აბა რა ქნან ?
არ ატარებს აგერ ილხამა დემოკრატიულ არჩევნებს ... მერე რა ? ამაღლდება აზერბაიჯანელი ხალხის თვითშეგნება იმ დონემდე , რომ ფინანსურ კეთილდღეობაზე მაღლა თავისუფლებას დააყენებს და ქუჩაში გამოვა და ავტოკრატს გააგდებს ---- დაუდგება დასავლეთი გვერდით .....არ იღებს ხმას ხალხი და მორჩილად არის ----- დასავლეთი ალიევს მიიღებს აზერბაიჯანის ლიდერად
ხალხს რომელსაც თავისუფლება სურს ---- ის სისხლს ღვრის , თავის და ტირანების სისხლს , ეს აქსიომაა
....,, თავისუფლება ისე არ მოდის , თავისუფლება ლომთა ხვედრია ,,...
ეს თუ არ მოგწონს , მაშინ ეს წაიკითხე :
....,, თავისუფლების ხე დროგამოშვებით უნდა მოირწყას პატრიოტების და ტირანების სისხლით , ეს მისთვის ბუნებრივი სასუქია ,,.......
ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის თანაავტორი , ა.შ.შ.-ს მე-3-ე პრეზიდენტი ---- თომას ჯეფერსონი
თავისუფლებას ბრძოლა უნდა .....სისხლით (ცუდად ჟღერს , მაგრამ ასეა )------სისხლი ამახსოვრდებათ ხალხსაც და ტირანებსაც ....
ხალხის დაღვრილი სისხლი და მისი ფასი დიდხანს ახსოვს ხალხს და მეორეჯერ არ დაუშვებს ისევ სისხლისღვრამდე მიიყვანოს საქმე .
ტირანების დაღვრილი სისხლი კი შეაჩერებს ტირანობის მსურველებს
ეს აქსიომაა ....
ჩემი აზრები არ არის , არ შემჭამოთ

-----თომას ჯეფერსონია ......
მაგრა დამევასება , როგორ გააკრიტიკებთ თომას ჯეფერსონს

ვასილი !
ახლა მოემზადე , კარგად დაფიქრდი და სწორად გაიგე რასაც დავწერ .....
1.თემურ-ლენგი უზბეკი იყო და აკეთებდა უზბეკურ საქმეს (ზოგადათ ვამბობ უზბეკს , თორემ უზბეკეთს , რომ გაცდა მისი საქმიანობა მეც ვიცი)
2.ჩვენთვის ქართველებისთვის ის უსასიზღრესი მტერია
შენი აზრით თემურ-ლენგი , ტამერლანი სწორად აკეთებდა თავის საქმეს ? მე მგონი სწორად უძღვებოდა და ამიტომ შევიდა ისტორიაში როგორც ერთ-ერთი უდიდესი დამპყრობი
მაგრამ , ეს იმას არ ნიშნავს , რომ საქართველოსთვის მაგარი იყო ...... ის მტერი იყო ....
მაგრამ ის მტერი თუ სწორად აკეთებდა თავის საქმეს ---- რა ვქნათ ახლა ...ვიძახოთ დებილი იყოო ? ვიძახოთ ბატონო , მაგრამ ტამერლანს მაგით რამე მოაკლდება ? აი , ჩვენ თუ მტერს არ შევაფასებთ , ჩვენვე მოგვეხაზება
---------------------------------------------------
შახ-აბასს I !
1. შახ-აბასსი ----- იყო დიდი მართველი , პოლიტიკოსი და მხედართმთავარი ? იყო ....აბა შეეკითხე ირანელებს თუ არ იყო
2. შახ-აბასსი ---იყო საქართველოს მტერი ? იყო და მერე როგორი
იყო შახ -აბასსი დებილი ? ნამდვილად არ იყო ...სწორად მართავდა ის ტავის იმპერიას ? კი , ბატონო სწორად მართავდა
დებილი , რომ ვუძახოთ შახ-აბასს ---რამე იცვლება ჩვენთვის ?
-----------------------------------------
პუტინი . (ტამერლანი და შახ-აბასსი არ არის

, მაგრამ მაინც )
1. პუტინი არის ჩვენი მტერი
2. მაგრამ მე ვთვლი , რომ ის ჭკვიანი მტერია ...ყოველ შემთხვევაში ელცინის რუსეთი , რარაცას დაამსგავსა
ამიტომ ხანდახან , რომ ვამბობ პუტინი სწორად იქცეოდა , ან იქცევა ---- ეს იმას კი არ ნიშნავს , რომ მე პუტინისტი ვარ ...არა , ბატონო
ეს იმას ნიშნავს , რომ სერიოზული მტერი გვყავს და ის მტერი ბევრ თავის ნაბიჯს , ჩვენთვის მტრულ ნაბიჯს ჭკვიანურად აკეთებს
გაიგე ახლა მე რაც დავწერე ?
This post has been edited by მაკიაველი on 10 Sep 2012, 23:26
01.10.2012.