შეგიძლიათ დაასახელოთ საბჭოთა სისტემის , სადაც თქვენი აზრით ბ.ბ.-ი გვაბრუნებს , მაგალითად 5 ძირითადი მახასიათებელი ?
თქვენ თუ არ იცით მე ჩამოგითვლით :
1. იდეოლოგია ---- ნიუანსებს თუ ჩავუშვებთ , მთავარი იყო შემდეგი ----- ჩვენ ვართ მართლები , ჩვენ ვართ პროგრესი ......ვინც ჩვენს წინაამღდეგ არის , ის ქვეყნის მტერია , მტრების აგენტი
ყველგან ლენინის სურათები... ბავშვობიდან დაწყებული განუწყვეტელი პროპაგანდა.. საბჭოთა სისტემის უპირატესობაზე.. იდეოლოგია ტყუილზე დაფუძნებული... კაპიტალიზმი ლპება.. ჩვენ ვყვავით.. და კომუნიზმს ვაშენებთ სადაც ყველას ის ექნება რასაც მოისურვებს... ყველამ უნდა იაროს ამ იდეოლოგიურ კრებებზე და ტაში უკრას... ყველამ უნდა აქოს ლენინი და სოცაილისტური სამშობლო... ა.შ.
2. არჩევნები ---- კანონით დემოკრატიული და სამართლიანი --- სინამდვილეში , სტალინის თეზა , არჩევნებს იგებს არა ის ვისაც ხმას აძლევენ , არამედ ის ვინც ხმებს ითვლის
კანონებს არასოდეს არ დაგიდევენ კომუნისტები..... არჩევნებზე ყოველთვის ერთი კანდიდატია... თვით შიდა პარტიულ ვითომ არჩევნებზეც ყოველთვის ერთი კანდიდატია, რომელსაც ზემოდან ნიშნავენ.. ვაზელინის მოხმარების უნარის ან ნაცნობ ნათესავობის პრინციპით... არჩევნებზე მისვლა ფორმალობა... მაგრამ არ მისვალასაც არ გირჩევთ შეიძლება ჩაგეთვალოს არალოიალურობად... მოკლედ თუ არ მიხვედით ამის გახმაურებაც არ ღირს..
რა თქმა უნდა იმ ერთ კანდიდატს უნდა მისცეთ ხმა.. თუმცა არინ ისეთების ვიცნ ბიულეტენზე გინებებს წერს.. ანტი კომუნისტურს.. და კგბ-ს მონდომებულ ყურადღებას იპყრობს...
3. სახელმწიფოს იძულების აპარატი ---- არმია , მვდ, კგბ , საგადასახადო (სახალხო კონტროლი , ქალაქკომების ფინანსური განყოფილებები ) ---აუცილებლად პოლიტიზირებული , იცავდნენ მართველი პარტიის და არა სახელმწიფო ინტერესებს....
და ვინ გაყო მართველი პარტია და სახელმწიფო ინტერესები საბჭოთა კავშირში... მთავარი მართველი კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანია.. კგბ.. მათი შეიარაღებული რაზმი... იდეოლოგიას დედის რძესთან ერთად გასმევენ... და თუ არ ემორჩილები აუცილებლად ხვდები წნეხის ქვეშ.. 50 წლების მეორე ნახევრიდან შედარებით მსუბუქი წნეხის ქვეშ...
თუ პოლიტიკური საკუთარი მოსაზრებები გაგაჩინა მაშინ უკვე უბრალოდ ციხეში...დისიდენტური ფორმით... ზოგჯერ საგიჟეთშიც... ოპოზიცია საერთოდ არ არსებობს... რამდენიმე ასეული დისიდენტი შიგა და შიგ ციხეში ზის და სულ ეგ არის ოპოზიცია...
4. სახელმწიფო მართვის მექანიზმი ------ უმკაცრესი ვერტიკალი , ყველაფერი იმართებოდა ცენტრიდან , ადგილობრივი მართველობები ფიქცია იყო , ყველაფერი ემორჩილებოდა ცენტრის გადაწყვეტილებებს , ერთი კაცის , სკპპ-ს გენერალური მდივნის ხუშტურუკებს....
აბა ყველა ბრეჟინევის ხუშტრუკზე დადის.. და თან ვაზელინის პრაქტიკას ეწევა... შევარდნაძის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის.. მაშინდელი მოსოკოვური ანეგდოტი შევარდნაძეზე... ბრეჟნევმა გადაყლაპა პოლიტბიურო... და მერე ამოუშვა უკან... და რას ხედავს შევარდნაძეც იქ არის.. გაუკვირდა ბრეჟნევს .. შენ ხომ პოლიტ ბიუროს წევრი არ ხარო... მანდ როგორ მოხვდიო.. მე სხვა ნახვრეტიდან შემოვძვერიო შევარდნაძემ...

5. სასამართლო -----....... დამოუკიდებლობის პროცენტი ---ნული .....სასამართლოები ემსახურებოდნენ მართველი პარტიის ინტერესებს.....
საბჭოთა სასამართლო კიდევ კარგი იყო.. 30 წლების დამხვრეტ სამეულებზე...
6. მედია ----- მკაცრი ცენზურის ქვეშ , აბსოლუტურად პოლიტიზირებული ....... იდეოლოგიური იარაღი და პროპაგანდის საშუალება , მართველი პარტიის ხელში
არავითარი პრესა.. მაშინდელ გაზეთებს ხალხი ტუალეტში გამოსაყენებლად ყიდულებდა.. ტუალეტის ქაღალდის დეფიციტის გამო...... წინადადებებს შორის კითხვა მაშინ ვისწავლე.... მაშინდელი მოამბე, რომ დადოს ვინმემ მაგრა ვიხალისებთ....
7. პრივილიგირებული ფენა , დასაყრდენი ძალა ------- ხელოვნურად შექმნილი ფენა , პარტიული ფუნქციონერების , რომლებიც სარგებლობდნენ , საყოველთაო სიდუხჭირის ფონზე , გარკვეული პრივილეგიებით , რომლებიც ხდიდნენ მათ გაბატონებულ კლასად ..... ისინი შედარებით კარგად ცხოვრობდნენ , მაღალი ხელფასები , საზღვარგარეთ წასვლის საშუალება , დანაშაულის ჩადენისას სხვებთან შედარებით რბილი განაჩენები , მათი შვილების პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის საშუალება , ტანსაცმლის , ყოფითი საგნების შეძენის საშუალება დახურულ მაღაზიებში და ასე შემდეგ -------ეს ყველაფერი ერთი რამის სანაცვლოდ , აბსოლუტური ლოიალობა მართველი პარტიის მიმართ .... თუ პარტიას უღალატებდნენ , დაისჯებოდნენ ჩვეულებრივ მოქალაქეზე ათჯერ უფრო მკაცრად , თუ პარტიის ერთგულები იქნებოდნენ , ქვეყნის ძირითად მასა მოქალაქეებზე უკეთ იცხოვრებდნენ .........მოკლედ ---- გინდა კარგად იცხოვრო , დაუდექი გვერდში მართველ პარტიას
არა ჩემო კარგო ის სისტემა ზუსტად ეს დახურული პრივილიგირებული ფენა გახლდათ.. არავითაღი ლოიალურობის მოთხოვნა მათ მიმართ..... ისინი იყვნენ ვინც ითხოვდნენ ლოიალურობას მოსახლეობიდან.. ისინი გახლდნენ ამ ქვეყნის ხერხემალი...
და ზუსტად მათთვე დაანგირეს,, რადგან პრივილეგიების გადაცემა ჭირდა იმ სისტემაში შვილებისათვის..
და დამიჯერეთ ვინც არ მოგწონთ და რაც არ მოგწონთ დღევანდელ საქართველოშიც .. ყველა ისევ იქიდან არის...
კიდევ ერთი იყო.... საშინელი კორუფიცა... საშინელი კრიმინალი...
პიკს 90 წლების პირველ ნახევარში მიაღწია.. ამან ყველაფერს...
აი ეს არის საბჭოთა სისტემის დამახასიათებელი პრინციპები ....რამეს არ გაგონებთ .......... საბჭოტა კავშირის კომუნისტური პარტიის მაგივრად , ჩავწეროთ საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ---რამე იცვლება ?
თუ ბ.ბ.-ი საბჭოეთში გვაბრუნებს , მან ფაქტიურად რაც დღეს არის ქვეყანაში , არაფერი არ უნდა შეცვალოს ...ვინაიდან ნაციონალებმა ააშენეს 21-ე საუკუნეში საბჭოთა სისტემა
იმედია , ვინმე საპირისპიროს დამიმტკიცებს
შემაჩნევდი, რომ საბჭოთა კავშირამდე ნაცინალურ მოძრაობას მართლაც ძალიან ბევრი აკლია...
აი უფსკრულამდე ბევრი... კი სცხია ელემენტები.. როგორც ვთქვი ბევრნი ისევ იქიდან არიან... მაგრამ მართლა ბევრი აკლია.. დიდი გზა გამოვიარეთ მანდედან...
და თუ ბიძინა იქ დაბრუნებას გვიპირებს.... მართლა დაბრუნებას.....?????????
ისე რაც კი წითელი ელიტა იყო ქე მოაგროვა გუნდში..