ქდმ:
გიორგი თარგამაძე: კალმახელიძე მხოლოდ პრობლემის ნაწილია, თავად პრობლემა სისტემურია და სისტემურადვე უნდა მოგვარდეს
პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 სექ 2012 12:48
„ქრისტიან - დემოკრატიოული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ხაშურში მოსახლეობასთან შეხვედრა გუშინ გავრცელებულ კადრებსა და კალმახელიძის გადადგომის თაობაზე საუბრით დაიწყო.
„ის რაც ჩვენ ვიხილეთ, არის საპატიმროს თანამშრომელთა და მათი ხელის დამფარებელთა სრული მორალური დეგრადაციის საშინელი მაგალითი. ჩვენ ორჯერ ზედიზედ დავსვით მინისტრის გადაყენების საკითხი პარლამენტში, რადგან გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ არ გვქონდა საკმარისი მტკიცებულებები. ორჯერვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კალმახელიძეს ხელი დააფარა და შესაბამისი პასუხისმგებლობა აიღო. მას შემდეგ, რაც ამ ამაზრზენმა ფაქტებმა დღის სინათლე ნახა, სრულიად ნათელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პოლიტიკური და მორალური უფლება არ აქვს ქვეყნის მართველობაზე კვლავ პრეტენზიას აცხადებდეს. კალმახელიძე მხოლოდ პრობლემის ნაწილია, თავად პრობლემა სისტემურია და სისტემურადვე უნდა მოგვარდეს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რა ხდება როცა თუნდაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სახელით მომხდარ რევოლუციას გაუწონასწორებული ძალაუფლება და ჩაკეტილი, უკონტროლო სისტემის წარმოშობა შლეიფივით აუცილებლად მოყვება. იმედი მაქვს მომავალ პარლამენტში პენიტენციალურ სისტემაში არსებული დანაშაულების დეტალურ გამოძიებას შევძლებთ და ყოფილი მინისტრი მარტო გადადგომით თავს ვერ დააღწევს. თუ დადასტურდა, რომ მას აღნიშნულ ფაქტებზე ინფორმაცია ჰქონდა და თვალს ხუჭავდა, მისი სამართლებლივი პასუხისმგებლობის საკითხი საგანგებოდ უნდა დადგეს.“ - განაცხადა გიორგი თარგამაძემ
http://geonews.ge/?page=8&news_id=177541ჯაბა სამუშიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი მიღწევა ისაა, რომ ციხეებში გაზის კამერები არ არის დაყენებული
15:44 19.09.2012
"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის წევრის ჯაბა სამუშიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი მიღწევა ისაა, რომ ციხეებში გაზის კამერები არ არის დაყენებული.
ამის შესახებ სამუშიამ ჟურნალისტებს ფილარმონიის წინ მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
მისი თქმით, ის რაც გლდანის მერვე საპყრობილეში მოხდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სათავე თავისი ნულოვანი ტოლერანტობით დაუდო.
"ერთადერთი მიღწევა "ნაციონალური მოძრაობის” ისაა, რომ ციხეებში გაზის კამერები არ აქვთ დაყენებული და პატიმრებს წამებით ნელ-ნელა უღებენ ბოლოს. ცემის გამო ათასობით პატიმარია დასახიჩრებული. მხოლოდ კალმახელიძის გადაყენება არ არის საკმარისი, უნდა გადადგეს საქართველოს მთავრობაც. ჩვენ კალმახელიძის გადაყენებას უკვე დიდი ხანია, ვითხოვდით", - განაცხადა სამუშიამ.
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=15718ინგა გრიგოლია: "შემძრა კალმახელიძის მშვიდმა კომენტარმა!"
ეკა ალფაიძე, ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2012 01:40
ფილარმონიასთან საპროტესტო აქციაზე მყოფი ინგა გრიგოლია "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ ტრაგიკული კადრების ნახვის შემდეგ, მხოლოდ ის მოახერხა, რომ შვილთან ერთად აღშფოთებულ საზოგადოებას შეერთებოდა: _ როცა ეს საშინელება ვნახე, მხოლოდ ისღა მოვახერხე, შვილთან ერთად ამ საპროტესტო ტალღას შევერთებოდი. ჩვენ, "ქრისტიან-დემოკრატები" ყოველთვის მოვითხოვდით, რომ სასჯელაღსრულების მინისტრი კალმახელიძე გადამდგარიყო, მაგრამ ახლა მისი გადადგომა სრულიადაც არ არის საკმარისი _ მან პასუხი უნდა აგოს! შემძრა კალმახელიძის მშვიდმა ტონმა ამ ფაქტის კომენტირებისას.
"გურია ნიუსის" შეკითხვაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება თუ არა ბაჩო ახალაიასაც, გრიგოლიამ გვიპასუხა, რომ აუცილებელია, როგორც ამ შემზარავი სისტემის ავტორმა და ორგანიზატორმა _ ახალაიამ აგოს პასუხი.
_ ყველაზე მეტად კი იმ ადამიანების მიკვირს, რომლებიც ახლა სხედან სახლებში და მშვიდად შესცქერიან ტელეეკრანებს! _ ამბობს ინგა გრიგოლია.
http://www.gurianews.com/index.php?option=...EkLIqU.facebookლევან ვეფხვაძე: "პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობას" ეკისრება"
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლევან ვეფხვაძის შეფასებით, "პენიტენციალიურ სისტემაში არსებულ პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა ’"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ეკისრება".
დღეს გავრცელებული ვიდეო-მასალების შეფასებისას მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ ყურადღება სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ საანგარიშო მოხსენებებში ყველაზე ვრცელი ადგილი სწორედ ციხეებში არსებულ მდგომარეობას და პატიმართა მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეთმობა.
"პირWელთან" საუბრისას ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამ ფაქტების გამო ქდმ-მა პარლამენტში ორჯერ დააყენა სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხიმგებლობის საკითხი, რასაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი არ დაუჭირა.
"მოცემული შემთხვევა განსხვავებული და განსაკუთრებულია იმით, რომ გვაქვს კონკრეტული ვიდეო-მასალა, თუმცა არანაკლებად მძიმე და საშინელი ფაქტებია ასახული სახალხო დამცველის ანგარიშში, სადაც არათუ პატიმართა ცემა-წამების ფაქტები, არამედ სიკვდილის შემთხვევებია ასახული. თავის დროზე, ჩვენ ორჯერ დავსვით ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი, რასაც მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა და რაც იმას ნიშნავს, რომ მათ პოლიტიკური პასუხისიმგებლობა აიღეს პატიმართა წამების შემთხვევებზე’’, - განუცხადა "პირWელს" ლევან ვეფხვაძემ.
http://cdm.ge/ge/news/item-dd-1240.html