აქაც იყოს...თემის ავტორს გაუსწორდება...თან საერთაშორისო ტენდენციებს დააკვირდება.
ხო თან ტაიმსის სტატიაა
როჯერ ბოისი
საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილს, ამ ქვეყნის ანტიკომუნისტური „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთ გმირს, მისმა მთავარმა მეტოქემ ხმების გამყალბებელი უწოდა, რადგან არჩევნებამდე ექვსი კვირით ადრე ოპოზიციის ანგარიშების გაყინვას ცდილობს.
„სააკაშვილს ახლა ჩვენი ისე ეშინია, რომ ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ როგორმე გაგვაჩეროს“, განაცხადა The Times-თან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა.
ბ-ნმა ივანიშვილმა, მილიარდერმა, რომელიც თავის ქვეყნაში ყველაზე მდიდარი ადამიანია, კოალიცია „ქართული“ ოცნება შექმნა, რათა 1 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში ბ-ნ სააკაშვილს დაპირისპირებოდა.
საზოგადოებრივი აზრის ორი კვლევის თანახმად კოალიცია 9-ს და 15-ს შორის პროცენტული მაჩვენებლით უსწრებს პრეზიდენტის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ივანიშვილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი იყენებს ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩინოვნიკებს აქტივისტების დაკითხვისა და დაკავებისთვის. საქართველოს მთავრობამ მთლიანობაში თითქმის 125 მილიონი დოლარით (£79 მილიონი) დააჯარიმა ივანიშვილი (რომელმაც თავისი კაპიტალი რუსეთში, ალუმინის, საბანკო და უძრავი ქონების ბიზნესში დააგროვა), პარტია „ქართული ოცნება“ და ათობით პარტიის სპონსორი.
„ის ავტოკრატივით იქცევა“, ამბობს ივანიშვილი. „მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ არჩევნების მოპარვა“.
მალევე მას შემდეგ, რაც შარშან ოქტომბერში ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება გაახმოვანა, მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს.
საქართველოს მთავრობა უარყოფს, რომ რომელიმე პარტიის ანგარიში გაყინულია და ამბობს, რომ მისი ჯარიმები სახელმწიფო აუდიტის მიერ შეგროვებულ დამაჯერებელ მტკიცებულებებს ეფუძნება.
სააკაშვილის კამპანიას აშფოთებს ის, რომ „ქართული ოცნება“ მასზე მეტ ხარჯს გაწევს და იმ ამომრჩევლების ხმებს მოიპოვებს, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ რეფორმების ნელი პროგრესი 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ბ-ნი სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა. თუმცა, არსებობს კიდევ უფრო სერიოზული შიში: კერძოდ ის, რომ არჩვენების სამართლიანობის წინასწარ ეჭქვეშ დაყენებით „ქართული ოცნება“ დამარცხების შემთხვევაში ქუჩის საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.
ეს კი რუსეთის ინტერვენციის (გარკვეული ფორმით) რისკს აჩენს. უკვე ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, და რუსული უმცირესობის დაცვის სახელით იბრძოლა და გაიმარჯვა ხუთდღიან ომში.
პრეზიდენტი, რომელიც მუდმივად ივანიშვილის ბიზნესკავშირებზე მიუთითებს რუსეთთან, ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ დამარცხდება, შეიძლება რაღაც მსგავსი მოხდეს.
გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორმა საარჩევნო დამკვირვებელმა განცხადება გაავრცელა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქცევას გადაჭარბებული უწოდა.
„სულ უფრო იზრდება შეშფოთება შესაძლო ქაოტური შედეგის და პუტინის არაპროგნოზირებადობის გამო, რომელსაც როგორც ვიცით სულაც არ უყვარს საქართველოს პრეზიდენტი“.
This post has been edited by mamuka-SRV on 26 Aug 2012, 03:09
კარლ მარქსი: ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას.....ყოველთვის განსაზღვრავს.
ნიკს ამოფარებული კლავიატურის ლომები :) ფეისზე ბეჭდეთ იგივე თუ ერთი ადგილი გაქვთ :)