შალვა ხაჭაპურიძე: თურქებს ჰგონიათ, ბათუმი საქართველოს მიერაა ოკუპირებული
თბილისი 19:14 - 25.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
მოძრაობა "ეროვნულობის" ერთ-ერთი ლიდერი შალვა ხაჭაპურიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" აცხადებს, რომ თურქეთს საქართველოსთვის ბათუმის წართმევა უნდა. მიზეზად ხაჭაპურიძე საქართველოს ხელისუფლების უნიათობას ასახელებს.
http://ghn.ge/news-67324.html6 მარტი 2010
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამერიკას საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანაში ადანაშაულებს.
როგორც პოლიტიკური პარტია "გამარჯვებისთვის" ლიდერმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური წერილი მიიღო იმის შესახებ, რომ ნარკოტიკები ამერიკიდან შემოდის.
მისივე თქმით, ნარკოტიკების შემოტანა დასაშვებია მხოლოდ წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნარკოტიკების შემოტანა უკანონოდ ითვლება.
http://1tv.ge/news-view/12451ტაკს, "მოძრაობა ეროვნულები":
საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" მოძრაობა "ეროვნულების" დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. ყრილობა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას საქმიანობის ამსახველი ვიდეოჩანაწერების ჩვენებით გაიხსნა.
მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წევრის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დემოკრატიული და ეროვნული ძალა მოვიდეს.
მისივე თქმით, მათ ჰქონდათ შეხვედრა "ქართული ოცნების" ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან და ამ ეტაპზე მათი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა სამომავლო თანამშრომლობაზე ჯერჯერობით კონსულტაციები არ გამართულა.
ყრილობას შეუერთდა გურამ პეტრიაშვილი, რომელიც საქართველოში რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა.
მოძრაობა "ეროვნულების" საპატიო თავმჯდომარე დავით სოკოლოვი გახდა. მოძრაობას სანდრო ბრეგაძე, გია ფერაძე და შალვა ხაჭაპურიძე უხელმძღვანელებენ.
რაც შეეხება:
2010 წლის 23 თებერვალს ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური იდეების განსახორციელებლად დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა – „გამარჯვებისთვის“.
და ეს რაღაა:
19:00 საათზე, პარტია “კანონი და სამართლიანობის” ლიდერი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტის წინ სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” პარტიის პრესამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სპეციალური განცხადება აქციაზე მომხდარ ინციდენზე გაკეთდება.
www.epn.ge/?p=61762
ა კიდო:
ნზორ აბრალავამ, სანდრო ბრეგაძემ, შალვა ხაჭაპურიძემ და კიდევ 32-მა სხვა, წარსულში პოლიტიკურად აქტიურმა ფიგურამ "კავკასიის ჰელსინკის ჯგუფი" აღადგინეს. "ჰელსინკის ჯგუფი" ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაა და მისი წარმომადგენლობა საქართველოში ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის პერიოდში, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა.
დღეს ჰელსინკის კავშირის ახალი ლიდერები აცხადებენ, რომ 2–3 თვეში ახალ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას დაიწყებენ. პოლიტიკოსები კონსტიტუციურად დაშვებული ყველა მეთოდის გამოყენებას აპირებენ და მზად არიან ითანამშრომლონ ყველასთან, ხელისუფლების გარდა.
http://geonews.ge/category/8/politics/news...nkis-jgufi.htmlმოძრაობა "ეროვნულობის" ერთ-ერთი ლიდერი
პოლიტიკური პარტია "გამარჯვებისთვის" ლიდერი
პარტია “კანონი და სამართლიანობის” ლიდერი,
ბურჯანაძის პარტნიორი, ალასანიას პარტნიორი...
აუუუ კაცი ეს ყოფილა ძმაო...
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare