აღწერა, თარგმანი იტალიურიდან ალექსანდრე ჭყონიასი. XVIIს. მე-2 გამოც. ლევან ასათიანის წინასიტყვაობით, რედაქციით და შენიშვნებით. თბ., 1938წ. გვ.10.
_ ლევან II დადიანის მთავარანგელოზის ხატის წარწერა _ 1646წ.
` ... (ალექსანდრე III იმერეთის მეფეს) სოფია წმიდის საყდარი (ბაგრატის ტაძარი) მეთოფეებით აევსო და გაემაგრებია~.
ქართულ ხელნაწერთა ინსტიტუტი _ დიმიტრი მეღვინეთუხუცესის ფონდი # 15.
_ ალექსი იევლევი რუსეთის ელჩი საქართველოში _ 1650 - 1652წწ.
` ...ქუთაისის ციხე-გალავანი ქვის არის. გალავნის კედლები სიმაღლით სამი საჟენი იქნება. ციხის კედლებზე, საკრებულო ტაძრის პირდაპირ, ოთხი დიდი პალატია. გვიამბეს, რომ ამ პალატებში კათალიკოსები ცხოვრობდნენო.
გალავნისა და კოშკების კედლები არა ერთ ადგილას ჩამონგრეულია. გვიამბეს, რომ წინა წლებში, თურქების ლაშქარი მოვიდა და შეტევის დროს ის კედლები და კოშკები ზარბაზნებით ჩამოანგრიესო. ამჟამად ეს დანგრეული კედლები და კოშკები კეთდებაო.
ციხე-გალავანზე თხუთმეტი დიდი და მცირე კოშკია. ამ დიდი ციხე-გალავანის საერთო მოცულობა ათასორასოცდაათი `დიდი საჟენია~. ციხე-გალავანი მდინარე რიონზე, მაღლა მთაზეა გადამდგარი. ქუთაისის იმ დიდ ციხე-გალავანში ქვის, საკრებულო ტაძარია _ ერთგუმბათიანი, საუცხოოდ აგებული. გუმბათი გადახურულია სპილენძით, თექვსმეტ წახნაგად. საყდარი დიდი თლილი ქვებით არის აგებული, საჟნიანით და ზოგჯერ მეტი სიდიდის. ამ საკრებულო ტაძრის საერთო გარე წრის ზომა ოთხმოცდაექვსი `დიდი საჟენია~,
საკრებულო ტაძარს გარშემო ქვის გალავანი აქვს შემოყოლებული _ ორი საჟენის სიმაღლის. სისქით ნახევარი საჟენი. გალავანთან მისვლამდე, წმინდა ალაყაფის კარებამდე ,სამი დიდი პალატია, რვა-რვა საჟნიანი. გალავანშივე ქვისგან აგებული სამრეკლოა _ მრგვალი. ზედ ერთი ზარია, რვა ფუთი იქნება; შიგ ორი ენა აქვს. გალავნის წრე ასოცი `დიდი საჟენია~.
საკრებულო ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის არის. შიგ, წინათ კედლის მხატვრობა ყოფილა. საყდარში მრგვალად თლილი რვა სვეტია. საყდარში ამ სვეტებზე იქეთ-აქეთ გვერდებზე, თაღებს ქვემოთ კამარებია (პატრონიკე) შესანიშნავად გაკეთებული. ამ კამარებზე ასავალი შიგნიდან, საყდარში არის. გვიამბეს, რომ როცა დღესასწაულია და მეფე-დედოფალი მწუხრს, ცისკარს და წირვას ესწრება, მაშინ დედოფალი, სხვა დიდებულთა მეუღლებითურთ, ამ კამარებზე იმყოფება. დედოფალს გალობა ესმის, იქ მყოფთ ყველას ხედავს, მაგრამ ხალხი მას ვერ დაინახავს. საყდარში მარჯვენა მხარეს, სვეტთან, ქვისაგან გაკეთებული მეფის ადგილია, ზედ მეფეებია დახატული. როცა მეფე იმ საკრებულო ტაძარში მოდის, იმ თავის ადგილზე დგება. ამ ადგილის პირდაპირ, საკურთხევლის კედელზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ადგილობრივი (ქართული) ხატია, წელსზემოთ გამოსახული. ხატის გვირგვინი ოქროსია, გვირგვინის სამკაულები მინანქრით არის გაკეთებული. ღვთისმშობელს და მაცხოვარს სამოსელი, სახატე და მისი კარები ოქროთი დაფერილი ვერცხლით აქვს მოჭედილი. სამოსელის მოჭედილობაზე საღვთო დღესასწაულები და წმინდანებია ამოტვიფრული. ადგილი საგანგებოდ მოწყობილია, ხატი თავის ბუდით ქვით არის ამოშენებული. ხატი ისეთ სიმაღლეზე დგას, რომ ხელით თუ მიწვდება კაცი, ამიტომ ხატის ბუდემდე სამი ქვის საფეხურია ასასვლელი, რათა ხატის მთხვევა შესაძლებელი იყოს... აღსავლის კარების მარცხენა მხარეს, ბლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მარადიული ყრმით, ადგილობრივი ხელოვნებისაა. გვირგვინი და შუა ნაწილი ოქროთი არის მოჭედილი, გვირგვინის სამკაული მინანქრითაა შემკული. ღვთისმშობლის გვირგვინში ლაჟვარდისფერი, დიდი იაგუნდებია ჩასმული. გვერდებზე მიმაგრებულია ოქროს ორი პატარა კიდობანი. გვითხრეს, რომ შიგ წმიდა თომა მოციქულის ნაწილებიაო... ხატს არშიები, ბუდე და ბუდის კარები ამოტვიფრული ვერცხლით აქვს მოჭედილი... მოჭედილობა ოქროშია დაფერილი. გვიამბეს, რომ ის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, კონსტანტინეპოლიდან არის მოტანილი და წინათ ბლაქერნის საყდარში იდგაო. იმ ხატითაო, კონსტანტინე მეფემ, თავისი ქალიშვილი აკურთხაო, როცა მას იმერეთის მეფე დავითზე ათხოვებდაო, ამ ქალმა კი ხატი ქუთაისში თან წამოასვენაო...~
ალექსანდრე იევლევის 1650-1652წწ. იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა, რუსული ტექსტი და ქართული თარგმანი გამოსაცემად მოამზადაA იასე ცინცაძემ, თბ., 1969წ. გვ.136. М. Полиевктов - Посольство стольника Толчанова и дьяка Иевлева в Имеретию 1650-1652, Тб., 1926, стр. 151.
_ ვახუშტი ბატონიშვილი ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი _ 1691წ.
` ... გამოვიდნენ ციხიდამ ოსმალნი და შემუსრეს ქუთათისის ეკლესია ყოვლად წმიდისა, დიდ შუენიერად გებული ...~
ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., 1973წ. გვ. 854.
VIIIს.
_ ვახუშტი ბატონიშვილი ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი _ 1745წ.
`აქა აღაშენა ნ¯ვ მეფემან ბაგრატ ყოვლად წმიდისა ეკლესია შუენიერი, გუმბათიანი, სრულიად სოფიის კენჭით შინაგან ქმნული და მარმარილოთა სპეტაკითა, წითლითა და ჭრელითა, და სუეტებითა მისითავე, და ყოვლითა შემკობილებითა სრული, და ფრიად დიდი. დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი იმერეთისა და გურიისა, თÂნიერ რაჭა-ლეჩხუმისა. ზის აწცა და არღარა ეგდენითა სამწყსოთი. დაფლულ არიან ნ¯ვ მეფე ბაგრატ, (IV) ნ¯ზ მეფე გიორგი (II). არამედ წელსა ჩ¯ქჟბ, ქართულსა ტ¯პ (1692წ.) შემუსრეს ოსმალთა, და წარიღეს სუეტნი მისნი და მარმარილონი სამცხეს~.
ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., 1973წ. გვ. 761.
`გარნა იქმნა საგლოველი რამეთუ გამოვიდნენ ციხიდამ ოსმალნი და შემუსრეს ქუთათისის ეკლესია ყოვლად წმიდისა, დიდ შუენიერად გებული, ვინაითგან ავნებდნენ ციხესა მუნიდამ ფრიად, ქ¯სა ჩ¯ქჟა, ქართ ტ¯ოთ (1691წ.)~.
ქართლის ცხოვრება, ტ.IV, თბ., 1973წ. გვ. 854.
_ იოანე ხუცესის დღიური _ 1770წ.
`ქუთათისის ციხეს რუსებმა ზარბაზნების სროლა დაუწყეს მწვანე ყვავილათგან ... რუსები ზარბაზანს და ყუმბარას ესროდნენ ციხეს დღეში ასზედ მეტსა ...~
შ. ლომსაძე _ გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან, ახალციხური ქრონიკები, თბ., 1973წ. გვ. 129.
_ ი. გიულდენშტედტი გერმანელი ნატურალისტი რუსეთის აკადემიის ნამდვილი წევრი _ 1772წ.
`...ქალაქის შიგნით, კოშკის დასავლეთის კედლის ზემოთ, დგას დანგრეული ქართული ქრისტიანული ეკლესია, რომელიც სიდიდით მცხეთის ეკლესიის ტოლია. სახელდობრ, 45 ნაბიჯის სიგრძისა (საიდანაც 15 ნაბიჯი უჭირავს სამკვეთლო-სალაროს როომელსაც ამფითეატრის სახე აქვს და 30 ნაბიჯი სიგანისაა. მთავარი კედლის შიგნით, ის არის 20 ნაბიჯი სიგანისა, ხოლო შუაში ოვალურია და 5 ნაბიჯითაა შეწეული ყოველ მხარეს. ამით ეკლესიას ჯვრის ფორმა აქვს. ამ გამოწეულ ადგილებში არის პატარა შესასვლელები და ამათთან, კიდევ 10 ნაბიჯის მოშორებით, კარიბჭეებია ამოყვანილი, რომელთა მსგავსიც დასავლეთის კარის წინაც არის. ყოველი გრძელი კედლის ბოლოსთან არის 5 სვეტი, 3 საჟენის წრეწირისა, რომლებსაც, ალბათ, თაღი ეჭირათ. სვეტებისაგან მხოლოდ ქვედა ნაწილები დგას, სახურავი მთლიანად ჩამოქცეულია. 6 საჟენის სიმაღლის კედლები ნაშენია აგურით და რიყის ქვით, ხოლო გარედან და შიგნიდან მათ თლილი ქვის პერანგი აქვთ. მთავარი კარის გარშემო არის რამდენიმე, ქვაში სუფთად ამოკვეთილი ჯვარი; ეკლესიაში კი არც სურათებია და არც წარწერები. ამ ეკლესიაში დევს ორი მარმარილოს სვეტის ნაშთი. მარმარილო გადატეხის ადგილას არის ბრჭყვიალა. მომწვანო და მოთეთრო ელფერით დაUმუშტისოდენა შავი ლაქებით; ეს არის ჩვეულებრივი ნარევი. ეკლესიის მახლობლად დგას პატარა სამრეკლო. სჩანს თურქებმა ეს ეკლესია დაანგრიეს, როცა ქალაქი დაიპყრეს.
როცა გრაფმა ტოტლებენმა 1770წ. 6 აგვისტოს იერიშით გამოგლიჯა ქუთაისი თურქებს და სოლომონ მეფეს დაუბრუნა, მეფემ ყველა კედელი, განსაკუთრებით კი ციხე, მთლიანად დაანგრევინა. თურქები ქუთაისში ისხდნენ 120 წელი, რის გამოც ახლაც ყოველივე დანგრეულია. კედლის ჩრდილოეთ და აგრეთვე დასავლეთ მხარეზე ჩანს წინაქალაქის ნანგრევები ორი ეკლესიის ნაშთით. დასავლეთ კედლიდან 100 ნაბიჯის მოშორებით, ნაპირზე, არის 20 ნაბიჯის განიკვეთის აბანო~.
გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ.I, გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა, თბ., 1962წ. გვ. 139-143.
_ იაკობ რეინეგსი LAგერმანელი დიპლომატი _ 1780-იანი წწ.
`...ძველი ქალაქი ქუთაისი გაშენებულია ფაზისის მარჯვენა მხარეს, საკმაოდ, მაღალ, თითქმის წაწვეტებულ მთაზე ... იქ მოჩანს ქვისგან აშენებული, ძალიან ლამაზი ეკლესიის ნანგრევები. მისი არქიტექტურული სტილი და გარეთა მორთულობა დიდი გულმოდგინებითაა გამოძერწილი და ასახავს იმ ეპოქას, როდესაც ხელოვნებამ კონსტანტინეპოლში უკვე დაკარგა თავისი ის წმინდა ხასიათი, რაც დიდი ხნის განმავლობაში სხვებისაგან ანსხვავებდა ბერძნულ მონუმენტებს. მეზობელ იმერლებს, დიდი ხნის მანძილზე ღობეების გასაკეთებლად აქედან მიჰქონდათ კოლონების ზოგირთი ნაწილები, კედლის ქვები. მიუხედავად ამისა, შენობის აქამდე მოღწეული ნაშთები ასახავენ ამ მხარის პირველი ქრისტიანი მეფეების ღვთისმორწმუნებას და ხელოვნების მდგომარეობას იუსტინიანეს დროს.
ამ ნანგრევების გარშემო განლაგებულია ხის შენობები, რომლებიც წარმოადგენენ არქიეპისკოპოსის რეზიდენციას. რამდენიმე სახლი უკავია მისი ეკლესიის მღვდლებს და მიწისმოქმედთ. აქვე მდებარეობს თოფისწამლის საწყობი. მეზობლად არის შესანიშნავი წყლის შემცველი წყაროები~.
რეინეგსი იაკობ _ კავკასიის ზოგადი ისტორიულ-ტოპოგრაფიული აღწერა, ნაწ. II, გერმანულიდან თარგმნა ს. კაკაბაძემ, 1979წ. გვ 40.
XIXს.
_ ჟაკ ფრანსუა გამბა საფრანგეთის კონსული თბილისში _ 1824წ.
`აქ არის ქვით ნაგები ძალზე ლამაზი ეკლესიის ნანგრევები~
ჟაკ ფრანსუა გამბა - მოგზაურობა სამხრეთ რუსეთში, კერძოდ ამიერკავკასიაში,, ფრანგ. თარგმნა მზია მგალობლიშვილმა, თბ., 1987წ. გვ132.
ჟ. F. Gამბა - Vოყაგე დანს ლა ღუსიე მერიდიონალე ფაიტ დეპუის 1820
წიგნს დართული აქვს ტაძრის ჩანახატი, 1824წ.
_ დიუბუა დეьმონპერე შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური _ 1833წ.
`ბაგრატ III დაიწყო, ხოლო ბაგრატ IV დაასრულა ქუთაისის ტაძარი. ამ მეორე ბაგრატს ცოლად ჰყავდა რომაელი იმპერატორის - არგირის ქალიშვილი ელენე და სიმამრისგან მან მზითვად მიუღია არქიტექტორები და მუშები ეკლესიის დასასრულებლად, რომელიც სტილით ბიზანტიურ-სომხური ტიპისაა. ბიზანტიური ჯვრის სახით აგებული ტაძარი სიგრძით 112 ფრანგული ფუტი, ხოლო სიგანით 26-ია. ჯვრის ცენტრში ოთხ რვაკუთხა სვეტს ეკავა გუმბათი, დიამეტრით 26 ფუტი. კაპიტელები საპირე მხრიდან, ცხოველთა გამოსახულებებით იყო მორთული. აქ ძირითადად შვლებზე და ირმებზე მონადირე ვეფხვებია. გაირჩევა რაღაც სფინქსები და სქელ ყელსაბამიანი ფრინველები ადამიანის გამოსახულებებით, რომელთაც ბრჭყალებით გველები და მტრედები უჭირავთ.
ეკლესიის შიდა სივრცე შებათქაშებული და მოხატული ყოფილა, რომლისგან ნაშთებიღა შემორჩა. შიდა გაფორმებაში მეფობს ბიზანტიური სტილი. გარეგნულად კი კიევის ლავრის ეკლესიას ჰგავს. მთელს შენობაზე მხოლოდ 4 წარწერაა _ ყველა ქართული. ერთ-ერთი გვაუწყებს, რომ შენობა დაფუძნებულა 223 წელს ქორონიკონით,ანუ 1003წელს. ბარელიეფი ერთია _ წინა ფასადის ყველაზე მაღალ და მდიდრულად მორთულ სარკმელის თაღის პატარა ნიშაში წარმოდგენილია ანგელოზი, რომელსაც ხელი აქვს ჩაჭიდებული ბაგრატზე. იმავე კედელზე, უფრო მაღლა ჯვარია ამოკვეთილი. სარკმლის ჩარჩოზე ვასილისკი და გრიფონია გამოსახული უცნაურად - თავები მათ მარჯვნივ აქვთ, კუდები კი მარცხნივ. ასეთივე გრიფონები აღმოსავლეთის თითქმის ყველა ძეგლზე გვხვდება, პანტიკაპეიონის სამარხებიდან პერსიპოლისის ნანგრევებამდე.
თურქებს 1691წ. დაუწყიათ ტაძრის ნგრევა. გიულდენშტეტს ჯერ კიდევ 1772წ. რამდენიმე შიდა სვეტი ფეხზე მდგომი უნახავს, ახლა კი აღარაფერია დარჩენილი, არც გუმბათის და არც კამარების დიდი ნაწილისგან. ტაძარში ასაფლავებდნენ მდიდარ ჭირისუფალთა მიცვალებულებს. სამხრეთით მიშენებულია ეკვდერი, რომელშიც ეგზარქოსი სწირავს. ერთხელ იმ ადგილის მახლობლად სადაც ეგზარქოსი სწირავდა ქვა ჩამოვარდნილა და იგი კინაღამ გაუჭყლეტია. უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად მას გამოუთხოვია ტაძრის იმ ნაწილის დანგრევა რომელიც მასზე მიშენებულ ეკვდერს დაქცევას უქადდა. ჯერ კიდევ 1772წ. ქუთაისში აბხაზეთის პატრიარქს დაქვემდებარებული მიტროპოლიტის კათედრა ყოფილა. პატრიარქი ჩვეულებრივ გეგუთში ცხოვრობდა. ამჟამად პატრიარქის და მიტროპოლიტის ვალდებულებები გაერთიანებულია იმერეთის არქიეპისკოპოსის სახით~. F
F. Dუბოის დე მონტპერეუხ - Vოყაგე აუტცურ დუ ჩაუცასე..., ტ.I, Pარის, 1839, პ.418. F. Dუბოის დე მონტპერეუხ - Aტლას, სერიე დ`არცჰიტეცტურ, ოუ IIIე სერიე, Nეუცჰატელ ენ შუისსე, 1840, ტაბ. XII _ XVII. Ф. Дюбуа де Монпере - Путешествие вкруг Кавказа, I, пер. сфранц. Н. А. Данкевич-Пущиной, ც. 5.
_ ა. პ. მურავიოვი რუსიმოგზაური _ 1848წ.
`...მანანდე სანამ ბაგრატის პოეტურ ნანგრევებს ვიხილავდით მეუფესთან ერთად შევედით დღევანდელ მიძინების სახელობის ეკლესიაში, რომელიც მორიდებულად არის განთავსებული უძველესი და უმშვენიერესი ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში ...
ტაძრის ჩრდილოეთის კედელი ყველაზე უკეთ არის შემორჩენილი და სარკმლის ქვეშ, აქ ღვთისმშობლის გამოსახულებაა ...
ვინც შეხედავს ამ ეკლესიის თაღით დახურულ შიშველ კედლებს, ხოლო შემდეგ ბაგრატის ტაძრის დიდებულ ნანგრევებს, ვერ დაიჯერებს, რომ აქ ბაგრატიონთა შთამომავალნი მეფობდნენ. შედარებით ძველი იერი აქვს სამრეკლოს, სადაც პატარა ეკვდერიც არსებობდა. აქვე შეიმჩნევა მეფის კარმიდამოს ნაკვალევი; მისგან ახლა დარჩენილია ქვის ტერასა რიონზე და საუკუნოვანი ცაცხვები...~.
А. П. Муравьев - Грузия и Армения, ч. 3. СПБ., 1848.
_ მიხეილ სელეზნიოვი რუსიმოგზაური _ 1847წ.
`...რიონის მარჯვენა მხარეზე აღმართულია 100 საჟენი სიმაღლის თითქმის შვეული გორა, რომლის თავზე, ძველად დაფუძნებული იქნა ქალაქი ქუთაისი, რომელიც შემდეგ გადაიტანეს ხეობაში. ამას გვემოწმება ირგვლივი ქვის კედელი; აგრეთვე, ტაძრებისა და შენობათა ნაშთები; ამათგან მარჯვნივ არის ციტადელი, რომელიც რუსებმა წაართვეს თურქებს: იგი ახლა შეკეთებულია და გამაგრებული. მის ახლოს არის Xს-ის დასასრულს აგებული წმ. სამების სახელობის გრანდიოზული ტაძრის ნაშთები. ტაძრის კედლები შემოსილია თლილი ქვით. როგორც ჩანს, ტაძარს შიგნით ჰქონდა დიდი კოლონები, მაღალი გუმბათი და ბერძნული მხატვრობა, რაც ნაწილობრივ ახლაც ჩანს და თავისი სიდიადით აოცებს ყველა მეცნიერ მოგზაურს. ტაძარი დაანგრიეს თურქებმა ბაგრატ თვალდავსილის დროს, როცა აიღეს ციტადელი, რის შედეგად, ორი საუკუნეა დაცარიელებული დგას.
ამ ტაძრის ახლო, ამწვანებულ დაქანებაზე, დგას პატარა ეკლესია, სადაც ინახება ძველი, ადრინდელი ტაძრის წმ. მარიამ ქალწულის ხატი. ეკლესიას ემიჯნება არქიეპიეკოპოსის შენობა, სემინარია და სახლი სამღვდელოთათვის... ციტადელში არის გრძელი საიდუმლო გვირაბები რიონზე და გამოქვაბულებში, სადაც აქაურთა რწმენით, ინახება მათი ძველი სხვადასხვა იარაღი და ნივთები...~.
М. Селезнёв- Руководство к познанию Кавказа, кн. 2, СПБ., 1847, с.72-74.
წარწერები
I. წარწერა. 1003წ. აღმოსავლეთ მკლავის ჩრდილოეთ ფასადზე, სარკმლის ქვემოთ, მარჯვნივ:
G`† ოდეს გ(ა)ნმტკიცნა იატ(ა)კი ქრ(ონი)კ(ო)ნი იყო 223~ FHFH II. წარწერა. 1001-1008წწ. აღმოსავლეთ მკლავის ჩრდილოეთ ფასადზე, სარკმლის ქვემოთ, მარცხნივ:
`† Ä მეუფეო, მფლობელო ყ(ოვე)ლთა სუფ(ე)ვ(ა)თაო, უმ(ე)ტ(ე)სად ადიდე ძლიერი ბ(ა)გრ(ა)ტ კ(უ)რ(ა)პ(ა)ლ(ა)ტი, აფხ(ა)ზთა და ქ(ა)რთვ(ე)ლთა მ(ე)ფÀ, თანა მამით, დედით, დედოფლით და ძით მ(ა)თით, ა(მე)ნ~
III. წარწერა. XIს. აღმოსავლეთ ფასადზე, ორმაგი სარკმლების ზემოთ, არქივოლტის ქვედა არშიაზე: PP
`[†] შ(ე)წ(ე)ვნ(ი)თა ღ(მრ)თის(ა)Áთა, ბ(ა)გრ(ა)ტის(ა)გ(ა)ნ ნ(ე)ბ(ი)თა ღ(მრ)თ[ი]ს(ა)Áთა აფხ(ა)ზთა და ქ(ა)რთვ(ე)ლთა მ(ე)ფ[(ი)სა და კ(უ)რ(ა)პ(ა)ლ(ა)ტ(ი)სა და დ(ე)დ(ი)სა მ(ა)]თისა გ(უ)რ(ა)ნდ(უ)ხტ დ(ე)დ(ო)ფლისა, აღ(ე)შ(ე)ნა წ(მიდა)Á ესე ს(ა)ყდ(ა)რი, Â(ე)ლითა [...]~
IV. წარწერა. XIს. აღმოსავლეთ ფასადზე, ცენტრალური თაღის მარჯვენა სვეტისთავის ზემოთ, სამკუთხა სეგმენტში:
`ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე ი(ოვა)ნე~
V. წარწერა. XIს. ტაძრის სამკვეთლოს ჩრდილოეთ კედელში წყობის ქვედა მეოთხე რიგში:
`[ . . . ]მ(ა)შ(ენე)ბ(ელი)~ ან `[?] მშ(ო)ბ(ელი)~
VI. წარწერა. XIს. ტაძრის ჩრდილოეთ მკლავის აღმოსავლეთ კედელზე, წყობის ქვედა მეხუთე რიგში:
`წ(მიდა)ო ღ(მრ)თ(ი)ს[მ]შობელო [. . . ]~
VII. წარწერა. XIს. ტაძრის რა ნაწილში იყო მოთავსებული უცნობია. შემორჩენილია მხოლოდ წარწერის ფოტონეგატივი:
`ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე [. . . ] ამ(ა)ს ზ(ედ)ა [. . . ] იწ( )მაა [. . . ] ~
VIII. წარწერა. XIს. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთი კუთხის ცოკოლის ერთ-ერთ ქვაზე, სამხრეთის მხარეს:
`ოქროპÁრსა~
IX. წარწერა. XVIს. ტაძრის დასავლეთი შესასვლელის მარცხნივ, ცოკოლის ერთ-ერთ ქვაზე:
`თურმანისძესა ზაქარბერსა [შეუნდვენ ღმერთმან]~.
X. წარწერა ანტეფიქსზე. XIს. მონაცრისფრო - მოვარდისფრო თიხა, 12X7.7 სმ. ინახება ქუთაისის სახელმწ. ისტორიულ მუზეუმში:
`ქ(რისტ)ე ად(იდ)ე~
X1. წარწერა ანტეფიქსზე. XIს. წითელი თიხა, 15X10სმ. ინახება ქუთაისის სახელმწ. ისტორიულ მუზეუმში:
`გ(იორგ)ი მ(ეფ)ე~
XII. წარწერა ანტეფიქსზე. X-XIს. წითელი თიხა, 11X12.5სმ. ინახება ქუთაისის არქეოლოგიური გათხრების ბაზაზე:
`ქ(რისტ)ე ად(იდ)ე~
XIII. წარწერა ანტეფიქსზე. X-XIს. წითელი თიხა, 12X9 სმ. ინახება ქუთაისის არქეოლოგიური გათხრების ბაზაზე:
`ქ(რისტ)ე ად(იდ)ე~
XIV. წარწერა ანტეფიქსზე. XIს. მოჭიქული წითელი თიხა, 15X9.5 სმ. ინახება ქუთაისის სახელმწ. ისტორიულ მუზეუმში:
`[ქ(რისტ)ე] ად(იდ)ე~
XV. წარწერა ანტეფიქსზე. X-XI სს. წითელი თიხა, 12X8 სმ. ინახება ქუთაისის არქეოლოგიური გათხრების ბაზაზე:
`ანტ(ო)ნი~
წარწერების წაკითხვა მოცემულია ვ. სილოგავას მიხედვით. იხ. ბიბლ. 22 და 23.
ტაძრის გამაგრების და აღდგენის ისტორია
ტაძრის შესწავლას ჯერ კიდევ XIX ს-ში შეუდგნენ, მაგრამ მისი საფუძვლიანი, მეცნიერული გამოკვლევა მხოლოდ XX ს-ის მე-2 მეოთხედიდან დაიწყო.
ნაგებობამ დაუნგრევლად მოაღწია XVII ს-ის ბოლომდე, იმ დრომდე სანამ იგი ოსმალებმა ააფეთქეს დენთით 1691წელს. ამას დაემატა გენერალ ტოტლებენის მიერ უქიმერიონის ციხის დაბომბვა (1770წ.), რამაც მთლიანად შეიწირა ტაძრის ზედა ნაწილები. თუმცა იმ დროისთვის სამივე კარიბჭე და გუმბათქვეშა სვეტების ქვედა მონაკვეთები ჯერ კიდევ ფეხზე იდგა. დასავლეთის კარიბჭე 1833 წელს ჩამოინგრა. ამავე ხანებში გადააკეთეს სამხრეთის კარიბჭე სამრევლო ეკლესიად. ტაძრის კედლები თანდათან იშლებოდა, ნანგრევები იმოსებოდა სუროთი, ხოლო მისი ტერიტორია გადაიქცა საამშენებლო მასალის იოლი მოპოვების ობიექტად.
ტაძარი პირველად გამოიკვლია და მისი გრაფიკული რესტავრაცია, გუმბათის ყელიანად შეასრულა დიუბუა დე მონპერემ¹ (1833წ.). ეკლესიის მომდევნო გეგმა ეკუთვნის მარი ბროსეს¹ (1851წ.). ა. პავლინოვმა კი ნაგებობის გეგმასთან ერთად გამოაქვეყნა ეკლესიის ჭრილების და ფასადების გრაფიკული რესტავრაციის ნახაზები¹ (1893წ.). ამ მკვლევართა მონაცემები განსხვავდება ერთმანეთისგან და ამასთან არ ასახავს ნაგებობის რეალურ სახეს.
1925-26წწ.-ში ტაძარი მოინახულეს და მის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს გ. ჩუბინაშვილმა და ნ. სევეროვმა¹. ნაგებობის ზუსტი ანაზომი კი მხოლოდ 1937-39წწ. შესრულდა (ნ. სევეროვი) და პრაქტიკულად იმ დროიდან იწყება მისი მეცნიერული კვლევა.
რა მდგომარეობაში დახვდათ მკვლევარებს ბაგრატის ტაძარი?
1937 წლისთვის მთლიანად იყო ჩამონგრეული ნაგებობის ზედა ნაწილი გუმბათ-კამარებიანად. აღარ იყო ადგილზე გუმბათქვეშა სვეტები და დასავლეთის პატრონიკეთა სისტემა. შედარებით უკეთ იყო შემორჩენილი ჩრდილოეთის აბსიდი, სამხრეთისა კი მორღვეულიყო შეწყვილებულ სარკმლებს ზევით. ასევე გარღვეული იყო აღმ. მკლავის ცენტრალური არე (1930წ. ეს ნარღვევი გაამაგრეს დროებითი კედლით) და ფრონტონი, ხოლო დასავლეთ ფასადის სამხრეთი ნაწილი – თითქმის მთლიანად მონგრეული. კედლები პრაქტიკულად შემოძარცული იყო საპირე წყობისგან. მთლიანად იყო დანგრეული ჩრდილო და დასავლეთის კარიბჭეები და გარსშემოსავლელი, ჩრდ. დასავლეთის კუთხის კოშკი კი – დაზიანებული და მოშლილი. სამხრეთის კარიბჭე დაუმახინჯებიათ XIX ს-ში მიშენებული კედლებით. ტაძარი შიგნით და გარეთ ავსებულა ქვა-ღორღით, კედლები კი დაფარულა ხშირი მცენარეულობით.
მიუხედავად ამგვარი სავალალო მდგომარეობისა, ბაგრატის ტაძრის ნანგრევები დიდებული სანახავი იყო და სწორედ ასეთი – სურომოდებული და ფერწერული ნანგრევები იწვევდა მნახველში ესთეტიკურ ტკბობას და ერთგვარ რიდს და მოწიწებას მისი ძნელბედითი ისტორიისადმი.
– ქვემოთ ჩამოთვლილი სარესტავრაციო სამუშაოების სრული საილუსტრაციო მასალა მოცემულია დაბლა – აღდგენის დასურათებულ ნუსხაში.
1930წ. აღმოსავლეთ ფასადის შუა ნაწილის გამაგრების მიზნით, ერთიანი კედლით ამოაშენეს მისი შუა არე. შეკრეს სამხრეთ-დასავლეთის გაგლეჯილი კუთხე და მცირე ზომის ფილებით შემოსეს, ჩრდილო ფასადის აღმ. ნაწილი. სამუშაო ჩაატარა `რიონჰესმა.~
1939-41წწ. სამხრეთის კარიბჭეზე მოიხსნა XIXს-ის დანამატები. არასათანადო წყობით ამოშენდა კარიბჭის აღმ. და დასავლ. კედლები და გაიხსნა სამხრე
This post has been edited by REGINALD AUBREY FESSENDEN on 17 Aug 2012, 18:09
--------------------
незаметно подкрался сланец
|