გამორიცხვ არაფრის შეიძლება, მართალი ხარ.
მაგრამ ამორალურ პოლიტიკოსზე უფრო ამორალური ადამიანები არიან, ის ადამიანები, რომლებიც თავის თავს ადამიანებს უწოდებენ მაგრამ არაფერი სცხიათ ადამიანობით, ვისაც ჰყოფნით თავხედობა ისაუბრონ ჭეშმარიტების სახელით და ამავე დროს სხვები დაადანაშაულონ ამორალურობაში

3 ადამიანი დაიღუპა, 5 დაიჭრა, ვისაც ჰგონია რომ მიშამ სპეცნაზი გაყო და ომობანა ათამაშა იმიტომ რომ სპექტაკლი დაედგა ... არ დავწერ რისი ღირსიცაა.
ამაზრზენია ეს დამოკიდებულება, სამარცხვინო.
რას მოიგებს მიშა იმით რომ ეს სპექტაკლი იყოს? კიდე ერთხელ რომ უსაყვედურებენ რატომ იღუპებიან ბიჭებიო?
ყველაფერი რატომ ხდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური სპეკულირების საგანი? თვით ასეთი ტრაგედიაც კი. ადამიანის სიკვდილზეა საუბარი.
ასე როგორ გიბრმავებთ მავანს მიშას სიძულვილი? ყველაფერზე როგორ შეგიძლიათ ასე ისაუბროთ?
ისეთი დაუოკებელი აგრესია მიჩნდება მე - ადამიანს რომელსაც კაცთმოყვარეობის პრეტენზია აქვს მსგავსი სუბიექტების მიმართ რომ ლამის საკუთარი თავი შემძულდეს.
ვინ ხართ რა ჯიშის ხართ საიდან მოდიხართ და სად იზრდებით და რას გასწავლიან????