ეს ყველაფერი კეთილი და პატიოსანი.
თემის ავტორი წემნიტ, ნო ეტო ერუნდა.
მთავარი ის არის, რომ ამ ერის მამობის დევნაში შემოფშვნება ხელში ის სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები, რომელიც დღეს არის.
მოდი ვაღიაროთ რომ ნაციონალების მიერ შექმნილი სახელმწიფო მართვის მოდელი არის ცანასახიდანვე ავტორიტარული.
ის არ არის ორიენტირებული დემოკრატიულ და სამოქალაქო საზოგადოებაზე - ის ორიენტირებული პროგრესის ტემპების მაქსიამლურ გენერაციაზე, თუნდაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ჯგუფების ინტერესების უგულვებელყოფით და პროტესტის შემთხვევაში წინააღმდეგობის ძალისმიერი/PR მეთოდებით ჩახშობაზე.
და ეს მოდელი იყო გამიზნულად შექმნილი. არავინ არ ფიქრობდა დემკრატიაზე და ლიბერალიზმზე 2003-ში.
მთავარი იყო სახელმწიფოს მშენებლობა და მისი სწრაფი განვითარება - ყველა გზით.
"ჯერ განვითარება და მერე დემოკრატია", "სინგაპური და ადრეული სამხრეთ კორეა" - ეს ის საკვანძო მესიჯებია, რომელიც სულ იყო.
და რეალურად, თუ დემაგოგიურ და ბანგით გაჟღენთილ რიტორიკას თავს დავანებებთ (დემოკრატიის შუქურა რეგიონში და ა.შ.) - არავის ამ ქვეყანაში, მის ხელისუფლებაში თუ ხელისუფლებასთან დაახლოებულ წრეში არავის უფიქრია სერიოზულად რომ საჭიროა დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა.
ასე რომ "ევროპის დემოკრატიით გამაოცებელი" ტიპის მმართველის მოსვლა გამოიწვევს სახელმწიფო მართვისა და მექანიზმების პარალიზებას.
დაიწყება ანარქიული და ცენტრიდანული პოლიტიკური პროცესები.
და ასეთი მმართველი დადგება არჩევანის წინაშე:
1. კლანური მმართველობა დეცენტრალიზაციის ელემენტებით (შევარდნაზე + 6 მილიარდი)
2. კლანური მმართველობა + სახელისუფლებო ვერტიკალის გამართვა (პუტინიზმი ქართული არომატით)
3. სრული ჩასვრა

ასე რომ,
ყველა იმ მსოფლმხედველობრივი, იდეოლოგიური და საგარეოპოლიტიკური იზიანების მიუხედავად,
"მიშ-ნაციონალური სახელმწიფოს" ტრადიციებთან განშორება - სულ რომ ყველაფერი უინტერესოდ და უსისხლოდ/არჩევნებით მოხდეს - იქნება კონტრპროდუქტიული.
იმიტომ რომ, ღარიბი და ურესურსო ქვეყანაში - სხვა გზა არ არის.
ავტორიტარული განვითარების გზა და მერე, გვირაბის ბოლოში დემოკრატია როგორც ბასეინში ჩასხმული წყალი.
ნაცების პრობლემა ის იყო, რომ ვერ მოახერხეს ზრდის ისეთი ტემპების გენერირება რომ საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის თავისი კუსოკი გადაეგდო და ამით დაეჩქარებინა "ბურჟუაზიული ევოლუცია", საშუალო კლასისი ფორმირება და შემდეგ როგორც ტექსტშია.
როცა ქვეყანაში ცოტა ფულია და რეფორმებით დაზარალებულების კომპენსაცია არ ხერხდება, ესე იგი არც კალდორ-ჰიქსისი ოპტიმუმი გვაქვს. კალდორ-ჰიქსის ოპტიმუმის არ ქონდა კი მუდმივი დესტაბილიზაციის ფაქტორია (ც) გერშოვიცი
ამ ოპტიმუმის შექმნას, არც გრიგორიჩის 6 მილიარდი არ ეყოფა.
ასე რომ ისევ და ისევ
"ჩვენ გვიყვარს საქართველო და მეტი სარგებელი ხალხს"
აქ ითქვა უკვე, ჯერ პარლამენტში ოპოზიცია ითამაშოს და მერე ვნახოთო
This post has been edited by Codex on 17 Sep 2012, 13:17