საინტერესოა,მსოფლიოში მხოლოდ განვითარებული ევროპა იგულისხმება? ან აზერბაიჯანსა და სომხეთში, ძველი "გაი" და იგივე ანაქრონისტული, პრაქტიკულად ისევ საბჭოთა სტრქუტურების ანალოგი ორგანოები როგორ და რა მეთოდოლოგიით ითვლიან, უფრო სწორედ როგორ გამოყავთ სტატისტიკური მონაცემები, ამის შესახებ თუ ვიცით რამე?
http://www.police.ge/uploads/images/2012/avariebi_2011.pdfhttp://www.authorstream.com/Presentation/a...7-1387032-2011/http://www.facebook.com/pages/%E1%83%A8%E1...24854797?ref=hlაგერაა აღნიშნულთან დაკავშირებული პრეზენტაციის ოფიციალური მონაცემის ლინკი და პრესრელიზი
"გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს, 13:00 საათზე, შსს ადმინისტრაციულ შენობაში (კახეთის გზატკეცილი, 38-ე კილომეტრი) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ეგიდით გაიმართება პრეზენტაცია თემაზე - ”ავტოსაგზაო შემთხვევების ანალიზი“, სადაც განხილული იქნება ავარიების შესახებ აბსოლუტური და შედარებითი რაოდენობრივი მონაცემები, გამომწვევი მიზეზები, ზრდადობა/კლებადობისა და ცვალებადობის ტენდენციები, გენდერული, ასაკობრივი, რეგიონალური და სხვა ნიშნებით სეგმენტური კვლევები, აგრეთვე თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემები.
პრეზენტაციაში გაანალიზებული ინფორმაცია განზოგადებულია საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა ბაზებში ცენტრალიზებული, მუდმივად განახლებადი და სხვადასხვა ნიშნით სორტირებულ-სისტემატიზირებული სარეგისტრაციო მასალების საფუძველზე და შესაბამისად მაღალი სიზუსტით ასახავს რეალობას. ამასთან, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოებრიობისათვისაც საინტერესო იქნება კვლევის შედეგების გაცნობა.
• პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საქართველოში ავტოპარკის როდენობის ყოველწლიურად საშუალოდ 10%-ით მატებისა, 2006 წელთან შედარებით 95%-ითაა შემცირებული, ანუ პრაქტიკულად განახევრებულია ავარიების ხვედრითი წილი რეგისტრირებული ავტომანქანების რაოდენობასთან შედარებით. ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებლით ლიდერობს იმერეთი/რაჭა/გურიის რეგიონი, სადაც საშუალოდ ყოველ 10 000 რეგისტრირებულ ავტომობილზე მხოლოდ 38 ავტოსაგზაო შემთხვევა ფიქსირდება.
• ზოგადად კი, 2008 წლიდან საშუალო წლიური 10%-იანი კლების პერმანენტული დინამიკა ნარჩუნდება ავარიების აბსოლუტური რაოდენობის მიხედვითაც.
• გარდა ამისა, 2008 წელთან შედარებით ჯამში დაახლოებით 40%-ითაა შემცირებული ავარიებისა და დაშავებულ პირთა მაჩვენებელი. უფრო მეტიც, საბედნიეროდ თითქმის განახევრებულია გარდაცვლილ პირთა ხვედრითი წილი, სადაც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 80%-იანი კლება აღინიშნება. ამასთანავე კლების ტენდენცია განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, რაც უსაფრთხოების ღვედების გამოყენების რეგულაციების უკეთ ადმინისტრირებას უკავშირდება. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ასეთი ტიპის სამართალდარღვევათა ლატენტურობამ მნიშვნელოვნად იკლო და იგი 2011 წლის მონაცემებით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით ყველაზე გავრცელებულ ადმინისტრაციულ გადაცდომათა სამეულში შევიდა სიჩქარის გადაჭარბებისა და სიმთვრალის შემდეგ, რაც თავისთავად გულისხმობს საკანონმდებლო ნორმის იმპლიმენტაციის ხარისხის ამაღლებას.
• ბოლო რამდენიმე წელში 1,52-დან 1,48-მდე დაიკლო ერთ ავტოსაგზაო შემთხვევაში საშუალოდ დაშავებულთა შეწონილმა მაჩვენებელმა, ხოლო გარდაცვალების კუთხით 2005 წლიდან 2011-წლის ჩათვლით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის 95%-თაა დაკლებული და ხვედრითი წილი ერთ ავტოსაგზაო შემთხვევაზე 0,2-დან 0,1-მდე შემცირდა.
• სულ საქართველოში 2011 წელს რეგისტრირებულია 4486 ავტოსაგზაო შემთხვევა , რომლის დროს გარდაიცვალა 526, ხოლო დაშავდა 6638 მოქალაქე.
• დარეგისტრირებული 4486 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათაგან 278 გამოწვეული იყო ალკოჰოლური სიმთვრალით, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა 30, დაშავდა - 439, ხოლო სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ავარიების 1311 შემთხვევიდან გარდაიცვალა 156, დაშავდა - 1870.
• გარდაცვლილთა უმრავლესობა 41-60 წ. ასაკობრივ კატეგორიას წარმოადგენს, ხოლო დაშავებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა 26-40 წ. მოდის.
• 10 000 მოსახლეზე ავტოსაგზაო შემთხვევათა უმრავლესობა მოდის თბილისი/მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე (16,2), ყველაზე ნაკლები - იმერეთი/რაჭა/გურიაში. აღნიშნული შემთხვევების შედეგად 10 000 მოსახლეზე გარდაცვლილთა ყველაზე მეტი რაოდენობა ფიქსირდება შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (1,5), ყველაზე ნაკლები - სამეგრელო-ზემო სვანეთში (0,7), ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 10 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალია თბილისი/მცხეთა-მთიანეთში (22,7), ყველაზე დაბალი კი - იმერეთი/რაჭა/გურიაში (8,2).
• ავარიების, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის მიხედვით საშუალოდ ყველაზე კრიტიკული პერიოდია ივლისი-სექტემბერის ინტერვალი, რაც ძირითადად საკურორტო პერიოდიდან გამომდინარე სეზონურ რხევას უკავშირდება.
• თბილისი/მცხეთა-მთიანეთში ალკოჰოლური სიმთვრალით და სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ავარიების რაოდენობა სრული მოცულობის თითქმის 60%-ია. ამ ორივე მიმართულებით საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ იმერეთი/რაჭა/გურიისა და სამეგრელო/ზემო სვანეთის რეგიონებს, სადაც პროცენტული წილი 10%-ს არ აღემატება, ხოლო ქვეყნის მასშტაბით გაშუალებული მაჩვენებელია - 35%. ამასთან, სამეგრელო/ზემო სვანეთში 2011 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა პირის გარდაცვალების არც ერთი ფაქტი სიმთვრალით გამოწვეული ავარიის შემთხვევებში.
"