მე მგონი ეს მთლად ასე არ უნდა იყოს.
იმიტომ რომ თუ ეს ასეა, სტატისტიკურად ვალიდურად - მაშინ მხოლოდ რევოლუცია დარჩენია გრიგორიჩს.
მიდის თუ არა რევოლუციაზე?
ეს ჩემთვის ჯერ ცხადი არ არის.
ყოველ შემთხვევაში ყველა ოპციას ღიას ტოვებს.
ვიტყოდი, რომ მისთვის არჩევნების გზა უფრო მოსახერხებელია.
და თუ ეს ასე არ არის და ნაცმოძია უმცირესობაში - მაშინ "რევოლუცია/არეულობა" უკვე ხელისუფლების ერთადერთი გამოსავალია. იყო ამის ფონის შემზადებაც.
ამიტომაც იყო უმნიშვნელვანესი სოციოლოგიური გამოკითხვები და ექსიტ-პოლები.
იდეოლოგიური ფონის შემზადება, რუსული და ქურდული ფაქტორით ოპერირება. ანალოგიები 1991-92 წლებთან.
"არ გავიმეოროთ ეს შეცდომები და მტკიცე ხელით დავიცვათ ჩვენი ბავშვების მომავალი და სახელმწიფოებრიობა".
პროპაგანდისტული ისტერიის მაქსიმუმადე აყვანა.
ისინი განაპირობებენ მხარდამჭერთა მასისა
და მათი "დისკურსების" რაობასა და ცვლილებას.
გადაატრიალე-გადმოატრიალე როგორც გინდა მერე.
რაც საბოლოო ჯამში შეადგენს კიდეც საფუძველს სტრატეგიული გადაწყვეტილებების.
1. შენ ზემოქმედებ არსებულ მხარდაჭერის ფიზიკურ მასაზე/რაოდენობაზე
2. და ისევ ამ რაოდენობიდან გამომდინარე იღებ გადაწყვეტილებებს.
მაგრამ, მიუხედავად "რწმენის/მერკანტილური ინტერესების" ფაქტორისა - ეს მომხრეების რაოდენობაც დინამიურია.
და ყოველ დღიურ პულსზე ხელის ჭერას ითხოვს.
საბოლოო ჯამში მოიგებს ის ვისაც ეყოფა ნერვები, კურაჟი, ინფორმაციის სისაღე, ექსტერნალური სთეიქჰოლდერების მხარდაჭერა და ცივი/ამორალური გული რომ "ტრუპებზე იაროს" ოღონდ თავისას მიაღწიოს.
და ამ მხრივ ერთმანეთს იმსაახურებენ ესენი,
აქ პირველი სამკვდრო-სასიცოცხლო ჯახია უახლესი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ძალები მეტ-ნაკლებად თანაბარია და ყველა ბოლომდე მიდის.
ჩვენ კიდე კლავიატურაზე კაკუნის და სტატისტების როლის მეტი არაფერი გვაკისრია.
ჰაჰა
ამ ცხოვრების დედა ######
წავედი თავი უნდა მოვიკლა
This post has been edited by Codex on 26 Sep 2012, 00:37