ერორებს რა ასხოვთ არ ვიცი, მაგრამ მაგათთან მძიმე სურათია:
შეიარაღებულნიო და საქმეში იარაღი არა დევს,
ვერ წარმოადგინეს ფარული ჩანაწერები, მიუხედავად ადვოკატების ბევრი ბრძოლისა.
იმის გამო, რომ ვერაფრით გამოდიოდა ყინწვისიდან თბილისში კოკტეილების სროლა, პროკურატურამ საერთოდ უარყო მათი ყინწვისში დაკავების ფაქტი, რაც ნაწილობრივ მართალია, იმიტომ რომ ეს ხალხი სხვადასხვა ადგილებიდან მოკრიბეს და ერთად, ერთ საქმეში გააერთიანეს.
მათ შორის იყო მცხეთაში დაჭერილი ტაქსის მძღოლი, რომელმაც ვიღაცა აიყვანა ურბნისში.
ზოგი თბილისშია დაჭერილი და ზოგიც ქარელში.
ერთი იქაურებს უნდა ჰკითხოთ, როგორ იჭერდნენ ყველას, დაჟე სათოხარში მიმავალსაც.
რადგან ამათთან ვერ მოხერხდა იარაღის ჩადება (არადა მცდელობები იყო), მერეღა დაიჭირეს ე.წ.ოქრუაშვილის ხალხი და სამარცხვინო კამაზის ამბავიც მოაყოლეს.
აბა, ვერაფრით პრავდებოდა იმნაირი საშიშროება, რაც გაამართლებდა ხალხის დახოცვას და სახურავებზე შემოდებას(თუ შეიძლება ამნაირი ამბავი საერთოდ გაპრავდეს).
აი, რაც ზუსტადაა დადგენილი, მხოლოს ის, რომ ამ ხალხის ნაწილი მხოლოს პირველ დღეს იყვნენ მიტინგზე და მეორე დღესაც გავიდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ნაცნობ-უცნობი ენახათ და ამ მიტინგის დასასრული ეუწყებინათ.
ისიც დადგენილია, რომ ნამდვილად ზუსტად სცოდნიათ მიტინგის ფინალი.
თავად მათ ისიც ზუსტად სცოდნიათ, დაჭერას რომ უპირებდნენ და ისიც, რა მიზეზით დააკავებდნენ.
ამიტომაც გადაწყვიტეს ისეთ ადგილზე წასვლა, სადაც იარაღს ვერ დაუდებდნენ.
ვერც დაუდეს.
ერთი ისიც საკითხავია, რატომ გაქრა ეს ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტიდან.
მათთან დაკავშირებული ყველა მასალა ოფიციალური საიტებიდან წაშლილია.
შსს კატეგორიულად უარყოფს ამ მასალების არსებობასაც.
მაგრამ აგერ შენ დადე. სხვებსაც აქვთ შენახული.
აი, გელბახიანის ამბავი კი საერთოდ სასაცილოა.
დაკავებულების ადვოკატები გელბახიანის დაკავებასაც ითხოვენ
სახელმწიფო ამტკიცებს, გელბახიანი შუაში არააო.
26 მაისს ხომ იყო?
კიდევ ერთი- ციხეზე ზეწოლა მიდის, გაგიშვებთ და არჩევნებზე მოგვეხმარეთო.
ცოცხალი თავით არ თანხმდებიან.
განსაკუთრებით ერთი ჰყავთ მძიმე დღეში.
ერთი ესეც ვერ გავიგე, რატომ არ უნდა ჰქონდეთ ქურდებს ხარისხიანი დაცვის უფლება?
წეღან ვინმემ დაწერა, მაგ ხალხი პუსტა-პუსტა ადვოკატებს დაეცვათო.
რატომ?
ხარისხიანად რომ ვერ დაეცვათ?
ამით ირიბად აღიარეთ, კარგი ადვოკატიაო.
* * *
FRIDRIX