შალვა ფორუმელია.
მოგხედავენ მოდერები.
ესეც წაიკითხეთ:
http://pirweli.com.ge/?menuid=9&id=15799პოლკოვნიკი ალექსანდრე თეთრაძე ახალაიას, ქარდავას და მუხაძეს გაუპატიურების დროს შემოაკვდათ
02:16 20.09.2012
ალექსანდრე თეთრაძე ახალაიას, ქარდავას და მუხაძეს გაუპატიურების დროს შემოაკვდათ.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ბრიუსელში მყოფმა ვლადიმერ ბედუკაძემ მედიაკავშირ “ობიექტივის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას დავალებით, ალექსანდრე თეთრაძეს ალექსანდრე მუხაძე და ოლეგ ფაცაცია რეზინის ხელკეტით აუპატიურებდნენ.
“ძალიან მძიმე სათქმელია და განსაკუთრებით მძიმე მოსასმენია ეს ალექსანდრე თეთრაძის ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ მე ვადასტურებ, რომ პოლკოვნიკი სწორედ წამების დროს შემოაკვდათ. ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას დავალებით, მას აუპატიურებდნენ რეზინის ხელკეტით ალექსანდრე მუხაძე და ოლეგ ფაცაცია. მზად ვარ, მათ ხელი დავადო და დავამტკიცო ის, რასაც ახლა ვამბობ. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ბაჩო ახალაიას სეიფში ინახება”, - განაცხადა ბედუკაძემ.
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=15803"ბაჩო ახალაია და მისი ხელქვეითები წელიწადში 200-ზე მეტ "სისხლიან პარასკევს" აწყობდნენ"
03:07 20.09.2012
ბედუკაძის თქმით, "სასჯელაღსრულების სისტემაში, ყოველ პარასკევს ე.წ. "წითელი პარასკევი" ეწყობოდა და სისხლის გუბეები დგებოდა საკნებში. სააკაშვილის სისხლიანი ხროვის წევრები უმოწყალოდ სცემდნენ და აწამებდნენ პატიმრებს".
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=15802ვლადიმერ ბედუკაძე: "პატიმრების წამების ამსახველ ვიდეოკადრებს ხელმძღვანელობის დავალებით ვიღებდი"
02:56 20.09.2012
"სისტემის დირექტორისგან ვიღებდი დავალებას პატიმრების წამების ამსახველი ვიდემასალის მომზადების შესახებ. მისი თანხმობის გარეშე ნებისმიერი ქმედების განხორციელება შეუძლებელი იყო. მე ჩანაწერებს ღია მეთოდებით ვაკეთებდი და მათ ვაბარებდი. 2 კასეტა წამოვიღე, უფრო სწორად კი შევცალე, მათ სათვალავი აერიათ და ასე მოვახერხე ამ სკანდალური მასალის სასჯელაღსრულების სისტემიდან გამოტანა", - განაცხადა ბედუკაძემ.
როგორც ბედუკაძე ამტკიცებს, მას პატიმრების წამებაში მონაწილეობა არ მიუღია.
"მზად ვარ პასუხი ვაგო ობიექტური სასამართლოს წინაშე, თუ ერთი პატიმარიც კი ბრალს დამდებს ძალადობაში", - აცხადებს იგი.
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=15801"ბაჩო ახალაიას სეიფში პატიმრების მკვლელობების, ცემისა და წამების დამადასტურებელი უამრავი ფაქტი ინახება"
მისივე თქმით, ახალაიას და მის თანამოაზრეებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი წამებების ვიდეოჩანაწერები მრავლად აქვთ, ამას ისინი პატიმრების კომპრომეტირებისათვის იწერდნენ და ინახავდნენ.
როგორც ლადო ბედუკაძე აცხადებს, სასჯელაღსრულების სისტემის მაღალი თანამდებობის პირებიდან განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი მეგის ქარდავა, ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად "ქილერა" და #8 საპყრობილის ბოლო დირექტორი ხუჭუა.
"ყველაზე სასტიკი კი თავად ბაჩო ახალაია იყო, სწორედ მან დაიწყო პატიმრების არაადამიანური წამება და ცემა", - განაცხადა ლადო ბედუკაძემ.
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=15800საქართველოს ციხეებში პატიმრების არაადამიანური წამების შესახებ პრეზიდენტი სააკაშვილი ინფორმირებული იყო
02:27 20.09.2012
"გამორიცხულია მას პატიმრების არაადამიანური წამებების შესახებ არ სცოდნოდა. მეტიც, მან ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტში "მოღვაწეობის" გამო დააწინაურა. სააკაშვილმა თქვა, რომ ბაჩო ახალაიამ "გაქაჩა". რასაც ნიშნავს "გაქაჩვა", ყველასთვის გასაგებია", - განაცხადა ვლადიმერ ბედუკაძემ.
მისივე თქმით, "ძირითადი საყრდენი სასაჯელაღსრულების სპეცრაზმი იყო, რომელსაც ყველა დარბევის დროს იყენებდნენ. მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის დარბევის დროს. ეს სპეცრაზმი ემორჩილებოდა ბაჩო ახალაიას".
http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=15798ლადო ბედუკაძემ საქართველო ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთი მოადგილის დახმარებით დატოვა
"ვადასტურებ, რომ საქართველო ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთი მოადგილის დახმარებით დავტოვე, როდესაც ის შს სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მე მის გვარს ვერ დავასახელებ, თუ სურვილი ექნება, თავად ისაუბრებს ამის შესახებ", - განაცხადა ბედუკაძემ.
vefxvi