გაითვალისწინეთ ქუთაისის ციხე- იგივე - უქიმერიონის ციხე , სადაც იდგა ბაგრატი
8-დან 14 ივლისამდე რუსები ინტენსიურად ბომბავენ ციხეს: «8 მკათათვე.
ქუთაისის ციხეს რუსებმან ზარბაზნების სროლა დაუწყეს მწვანე ყვავილათგან ჩვენის
საყდრითგან» (შ. ლომსაძე 1979, გვ. 129). «9 მკათათვე. რუსები ზარბაზანს და ყუმბარებს
ესროდნენ ციხეს დღეში ასზედ მეტსა» (იქვე... გვ. 129). «14 მკათათვე რუსებმან
შუაღამისა მრავალი ყუმბარა და ზარბაზანი ესროლეს ციხეს» (იქვე ... გვ. 129).
ცხადია, რომ ბრძოლების პირველ ეტაპზე რუსული კორპუსი «მწვანეყვავილას»
გაბატონებული პოზიციებიდან ბომბავს ციხეს დღისითაც და ღამითაც, რათა
მაქსიმალურად დემორალიზებული გახადოს გარნიზონი.
ამასთან დაკავშირებით გ. ბოგვერაძე აღნიშნავს, რომ «ვფიქრობთ, ალბათ
მცდარია ის მოსაზრება, თითქოს ქუთაისის ციხე-ქალაქს რუსები ცეცხლს
მწვანეყვავილას გორიდან უშენდნენ. ამ მანძილიდან ზემოთაღწერილი ზარბაზნებით
ციხის კედლებს შენგრევა შეუძლებელი იყო ... შეიძლება კიდეც შემოგვედაონ, რომ
მწვანეყვავილას კონცხიდან ... არა გალავნის კედლებს, არამედ ქალაქის შიგნით
არსებულ შენობა-ნაგებობებს დაუშენდნენ. აღნიშნულ თვალსაზრისს ვერ გავიზიარებთ, 134
რადგან თუ მოალყეები ამას მოისურვებდნენ, სრულებით არ იყო საჭირო ქვემეხების
განლაგება შემაღლებულ ადგილზე. «ედინოროგების» (რუსული ჯარის შეიარაღება გ.
ბოგვერაძეს შესაშური დაწვრილებით და გულმოდგინებით აქვს გამოკვლეული რ. ი.)
კონსტრუქცია საშუალებას აძლევდა რუს არტილერისტებს ქვედა ქუთაისიდანაც კი,
კიდული ცეცხლით დაებომბათ ქალაქი (გ. ბოგვერაძე 2003 გვ. 42), თუმცა იქვე
აღნიშნავს, რომ «მოცემულ სიტუაციაში კიდული ცეცხლით ქალაქის დაბომბვის
მეთოდი არაეფექტური იყო და არც გამოუყენებიათ». ამ წინააღმდეგობრივ მსჯელობას
ჩვენის მხრივ დავუმატებთ, რომ რუსები ცეცხლს უშენდნენ არა «ციხე-ქალაქს»,
(რომელიც კარგა ხნის დაკავებული აქვს სოლომონს), არამედ უშუალოდ ციტადელს.
ავტორთან ციხე (ციტადელი) და ქალაქი მკვეთრად გამიჯნული არ არის, რაც აქაც და
თურქების გაპარვის მარშრუტზე მსჯელობისას (იქვე ... გვ. 36) მისი მცდარი დასკვნები
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00...00157/DISER.pdf