თქვენიანი ყოფილა - ხისთავას კოალიციის ფანი
ზუგდიდიდან:
„...მაშინ, როცა რეზერვი საქართველოს ყველა რეგიონში იქმნება, რატომ დაიწყეს ლაპარაკი, რომ სამეგრელოშია ეს გასაიდუმლოებული სამხედრო ფორმირება? ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: გაიხსენეთ წარსული, ეს ზუსტად ის ხალხია, რომლებიც სამეგრელოში 1992 წელს შევიდა იმ საბაბით, რომ სამეგრელოში სამხედრო ფორმირებები იყო.
შემოვიდნენ და ოჯახი არ დაუტოვებიათ ზუგდიდში, რომ არ შესულიყვნენ და რომ არ გამოეტანათ იქ შექმნილი დოვლათი. ეტყობა დაგროვდა კიდევ დოვლათი სამეგრელოში ნელ-ნელა და ეტყობა ეფხანება კიდევ ხელები ვიღაც-ვიღაცეებს და ერთი და იგივე ხალხს, აქ გამოისეირნოს. ნურას უკაცრავად, ერთი რამ შეეშალათ, მაშინდელ პრეზიდენტს ერქვა მათი საყვარელი შევარდნაძე და დღეს მე ვარ საქართველოს პრზიდენტი და აღარასოდეს აღარ დავუშვებ, რომ თითი დააკაროს აქაურობას", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა