ეხლა ცამოვედი ბათუმიდან, ძალიან ბევრ დამსვენებელთან მქონდა საუბარი და რამდენიმე დასკვნა გავაკეთე, მათ შორის ჩემთვის პირადად ძალიან მოულოდნელებიც. სწორედ ამ მოულოდნელებიდან დავიწყევბ:
- აქამდე ღრმად მწამდა, რომ თბილისი იყო ძალიან პოლიტიზირებული, რეგიონებში კი ეკიდათ პოლიტიკა, აღმოჩნდა, რომ ლამის პირიქითაა. რეგიონები ძალიან პოლიტიზირებულია, იქ მაცხოვრებლები ჩვენზე გაცილებით დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს პოლიტიკურ მოვლენებს და უფრო რადიკალურებიც არიან.
- ასევე ღრმად მწამდა, რომ მხოლოდ თბილისი იყო ისეთი, სადაც ნაცებს შანსი არ აქვთ გამარჯვების + ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ საჩხერე, ჭიათურა და სამტრედია. ეხლა აღმოვაჩინე, რომ ბათუმში და ქობულეთში ოცნებას იგივენაირი მხარდაჭერა აქვს, რაც თბილისში და ისინი ჩემდა გასაკვირად საკუთარ თავს "ყველაზე დაჩაგრულად" მოიხსენიებენ, იქაურებისგან უფრო დიდი მუხტი მოდის, ვიდრე თბილსში. ქუთაისში და ზესტაფონში, ვინც მე იქ ვნახე იქაურები, ნაცებზე შესამჩნევად მეტი მხარდამჭერი ყოლიათ, ასევე ხონში, გურიაში მთლიანად, თელავში...ნუ რუსთავზე ლაპარაკიც ზედმეტია, იგივე თბილისია.
- შევამჩნიე ერთი უცნაურობაც, რაც არ ვიცი შიშს დავაბრალო თუ ფსიქოლოგიურ კომპლექსებს: ბათუმში შევესწარი მურმან დუმბაძის შეხვედრას ერთ-ერთ უბანში და მოსახლეობის ნახევარზე მეტი მუდმივად ცდილობდა კამერის უკან მოქცეულიყო და კადრში არ მოხვედრილიყო, ძალიან ბევრი საერთოდ 20-30 მეტრიდან ადევნებდა თვალს, ხეებს, ღობეებსა და გაჩერებებს ამოფარებული და იქიდან უკრავდნენ ტაშს.
- ზემოხსენებულ შეხვედრაზეც მოხდა ინციდენტი: ვიღაც მთვრალი ტიპი გაიჩითა, ბავშვებს ბურთი გამოართვა და შეკრებილი ხალხის მასას დაარტყა.

- ეს რაღაცა ახალგამოჩეკილი ჟურნალისტთმდევნელები ყველგან იჩითებიან და მანდ ყველაზე უცნაური ისაა, რომ მაჟორიტარების შეხვდრებს 1, იშვიათად 2 კამერა იღებს და 2-3 კამერა მუდმივად უკანაა მოტრიალებული და გულდასმით იღებს შეხვედრაზე მისულ ხალხს.
- ნაციონალებისა და ოცნების წევრების ქცევები და საზოგადოების დამოკიდებულება და რეაქციები მათ მიმართ. ოცნების აქტივისტები იქ ვინც ვნახე , მაისურებს იცვამენ მხოლოდ ხალხთან შეხვედრის ან რამე აქციის დროს. ნაციონალები კი დადიან ამ პრივატიზებული "მე მიყვარს საქართველო" ლოზუნგიანი და მკლავზე ხუთნომრიანი მაისურებით და ძალიან თავხედურად იქცევიან. პიაცაზე მინდოდა შესვლა და მხოლოდ ნაცების მაისურიან ხალხს უშვებდნენ, ადგილობრივ მცხოვრებლებს და ახლო მახლო ოფისის მქონეებსაც კი დაცვა მიუთითებდა, რომ მანქანები გვერდზე ქუჩაზე გაეჩერებინათ. ძალიან დიდი ზიზღი და აგრესიაა ხალხში ამის გამო. ნუ, ბათუმში ეგრე იყო.
- ნუ, წლებია უკვე ბათუმში დავდივარ და ასე ცოტა ხალხი არ მინახავს წელს როა, განსაკუთრებით ქართველები და ასე გამოცარიელებული ბარ-რესტორნები კიდევ.
ნუ, ბათუმზე მთლად უარყოფით ნოტაზე არ დავასრულებ და მომეწონა, რომ რაღაცეებში საკმაოდ დიდი სამუშაოებია ჩატარებული: წყალი მოდის, გზები დიდი ნაწილზე გაკეთებულია, რამდენიმე ისეთი უბანი მოწესრიგდა, მანამდე რომ ბოდიში და ჩაჯმული იყო, მართალია არის იქ სერიოზული ხარვეზები (მაგალითად შიდა ქუჩებზე ტროტუარზე ქვაფენილები და ბორდიურებიც კი, უბრალოდ დალაგებულია პირდაპირ მიწაზე, ზოგან საერთოდ ამოყრილია, წაქცეული ან დაფშვნილი), მაგრამ იმას აშკარად ჯობია რაც იყო....
აუუუ რა სეტყვამ დაუშვა აქ (თბილისში0 ბლიად???
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey