რადიო "თავისუფლების" კავკასიური სერვისის სტატია
"ლაფანყურის ინციდენტის ახალი მოულოდნელი დეტალები" 10.06.2017
ავსტრიაში მიმდინარეობს მაგომედ იბრაგიმოვის სასამართლო პროცესი. ეს ლაფანყურის ჩეჩნური დაჯგუფების იმ ორი წევრთაგანია, რომელმაც გაქცევა მოახერხა. გუშინდელ ჩვენებაში იბრაგიმოვმა თქვა, რომ მთელი ეს ოპერაცია დაგეგმილი იყო მის მიერ ისლამ კადიროვის (ჩეჩნეთის მმართველის ნათესავი) მონაწილეობით. კადიროვი ელოდებოდა ჯგუფის გადასვლას რუსეთის საზღვრის მხარეს და მზად იყო მის დასახვედრად. იბრაგიმოვის თქმით, მან შეცდომა დაუშვა, როდესაც გააგზავნა სმს, რომელიც დაიჭირეს ქართულმა და ამერიკულმა სპეცსამსახურებმა. ამის შემდეგ ქართულმა ძალოვნებმა ჯგუფს გზა გადაუკეტეს და შესთავაზეს დანებება. უარის შემდეგ ატყდა სროლა. იბრაგიმოვი და ახმედ ჩატაევი დაიჭრნენ. ჩატაევი ქართველებმა დაიჭირეს, იბრაგიმოვი გაიქცა. შემდეგ ჩატაევი "ოცნებამ" პოლიტპატიმრად გამოაცხადა და გაათავისუფლა. ამის შემდეგ ის სირიაში წავიდა ისისის მხარეზე საომრად.
რაც შეეხება იბრაგიმოვს, ის დაეხეტებოდა თურქეთიდან ავსტრიაში, შემდეგ უკრაინაში აღმოჩნდა ისა მუნაევის დაჯგუფებაში, თუმცა ინტრიგების გამო უთანხმოება მოუვიდა (მუნაევს სურდა რუსების წინააღმდეგ ომი, იბრაგიმოვი კი კოლომოისკის ბნელი საქმეებით იყო დაკავებული) და ვენაში დაბრუნდა. აქ ავსტრიელებმა დაიჭირეს მას შემდეგ, რაც ტელფონში აღმოაჩნდა ლოპოტას ამბების შესახებ გარკვეული ინფორმაცია.
სტატიის მიხედვით, იბრაგიმოვმა სასამართლოში თავის დასაცავად ახალი ვერსია წამოწია: თითქოს ის არის რუსული სპეცსამსახურების აგენტი და კადიროვს პირადად აწვდიდა ინფორმაციას ევროპაში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების შესახებ.