მუ ეგ კომკავშირული სწორხაზოვნება რა უბედურებაა
საქმე არის შემდეგში ...... რუსებმა არასწორად დაგვბომბეს , ეს აპრიორი არის
მაგრამ რატომ არ დაგვბომბეს 2006 წელს , ან 2007 წელს ------ იმიტომ , რომ ტუტუც რუსებს ფორმალური საბაბი არ ქონდათ , კაზუს ბელი არ იყო როგორც ჭკვიანი ხალხი ამბობს
ხოლო 2008 წლის 7 აგვისტოს ქართულმა მხარემ დაუშვა საბედისწერო შეცდომა , მან მიცა რუსებს ომის დაწყების საბაბი ... ისეთი საბაბი , რომელმაც დაჟე ტალიავინის კომისია დაარწმუნა
იგივეს იმეორებს კონდოლიზა რაისი , საქართველომ დაუშვა შეცდომა , ის რუსების პროვოკაციას წამოეგოო
იგივეს ამბობს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი ......
ამაზეა საუბარი , არავინ აპრავებს რუსებს , რუსები აგრესორები არიან , მაგრამ რუსეთი , რომ აგრესორია მთელმა მსოფლიომ ივანე მრისხანეს მერე იცის ......
აქ საუბარია , რატომ არ იცოდა ეს სააკაშვილმა და რატომ წამოეგო რუსების პროვოკაციას ......ამაზეა ეს ფილმი
თუ ვერ იგებ შენი პრობლემაა და კიდევ კარგი შენაირები უმცირესობაში არიან
რუსა !
1. რა გვინდა ჩვენ ...აფხაზეთი უაფხაზებოდ , მხოლოდ ტერიტორია , თუ აფხაზეთი აფხაზებიანად ----- ეს არის შენს შეკითხვაზე პასუხის გაცემის ამოსავალი წერტილი (იგივე ეხება სამაცაბლოს და ოსებს )
მე აფხაზეთი აფხაზებიანად მინდა
აქედან გამომდინარე , მე მიმაჩნია , რომ ორივე ერმა ერთმანეთს ბოდიში უნდა მოვუხადოთ და ჩვენ-ჩვენი დანაშაული ვაღიაროთ და მოვინანიოთ კიდევაც
როგორც უფროს ძმას , ჩემი აზრით ამ დიდი შერიგების პროცესის დაწყება ქართველებმა უნდა დავიწყოთ , ეს ცემი პირადი აზრია და არავის თავს არ ვახვევ ამ ჩემს აზრს
რაც შეეხება კონკრეტულ მოცემულობას ....დიახ , ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ 2008 წელზე ...გიმარცვლი სიტყვებს , ჩვენი წილი პასუხისმგებლობა , მაგრამ როგორც უფროს ძმას , როგორც უფრო ძლიერს ეს პროცესი ჩვენ უნდა დავიწყოთ
რაც შეეხება რუს სამშვიდობოებს ---- არანაირი ბოდიშის მოხდა მათ წინაშე ჩვენ არ გვეკუთვნის ...ისინი იყვნენ რუსული სახელმწიფოს ბერკეტი , საქართველოს წინაამღდეგ განხორციელებული აგრესია , რომ გაპრავებულიყო , მათ ჩაიდინეს დანაშაული და მათთან ჩვენ საბოდიშო არაფერი არ გვაქვს ...მათ პასუხი პუტინს უნდა მოთხოვონ , ისინი პუტინმა გაწირა , რათა საბაბი მიცემოდა საქართველოს წინაამღდეგ აგრესია გაეპრავებიათ , ამიტომ მაგ ,,სამშვიდობოებმა,, პუტინს მოსთხოვონ პასუხი
2. ეს არის ნაციონალების სტილში ძალზე დაბალი დონის პროვოკაციული კითხვა
მე შემეძლო ამაზე მოკლედ მეპასუხა , და გვერდით სერიოზული ავტორიტეტი პლატონი დამეყენებია და ამით დამემთავრებია შენტან საუბარი ...არა მგონია პლატონს დატაკებოდი ...იმედია ხვდები პლატონის რა გამოთქმაზე გესაუბრები
მაგრამ შევეცდები პლატონის გარეშე აგიხსნა ჩემი პოზიცია
მე , რეალ-პოლიტიკის თაყვანისმცემელი ვარ .... ხო და მოდი გავაანალიზოთ რა არის რეალ-პოლიტიკის სიბრტყეში ამ ჩვენს საქმეში ჭეშმარიტება
ევროპამ (ტალიავინის დასკვნა ) , სააკაშვილის რეჟიმმა (დათანხმება ტალიავინის დასკვნაზე) , ჩვენმა პარტნიორმა ამერიკამ (კონდოლიზა , პაუელი , გეითსი ) ბბს-ის ცნობილ ფილმში პირდაპირ განაცხადეს , საქართველო წამოეგო რუსების პროვოკაციას და საქართველოს მიერ ცხინვალის მიმართულებით ფართო მაშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყებამ მიცა რუსებს საბაბი განეხორციელებიათ საქართველოს მიმართ აგრესია და მისი ტერიტორიების ოკუპირება , იგივე თქვა სიკორსკიმ , ევროპაში ჩვენი იმ დროს ყველაზე ახლო პარტნიორი პოლონეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა
ეს არის ჭეშმარიტება , რომელსაც ეს ხალხი ქადაგებს ამ ომთან დაკავშირებით
ახლა მე გეკითხები , თუ მე და შენ , კარდუ-ს და 098-ოის და ლოთ პანფილოვს გვექნება სხვა ,,ჭეშმარიტება,, , განსხვავებული ყველასგან ---ეს რას გვაძლევს ?
მე , შენ , კარდუ , 098 , გლებ პანფილოვი ლოთი და მისი ძმაკაცი მიშკა თავხელიძე , ქეთი გაბიანი და წუზარი წიკლაური ერთ მახარეს ჩვენი ჭეშმარიტებით ------ ხოლო მეორე მხარეს ეუთო (ტალიავინის დასკვნით ) , ამერიკა ( კონდოლიზა , პაუელი , გეითსი ) , ევროპა (სარკოზი , მერკელი , სიკორსკი) , მიხეილ სააკაშვილი (დაეთანხმა ტალიავინის დასკვნას , თქვენ რას გაბოლებთ ეს მეორეა ...ფაქტია , რომ დაეთანხმა ტალიავინის დასკვნას ) თავისი ჭეშმარიტებით
ხო და რა ვქნათ .....
შენ დარჩი გლებ პანფილოვის , მიშკა თავხელიძის , კარდუ-ს , დიდგორი-ჯეო-ს და 098-ს გვერდით , თქვენი ,, ჭეშმარიტებით ,,
მე კი ბებერი ევროპა მირჩევნია , ვიქნები მე საწყლად კონდოლიზას და სიკორსკის გვერდით ... ტალიავინთანაც ..... და გავიზიარებ მათ ჭეშმარიტებას , რომელიც ჩემს ხედვასაც ემთხვევა ...იმას რასაც ვუყურებდი და იმას რასაც ვუსმენდი
This post has been edited by მაკიაველი on 27 Aug 2012, 13:06