#32762417 · 29 Aug 2012, 21:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გიგა ბოკერიას ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაციისას მძევალთა სამი ჯგუფის მიერ ურთიერთჩანაცვლება მოხდა 21:43 29.08.2012 საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაციისას მძევალთა სამი ჯგუფის მიერ ურთიერთჩანაცვლება მოხდა.
"რამდენიმე ჯგუფი იყო დაკავებული, თუმცა მძველების გათავისუფლების ოპერაცია ერთხელ ჩატარდა. თავდაპირველად მოტაცებული იქნენ ადგილობრივი ახალგაზრდები. ამის შემდეგ მესაზღვრეთა პატრული, რომელსაც ინფორმაცია ჰქონდა ამ მოტაცების შესახებ და რომელიც ადგილზე გადაადგილდებოდა, ამ ახალგაზრდების ნაცვლად იქნა მძევლად აყვანილი. მათ თვითონაც შეუწყვეს ხელი ამას. შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიცრები გააგზავნა ამ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად, რომლებმაც მესაზღვრეების ნაცვლად თვითონ დაიკავეს მძევლების ადგილი და სცადეს იმ გზავნილის მიტანა, რომ ერთადერთი რამ, რაც ხელისუფლებამ ამ ჯგუფს შესთავაზა, მშვიდობიანად ჩაბარება იყო. სამწუხაროდ, ამ ოფიცრებმა უარი მიიღეს და ბუნებრივია, ამ დროისთვის ისინი იყვნენ მძევლები და შემდეგ განხორციელდა ოპერაცია ამ მძევლების გამოსახსნელად და მაშინ მოხდა შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალება", - განმარტა ბოკერიამ "კურიერის" პირდაპირ ეთერში.
მძევლის საკითხი მეც მაეჭვებს რაღაც.....
|