მე მინდა სამი რამე ....
1. დამოუკიდებელი სასამართლო
2.სამართლიანი არჩევნები
3. თავისუფალი მედია
ეს თუ ზაპადნიკობას არ ნიშნავს და რუსეთუმეობას ნიშნავს , მაშინ თამამად ჩამწერე რუსეთუმებში .....
ეს ზოგადათ , როგორც თქვენ ბრძანეთ ....
ახლა რაც შეეხება თქვენს მცდელობებს ამერიკის მართლმსაჯულების ანალიზის ....
დიახ , ამერიკის მართლმსაჯულება 16 წელი დასდევდა ალფონსო კაპონეს , 14 წელი ლაკი ლუჩანო ვერ დასვა განსასჯელთა სკამზე და ასე შემდეგ ...ბევრი იყო ასეთი ფაქტი
ინგლისის მართლმსაჯულებამ , ვერ გაამტყუნა სსრკ-ს შპიონი კიმ ფილბი , ვინაიდან ვერ მოიძებნა მყარი მტკიცებულებები მისი ბრალეულობის , ხოლო ეჭვებით , რაც არ უნდა მყარი იყოს ეჭვები ...დასავლური სასამართლოები არ ოპერირებენ
კარგი არის ეს თუ არა ..... შენ თვლი , რომ ცუდია --- მე , პროგრესული კაცობრიობა და სამართლის რომაელი მამები ვთვლით , რომ ეს სწორია (კარგი კი არა , სწორია ) ---------- ვინაიდან ჯობია ათი დამნაშავე არ დასაჯო , ვიდრე ერთი უდანაშაულო დასაჯო ...
ეს ჩემთვის და დემოკრატიული საზოგადოებისთვის აქსიომა არის ---- შენთვის , სააკაშვილისთვის და ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი სასამართლოს თავჯდომარისთვის ალბათ არა .....
რაც შეეხება ალფონსო კაპონეს ისტორიას ---- ეს მაგალითია არა სახელმწიფოს სისუსტის , არამედ პირიქით სახელმწიფოს სიძლიერის , სახელმწიფო რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე , სამართლიანობაზე ყველასთვის , პროფესიონალი დამნაშავის მიმართაც კი --- უდავოდ ძლიერია , ვინაიდან მას აქვს ის ღერძი რომელზედაც შენდება და ფუნქციონირებს სახელმწიფო და ეს ღერძი არ იცვლება ვინმე კონკრეტული დამნაშავის დაკავების მიმართებაში
რა უფრო დიდი ბოროტება იყო , ამაზე ფიქრობდნენ ამერიკული მართლმსაჯულების იმ დროინდელი ფუნქციონერები : ალფონსო კაპონეს თავისუფლებაზე ყოფნა , თუ ამერიკული მართლმსაჯულება წასულიყო თვითონ კანონდარღვევაზე და ალფონსო კაპონე შეთითხნილი ბრალდებით დაეჭირათ , მაგალითად იარაღი ჩაედოთ ....
ამერიკულმა მართლმსაჯულებამ გამოიტანა გადაწყვეტილება , რომ არავითარი ალფონსო კაპონე და ლაკი ლუჩანო არ ღირს იმათ , რომ მართლმსაჯულება თავის სინდისთან გარიგებაზე წასულიყო ...მათ იცადენ ის 16 წელი და სამართლიანად გაასამართლეს დამნაშავე მაშინ როდესაც მართლმსაჯულებას საკმარისი საფუძველი ქონდა ამისი
მე ეს მომწონს
ბენიტო მუსოლინი , რომელიც ანალოგიურ პრობლემის წინაშე დადგა , წავიდა სხვა გზით ... მან მიიღო აბსოლუტურად არასამართლიანი კანონი ....მხოლოდ ორი მოწმე იყო საჭირო (თუ გინდ სახელმწიფო მოხელე , პოლიციელი მაგალითად ) რომლებიც დაადასტურებდნენ ადამიანის მაფიასთან კავშირს და ეს საკმარისი იყო მისი უმძიმესი მუხლით გასამართლებისთვის რომლის სანქცია 20 წლიდან იწყებოდა .....იმავე კანონში გაწერილი იყო , რომ ყველა მაფიოზთან კავშირზე მყოფი პირი , ნათესავიც , რომელიც მაფიოზს საჭმელს აჭმევდა ---ისინიც გასამართლებოდნენ , სანქცია ოდნავ დაბალი იყო 10 წლამდე თუ სწორად მახსოვს
ესე იგი , ორ პოლიციელის ჩვენებით ადამიანს შესაძლო იყო მინიმუმ 20 წელი მიეღო , ხოლო მეორე ადამიანს , რომლის ბრალეულობა იმაში მდგომარეობდა , რომ ბიძაშვილს საჭმელი აჭამა , თუ გინდ მაფიოზს , შეეძლო 10 წელი მიეღო ..თუმცა არანაირ ბრალეულ ქმედებას ის არ ანხორციელებდა , პროსტო საჭმელი მიაწოდა მეორე ადამიანს (ის ადამიანი მაფიოზი იყო თუ არა ეს სასამართლოს დადგენილიც , რომ არ ქონოდა )
მუსოლინიმ უცებ მიაღწია შედეგს , მისი ძალისხმევა ეფექტურა გამოდგა ---მაგრამ ეს ლოკალური გამარჯვება იყო ...ხალხმა კი პერსპექტივაში სასამართლოს და მართლმსაჯულებას ნდობა დაკარგა ...რადგანაც სამართლიანად მივიდა დასკვნამდე , რომ თუ იტალიური მართლმსაჯულება ერთ კონკრეტულ შემთხვევაში წავიდა შეტანხმებაზე ხელისუფლებასთან და უკანონობა ჩაიდინა , არაა გამორიცხული ეს მეორეჯერ და მესამეჯერ გააკეთოს სხვა პრობლემების გადასაწყვეტად რომლებსაც ბენიტო მუსოლინის მთავრობა წააწყდებოდა
დაირღვა ღერძი .....სახელმწიფოს შენების ბაზისი ...მართლმსაჯულება ყველასთვის ერთნაირად და მართლმსაჯულების სამართლიანობის ... შეიქმნა ახალი მართლმსაჯულება , რომელიც ხატოვნად დიდმა დუჩემ ასე დაახასიათა ......,, მეგობრებს ყველაფერი , დანარჩენებს კანონი ,,..... (ხომ არ გაგონებთ რამეს დღევანდელ საქართველოში

)
აი , ეს იყო ორი მიდგომა პრობლემის გადასაჭრელად ... ერთი შეიძლება ლოკალურად არა ეფექტური , მაგრამ მკაცრად სამართლიანი , ამერიკული ვარიანტი , ხოლო მეორე სწრაფი , არასამართლიანი მართლმსაჯულება , რომელსაც ლოკალური ეფექტი ქონდა , იტალიური ვარიანტი
ამერიკა დგას ახლაც , ბენიტო მუსოლინი ფეხებით დაკიდეს ---- არჩევანს ყველა თვითონ აკეთებს
ახლა თურქეთი ....
შენ ვერ გაიგე როგორც ცანს სიტყვა ანდერძი ...მე ხატოვნად ვიხმარე ეს სიტყვა ....საქმე კი ეხებოდა იმ პრინციპებს , სახელმწიფოს შენების იმ პრინციპებს რომელსაც საფუძველი ჩაუყარა მუსტაფა ქემალმა , შენთვის ათათურქად ცნობილმა
ბევრი , რომ არ ვილაპაროთ ამ უდავოდ დიდ და მამაც ადამიანზე , თანამედროვე თურქეთის მამაზე , მან გაბედა და თურქეთს უარი ათქმევია პან-ოსმანისმზე ....მან დაანგრია ოსმანური იმპერიის საფუძვლები , პან-ისლამიზმი როგორც იდეოლოგია , მან განდევნა შარიათის კანონები სასამართლო სისტემიდან , მან გააუქმა სულტანატი , მან მიანიჭა ქალებს იგივე უფლებები რაც მამაკაცებს (რა დროს და სად ) , გააუქმა მუსულმანური კალენდარი და გრიგორიანულზე გადაიყვანა თურქეთი , მან შექმნა ახალი თურქული ალფავიტი , მან დაუშვა კერძო მესაკუთრეობა, გახსნა ევროპული ყაიდის უნივერსიტეტები ------მან ბევრი რამ გააკეტა , იმ დროისთვის სუპერ-რევოლუციური , მითუმეტეს სუპერ-მუსლიმანური ქვეყნისთვის
მუსტაფა ქემალი ჭკვიანი კაცი იყო ... ის ხვდებოდა , რომ ეს რევოლუციური ცვლილებები ძნელად იკიდებდნენ ფეხს თურქეთში და მეტწილად მის შეუვალ ავტორიტეტზე იყო დამყარებული ...ის მაშინ უკვე ფიქრობდა რა იქნებოდა მისის სიკვდილის შემდგომ და აი ახლა მივედით მის ,,ანდერძზე,,
ეს ,,ანდერძი,, კი ძალიან მარტივი და რადიკალური იყო ...
მან , აბსოლუტურად ცალკე , დამოუკიდებელ კასტად ჩამოაყალიბა გენერალიტეტი , შექმნილი იყო ისეთი ბერკეტები , რომ სახელმწიფო თითქმის ვერ ერეოდა არმიის , მის უმაღლეს მართველობის შიდა საქმეებში (როგორ , ეს სხვა და დიდი თემაა ), თუმცა არმია ამავე დროს სახელმწიფოს სამსახურში იყო , სახელმწიფოს და არა ხელისუფლების
მუსტაფა ქემალის ,,ანდერძის,, მიხედვიდ , თურქულ არმიას ევალებოდა არბიტრის მაგვარი ფუნქცია , მას არ უნდა დაეშვა ორი რამ , თურქეთის დაბრუნება პან-ოსმანიზმის ორბიტაზე და არ დაეშვა ხელისუფლებაში ისლამისტების მოსვლა , რაც საფრთხეს შეუქმნიდა თურქეთის ევროპული განვითარების ვექტორს .....
სამჯერ , თურქეთის არმია ჩაერია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში , მათ სამჯერ ჩამოაშორეს ხელისუფლებას სამოქალაქო მთავრობები , როდესაც თურქეთი დადგა იმ საფრთხეების წინაშე რაზეც ათატურქს ქონდა დაბარებული ...სამივეჯერ , საშიშროების გავლის შემდგომ , თურქეთის არმიამ ხელისუფლება დაუბრუნა პოლიტიკოსებს , საყოველთაო არჩევნების შედეგათ
ერდოღანმა ( რომელიც შენ დადებით პიროვნებათ მიგაჩნია ) რომელიც ისლამისტური პარტიის ლიდერია და პან-ოსმანიზმის ( დიდი ოსმანური იმპერიაზე მეოცნებე ) ძირშივე არ დაუშვა სამხედრო გადატრიალება , ის დარწმუნებული იყო , რომ ასეთი მოხდებოდა , დაიჭირა და თანამდებობებიდან გაანთავისუფლა უამრავი გენერალი ....და ახლაც აგრძელებს ამას ..
თურქეთში უსერიოზულესი პროცესები მიმდინარეობს ახლა ....მიდის ბრძოლა ათათურქის დატოვებულ იდეებს (განვითარების ევროპული ვექტორი) და თურქეთის ისლამიზაციის შორის , რომელიც აუცილებლად გახდება მკვებავი თურქეთში პან-ოსმანიზმის იდეების გასაღვივებლად ...პან-ოსმანიზმი საქართველოსთვის რუსეთზე უფრო დიდი საფრთხეა , ამ თემაში ჩახედულები გაიგებენ რას ვწერ ...ოსმანური იმპერია საქართველოს მის ტერიტორიად თვლის , ტერიტორიად და არა რამე სხვა ფორმით კავშირს .... რასაც აკეთებენ თურქეთი თავის ტერიტორიებზე სხვა ერების მიმართ ნუ ამახსნევიებთ
ამიტომ კიდევ საკითხვია , ვინ გვაწყობს ჩვენ ქართველებს ...ისლამისტი ერდოღანი , თუ მასთან მებრძოლი ათათურქის იდეებზე მდგარი გენერლები .... ?
რაც შეეხება თურქულ სასამართლოს ....
თურქები ამ საკითხში კონტინენტალური სამართლის ალბათ ყველაზე კარგი მიმდევრები არიან ...ამ ბოლო დროს საქართველოში ძალიან ბევრი თურქული სასამართლოების გამოტანილი განაჩენები შემოდის , ძირითადათ იმ ქართველებზე , რომლებმაც თურქეთის ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინეს , თურქები გარკვეულ კერძო დავალებების შესრულების თხოვნით მოგვმართავენ ...ადექი და უბრალოდ წაიკითხე თურქული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები , გვერდით დადევი ქართული სასამართლოს განაჩენი და თუ ხარ იურისტი იმსჯელე მტკიცების სტანდარტების მოთხოვნებზე თურქულ მართლმსაჯულებაში და ქართულ მართლმსაჯულებაში .... ათი თავით მაღალი მტკიცების სტანდარტი (იცი რას ნიშნავს ეს ტერმინი ? ) აქვს თურქულ სასამართლოს
ასე , რომ ეგრე ადვილად ნუ უყურებ მართლმსაჯულებას ..... მის მიმართ ნდობა უძნელესი მოსაპოვარია , ხოლო დანგრევა ერთ წამში შეიძლება , ერთი უკანონო მოქმედებითაც
This post has been edited by მაკიაველი on 20 Aug 2012, 13:08
01.10.2012.