fordmanAmbitious_PersonBeso1980მაქსიმალურად მოკლედ გეტყოდით:
გამოსავალი ყოველთვის არსებობს დიპლომატიაში --- მოეწონება ეს ვინმეს, თუ არა.
სახელმწიფოებრივობა ეყრდნობა ქვეყნის გარკვეულ დე ფაქტო და დე იურე აღიარებებს მსოფლიოში არსებული სახელმწიფოების მიერ.
გეორგიევსკის ტრაქტატი ცბობილია.
რუსეთის იმპერიის 1917 წლის რევოლუციური დაშლა ცნობილია.
1918 წელს საქართველომ შექმნა აბსოლუტურად ლეგიტიმურ-კანონიერად დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც ცნო დე ფაქტოდ და დე იურედ:
საგარეო მდგომარეობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-ფაქტო აღიარება
ერთ–ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე–ფაქტო დასტური მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, თურქეთი იყო (1918 წლის 3 ივნისი). თურქეთმა თავისი პოლიტიკური განზრახვა საქართველოს დამოუკიდებლობის დე–იურე აღიარებითაც დაადასტურა. შემდეგი სახელმწიფო, რომელმაც საქართველო დე–ფაქტო აღიარა, გერმანია იყო (1918 წლის 10 ივნისი).
სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო სცნეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:
თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი
გერმანია — 1918 წლის 10 ივნისი
ავსტრია — 1918 წლის 18 ივნისი
არგენტინა — 1919 წლის 15 სექტემბერი
იტალია — 1920 წლის 12 იანვარი
საფრანგეთი — 1920 წლის 12 იანვარი
დიდი ბრიტანეთი — 1920 წლის 12 იანვარი
იაპონია — 1920 წლის 7 თებერვალი
ჩეხოსლოვაკია — 1920 წლის 8 აპრილი
რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი
ბელგია — 1920 წლის 26 აგვისტო
პოლონეთი — 1921 წლის 28 იანვარი[1]
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარება
მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობისა, საბჭოთა რუსეთიც და დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისაგან. ისინი ქართულ საკითხს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში განიხილავდნენ და თავს არიდებდნენ მასთან ურთიერთობების გაფუჭებას.
მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თვით რუსეთმა ცნო დე იურე საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს მოხდა ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო ახალგაზრდა სახელმწიფოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემის ზრდას. ამის შედეგი — საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება რიგი ქვეყნების მიერ. სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე–იურე აღიარეს შემდეგმა სახელმწიფოებმა (დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც გრძელდებოდა):
თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი
რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი
გერმანია — 1920 წლის 24 სექტემბერი
შვეიცარია — 1920 წელი
ბელგია — 1921 წლის 27 იანვარი
საფრანგეთი — 1921 წლის 27 იანვარი
ინგლისი — 1921 წლის 27 იანვარი
იტალია — 1921 წლის 27 იანვარი
იაპონია — 1921 წლის 27 იანვარი
ავსტრია — 1921 წლის 17 თებერვალი
რუმინეთი — 1921 წლის 18 თებერვალი
ჰაიტი — 1921 წლის 9 მარტი
ლიბერია — 1921 წლის 28 მარტი
მექსიკა — 1921 წლის 14 აპრილი
პანამა — 1921 წლის 26 აგვისტო
სიამი — 1921 წლის 20 ნოემბერი
ლუქსემბურგი — 1922 წლის 23 თებერვალი
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%...%83%99%E1%83%90მენშევიკების ფარული გარიგებები, შეცდომები, დანაშაულიც ცნობილია...
მოხდა საქართველოს ოთხმხრივი ანექსია-ოკუპაცია.
ლეგიტიმური ხელისუფლება ემიგრაციაში.
მიუხედავად ყველაფრისა --- იმ ხელისუფლებას არ მოუწერია ხელი კაპიტულაციაზე, არ უცვნია უკანონო ანექსია-ოკუპაციის შედეგები, არ დაუდია ზავი .და არ გაუწყვეტია კანონიერი სამართალმემკვიდრეობა ოკუპირებული სახელმწიფოსათვის --- სამომავლო ლეგიტიმური დეოკუპაციისათვის.
ეს ოკუპაცია გრძელდება დღესეც და არ აღდგენილა სახელმწიფოებრივობა დამოუკიდებლობის აქტის და კონსტიტუციის სავალდებულო წეს-რიგისამებრ.
საქართველო არ არის სსრკ-ს სამართალმემკვიდრე, აქ არ მომხდარა ბოლშევიკური რევოლუცია და ოკუპანტთა ნებისამებრ მოხდა მისი
სსრკ-ში ოკუპაციური გაწევრიანება --- სსრკ-დან გასვლის ფორმალური კონსტიტუციური უფლებით ტერიტორიის 107 600 კვადრატული კილომეტრის 69 700-მდე უკანონო დაყვანით... ამას ახლახანს დაემატა აფხაზეთი და ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთი.
ესაა ფაქტები და დე ფაქტო რეალობა.
საქართველოს დღეისათვის ჰყავს სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორი ამერიკის გაერთიანებული შტატების სახით, რომელსაც სრულიად უპრობლემოდ და თავისუფლად ძალუძს აღიაროს საქართველოს 1918 წლის (დღემდე არ უცვნია) სახელმწიფოებრივობის კანონიერება და ლეგიტიმურობა, აიყვანოს მფარველობის ქვეშ და აწარმოოს მოლაპარაკებები მხარეებთან საქართველოს ,,კავკასიის შვეიცარიაზედ'' ჩამოყალიბებაზე, რომელიც შექმნის ახლო აღმოსავლეთის ბუფერულ-სამშვიდობო ზონას კავკასიის მზარდი ბირჟით და სხვა უამრავი ეკონომიკურ-ტურისტულ-სამკურალო-ბალნეოლოგიური- ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურული კომპლექსებით და დაცული სატრანზიტო ქსელებით --- ისტორიული აღმოსავლეთის კარიბჭის და აბრეშუმის გზის ფრიად მომგებიანი პროექტებით ევრაზიის
გზაგასაყარ-გზაშესაყარზე.
ასეთი მომგებიანი, მშვიდობიანი და დაცული ბუფერული ზონა ჯდება ყველა ჩვენი მეზობელის რეალურ ინტერესებში, რომლებზეც შეთანხმება და გარანტორობის ვალდებულებების აღება --- რეალურად მიღწევადია გავლენიანი ლობირებებით ამ იდეისადმი და ასევე იქნება მზარდი ,,აღმოსავლეთის ვეფხვების'' აგრესიის შემაკავებელ-დამცველი ქმედითი კედელი თუნდაც ევროპის მოსალოდნელი ახალი ,,მონგოლიზაციისაგან''.
ინტერესთა კონფლიქტი და შეჯერება, თანხმობა --- არის დიპლომატიური გზა შანსების შესაძლო რეალიზებისათვის.
ამ იდეის დახვეწა და სრულყოფა, ან უარყოფა, კრიტიკა --- ცნობიერი არგუმენტებითაა მხოლოდ შესაძლებელი.
უკეთესი და სრულყოფილი გამოსავალი საქართველოსათვის კი --- თქვენ ბრძანეთ.
აი რუკა ,,შესაძლო'' ზონის მარშრუტით:
საქართველო -აზერბაიჯანი- თურქმენეთი-ავღანეთი- ირან-პაკისტანის გამყოფი -ერაყი-სირია-ისრაელი.
ამ ,,კედელში'' ირანის პრობლემა მოიხსნება --- ირანისვე ინტეგრაციით.
This post has been edited by triumpi on 6 Dec 2015, 00:42
მიმაგრებული სურათი