http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=15201 მაია ფანჯიკიძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შტეფან ფულემ ბიძინა ივანიშვილს შეხვედრის პირობად პარტიათა "ქცევის კოდექსზე" ხელისმოწერა წაუყენა
12:04 14.09.2012
კოალიცია "ქართული ოცნების" პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვედრის პირობად პარტიათა "ქცევის კოდექსზე" ხელისმოწერა წაუყენა.
"პირველად მესმის ამის შესახებ. ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ბრიუსელში დაგეგმილი არ არის, შესაბამისად, არც შტეფან ფულესთან შეხვედრის თხოვნას და ევროკომისრისგან ასეთი წინაპირობის დაყენებას ადგილი არ ჰქონია", - განუცხადა "პირWელს" მაია ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ისეთი მედიასაშუალებისგან, როგორიც რადიო "თავისუფლებაა" გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება ძალიან უკვირს.
შეგახსენებთ, რომ რადიო "თავისუფლების" ცნობით, ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს პარტიათა საარჩევნო ქცევის წესებზე ხელმოწერას სთხოვს. ამის შესახებ კი რადიოსთან საუბრისას ევროკომისრის სპიკერმა პეტერ სტანომ განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილისგან თხოვნა მივიღეთ, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში შედგეს მისი და შტეფან ფულეს შეხვედრა. ბატონი ფულე მასთან შესახვედრად მზად არის, თუ მიიღებს დაპირებას, რომ ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის და რომ "ქართული ოცნებისათვის" არჩევნების შედეგები მისაღები იქნება, თუ მათ ავტორიტეტიანი სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა ეუთო და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ლეგიტიმურად მიიჩნევენ", - განაცხადა პეტერ სტანომ.
----------------------
+1000 პო პოლნოი!!

X41