აჰა რაც ვივარაუდე ის მოხდა, ეღტადერთი კალაძის ნამბა უანობა ვერ გამოვიცანი ...
ხოდა დაუჯდეს ბაქრაძე კალაძეს
ისე რა საკაიფო ნაბიჯია - ბეზდელუშკა, არაფრის გადამწყვეტელ და არაფრის მაქნის პოლიტიკოსს, სპიკერს, რომელმაც 2008-ში ისეთი ფრაზა თქვა, მარტო ეგეც საკმარისია მაგის გასაფარჩაკებლად, სამტრედიელი გლეხის ბიჭი დაუჯდება, რომელსაც ყველაზე დიდი რაც შეიძლება წამოაძახონ საკუთარ კარში გატანილი ორი გოლი იქნება

ბაქრაძეს კი ზემოთხსენებულიც ეყოფა ... ამას მიამატეთ გაკოტრებული ნაცების გაკოტრებული დაპირებების ფონზე საწყალი გლეხის ბიჭის ბლუჩუნა, მაგრამ ალალი ლაპარაკი, რომელმაც თავისი შრომით იშოვა ფული, ძმის სიკვდილის შემდეგ მაინც თამაშობდა საქართველოს ნაკრებში და არც იტალიურ სკანდალში მონაწილეობა არ დაუმტკიცდა (რაც ასე მაგრად უნდოდათ ნაცებს), ამის მტკიცებულება კი ისაა, რომ გასროკილი და დაჯარიმებული სასტავის ფონზე დასაკითხადაც არ დაუბარებიათ იტალიაში ...
ყველაფერს ამას მიამატეთ ის, რომ ქართული დებატები არაა კლასიკური დებატები, არამედ ურთიერთლანძღვის და ურთიერთკომპრომატების ომი უფროა, ხოდა დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ

ბაქრაძემ რომც გააფარჩაკოს კალაძე (საინტერესოა როგორ) არც ეს იქნება დიდი ტრაგედია - არც ბაქრაძეა პირველი პირი და არც კალაძეა ქვეყნის პირველკაცობის პრეტენზიის მქონე სუბიექტი, ასე რომ დიდ მინუსად ვერ დაეწერება ოცნებას (საპირისპიროდ დიდი პლიუსი ვერ იქნება ნაცებისთვის გამოცდილი კადრის მიერ გლეხიბიჭის გაფარცაკება), მაგრამ თუ მცირე უპირატესობით მოუგო ბაქრაძემ ან ფრე გააგორა ან ღმერთმა ნუ ქნას წააგო, აი მაგას ატომური ბომბის ეფექტი ექნება .... ტაკ ჩტო ოცნება არაფერს კარგავს და ნაცებმა შეიძლება საკმაოდ ბევრი დაკარგონ .... არადა დებატებზე უარს ვერ იტყვიან, თავად წამოაყენეს პირობა - პირველმა ნომრებმა იკამათონ ერთმანეთთანო, ხოდა აგერაა ბურთი და მოედანი, თავისი პირველი ნომრებით ....
მაგარი გათვლაა, ეტყობა მაგარი დეზლე პიარჯგუფი ყავს დაქირავებული ნათლიბიძას ....
ვანიჩკას გასაფარჩაკებლად კი ნებისმიერი იკმარებს, მით უმეტეს ალასანია ან კობახიძე ....
This post has been edited by Tom Brady on 31 Aug 2012, 20:09