მჯერა რა...ველოდები.
მთავარი ტესტია ეს საკითხი ახალი პარლამენტისთვის
არ გამოიძიებენ და არ დაიჭერენ ყველა დამნაშავეს? არც გაატრაკონ წინსვლაზე,სამართლიანობაზე,დემოკრატიაზე და ა.შ.
ხიდაშელი მარტო იმიტომ არ მევასება,ივერიას და კავკასიას რომ ხურავდნენ,გამოვიდა ამხელა იურისტი ქალი და:დიდი ამბავი,მაინც არავინ უყურებსო.
შერჩევით,პერსონიფიცირებულ სამართალს კარგი არავისთვის მოაქვს.
სახელმწიფო,სადაც კანონი და სამართალი არ არის ნომერი 1 პრიორიტეტი,ჩამოიშლება.
რამე შეიცვალა 2003 წლის მერე სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით? მხოლოდ პერსონაჟები,
ისევ იგივე ხრენი გვაქვს და ასეც გაგრძელდება,სანამ კანონი პოლიტიკაზე მაღლა არ დადგება
ვოოდა თუ კარგი საქმისთვის მოდიან,გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ

მერე უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ,თორემ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,მოგვიწევს ისევ წადი,გადადექის ყვირილი.
ნუ გიყვართ რომანტიული ან ჰარდკორ სიყვარულით პოლიტიკოსები
ნუ ელით,რომ ვიღაც,ოდესღაც გვიშველის.
კანონირების გამარჯვებისთვის ბრძოლა,ჩვენი საქმეა და ყოველთვის ხელს გვიშლის პირადი სიმპათიები,უფრო ხშირად ანგარებიანი ინტერესები.
აღარ მინდა "გამპრავებლები",შეყვარებული ამომრჩევლები,კუდის ამწევები,ტაშის დამკვრელები.
ეშლება? შემოულაწუნე,ვინც არ უნდა იყოს!
დაგვღუპავს ეს პერსონისტობა,ქართველებო
სიმართლისტობა და სამართლისტობა გვიშველის მარტო,მეტი ვერაფერი.