ცხინვალში ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის სახლი ააფეთქეს
12:42 13-09-2012
ცხინვალში ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის სახლი ააფეთქეს ცხინვალში ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, იბრაჰიმ გასაევის სახლი ააფეთქეს.
ოსური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, გასაევის სახლის კართან ტროტილი აფეთქდა. აფეთქების დროს გასაევი ოჯახთან ერთად სახლში იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
"არ არის გამორიცხული, თავდასხმა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ გასაევი ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული სამხედრო სპეციალისტია სამხრეთ ოსეთში. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მასზე თავდასმა უცხოური სპეცსამსახურების მიერ იყოს ორგანიზებული. გამოძიება სხვა ვერსიებთან ერთად ამ ვერსიასაც განიხილავს",-განაცხადა ე.წ. გენერალურმა პროკურორმა, მერაბ ჩიგოევმა.
ვაჰჰჰ ოჯახს არ ვერჩი მარა ტუალეტში რატო არ იჯდა მაგ დროს,ნაცნობი სცენარია
ისა, უკაცრავად, ცხინვალს ვაძინებ და ცოტა იქეთ იხმაურეთ რა...
არ დათმო და დაგითმობენ.
ვაჟკაცი ხარ მაშინ როდესაც ცხოვრობ ისე როგორც შენ გინდა.